1 თებერვალი, შაბათი, 2025

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია

spot_imgspot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 4-9 სექტემბერს, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები დარგში არსებული მიმდინარე კვლევებისა და უახლესი მიღწევების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 11 სექცია, საკვლევი თემატიკა: ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორია, გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში, გეომეტრია და ტოპოლოგია, დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები, ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი, მათემატიკური განათლება და ისტორია, მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა, მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი და ა.შ.

კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები