31 იანვარი, პარასკევი, 2025

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  მათემატიკის  საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO2024) 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

spot_imgspot_img

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3  ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანმა,  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო  სკოლის  მოსწავლე ლუკა წულაია.

მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები