ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ყოველწლიური კონფერენციის საზეიმო გახსნა 29 აგვისტოს გაიმართა.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გარდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ამერიკის, პორტუგალიის, მექსიკის, ისრაელის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, იაპონიისა და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების აღიარებულ მკვლევრებს.
კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურის ადა სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.