16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, არა­მედ ქარ­თ­ვე­ლი ერის ურ­ყე­ვი ნე­ბაა

spot_img

ალექ­სან­დ­რე ბუთხაშ­ვი­ლი

გუ­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლის მა­გის­ტ­რან­ტი

 

 

 

⇒ ალექ­სან­დ­რე, რო­გორც ვი­ცი, სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში, რა­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა და გან­საზღ­ვ­რა შე­ნი პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვა­ლი. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს?

⇒ სკო­ლას, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. რო­დე­საც ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ორი კვი­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი, მე­ო­რე დღეს­ვე სწო­რედ სკო­ლა­ში მი­ვე­დი და მას­წავ­ლებ­ლებს შევ­ხ­ვ­დი, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჩემს წარ­მა­ტე­ბა­სა და პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. ალ­ბათ ამ ფაქ­ტი­თაც ნა­თე­ლია ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სკო­ლის მი­მართ. მარ­თ­ლაც, სკო­ლა ქვა­კუთხე­დია შემ­დ­გა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­სი. ეს არის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ი­ყო­ლო და არ და­ი­ვიწყო. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სკო­ლა ხში­რად უარ­ყო­ფით კონ­ტექ­ს­ტ­ში იხ­სე­ნი­ე­ბა და ერ­თ­გ­ვა­რი გა­უცხო­ე­ბაა სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. მარ­თა­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, თუმ­ცა, უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თარ თავ­ში უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ წარ­მოდ­გე­ნა სკო­ლის მი­მართ – მი­ვი­ღოთ ის, რო­გორც ოჯა­ხი და ასე­ვე მოვ­თხო­ვოთ სა­ხელ­მ­წი­ფოს უფ­რო მე­ტი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და შე­დე­გის მომ­ტა­ნი რე­ფორ­მე­ბი. ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სკო­ლის ბო­ლო წლე­ბი, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის ლი­დე­რი ვი­ყა­ვი და, ახალ­გაზ­რ­დებ­თან ერ­თად, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თ­ვის სხვა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რიც გახ­და. გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­სათ­ვის უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თით­ქ­მის ერ­თი სას­წავ­ლო წე­ლი დამ­ჭირ­და, მი­მე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მეცხ­რე კლას­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ვაცხა­დე, რომ მსურ­და პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2014 წელს, ვი­ყა­ვი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი სტრას­ბურ­გ­ში და ევ­რო­პის საბ­ჭო­ში ვეს­წ­რე­ბო­დი ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­სა და ლექ­ცი­ებს ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­სა­ხებ. ასე­ვე, და­ვეს­წა­რი არა­ერთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და ტრე­ნინგს სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წე­სი, მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, უკე­თე­სად აღ­მო­მე­ჩი­ნა და და­მე­ნა­ხა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბულ­მა და­დე­ბით­მა ემო­ცი­ებ­მა მომ­ცა მე­ტი მო­ტი­ვა­ცია, შემ­ძი­ნა სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტაქ­ტე­ბი, რა­მაც ასე­ვე უფ­რო მეტ, ჩემ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­უ­ყა­რა თა­ვი. ცხოვ­რე­ბა კი­ნე­ტი­კუ­რი გახ­და, არა ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და სტა­ტი­კუ­რი, არა­მედ მოძ­რა­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით. წარ­მა­ტე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რიც ხომ მხო­ლოდ მოძ­რა­ო­ბაა, რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ბრძო­ლა და წინ­ს­ვ­ლა უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის.

⇒ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის წევ­რ­მა, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, არა­ერ­თი სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე. რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში?

⇒ შემ­დ­გა­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ფუძ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი სხვა წევ­რის მი­მართ და აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ სად გა­დის მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის ზღვა­რი, რა­თა არ ავ­ნოს სხვას. ამას­თან, მო­ქა­ლა­ქე ერ­თ­გ­ვა­რი მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დია, რო­მე­ლიც, სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნდო­ბით აღ­ჭუ­რავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ითხოვს მის მი­ერ დე­ლე­გი­რე­ბულ სუ­ბი­ექტს. ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­თა გა­აზ­რე­ბა კი, სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ზე გა­დის. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ ზო­გა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის დას­წავ­ლა არაა, მი­სი იმ­გ­ვა­რად გა­აზ­რე­ბაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა გე­ხე­ბა პი­რა­დად შენ, და და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ეს ასეც არის. თუ თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი, სწო­რედ ეს შეკ­რავს იმ მტკი­ცე ჯაჭვს, რო­მელ­საც ძლი­ერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­წო­დებ­დი. ამას­თან, შე­ნი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის ცოდ­ნა და­გეხ­მა­რე­ბა, არ მის­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­მე­ლი­მე ძა­ლას, ხელ­ყოს იგი.

⇒ რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უცხო­ეთ­ში, რა პროგ­რა­მით გა­ემ­გ­ზავ­რე გუ­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

⇒ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სას ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იური­დი­ულ სფე­რო­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, გერ­მა­ნუ­ლი ენის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ვი­ნა­ი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, გერ­მა­ნულ­მა სა­მარ­თალ­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქარ­თულ სა­მარ­თალ­ზე. ამა­სო­ბა­ში ძალ­ზე შე­მიყ­ვარ­და გერ­მა­ნუ­ლი ენა და გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში რამ­დე­ნი­მე კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, მო­ვი­პო­ვე DAAD-ის (გერ­მა­ნუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლის სამ­სა­ხუ­რი) სტი­პენ­დი­აც მარ­ტინ ლუ­თე­რის ჰა­ლე ვი­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც კი­დევ უფ­რო ავი­მაღ­ლე გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნა. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე.

გუ­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პირ­ველ წელს, კვლავ გერ­მა­ნულს ვსწავ­ლობ­დი. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გერ­მა­ნუ­ლი ენის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვი­რიცხე ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლი სა­მარ­თ­ლის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე.

გუ­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია ჯერ კი­დევ 1477 წელს იწყე­ბა, ის დღეს ევ­რო­პის ას სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რი­საა. ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­ხებ­ლო­ბა მაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნუ­ლი სა­მარ­თ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კო­რი­ფე­ებ­თან, რაც კი­დევ უფ­რო დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მავ­სებს, მერ­ქ­ვას იოჰა­ნეს გუ­ტენ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლის მა­გის­ტ­რან­ტი.

⇒ რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც თუ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?

ნამ­დ­ვი­ლად უსაზღ­ვ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ დღეს სტუ­დენ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვი­საც ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მებ­ზე სურთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. შე­და­რე­ბით მცი­რეა გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან­თათ­ვის. თუმ­ცა, არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ორ­გა­ნი­ზა­ციაა და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც აქვს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­და მო­ნა­წი­ლე­ობს კონ­კურ­ს­ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში იღე­ბენ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, ასე­ვე ერ­თ­ვე­ბი­ან სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვებ­ში, გერ­მა­ნუ­ლი ენის სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მებ­ში. სტი­პენ­დი­ა­ზე გა­ნაცხა­დი­სას მთა­ვა­რია მო­ტი­ვა­ცია და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად უნ­და გწამ­დეთ, რომ თქვენ ამას იმ­სა­ხუ­რებთ. მახ­სოვს, ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სის სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა­ზე გა­ნაცხა­დი რომ შე­ვი­ტა­ნე, ერთ-ერთ ფორ­მა­ლურ მოთხოვ­ნას ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძალ­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლით, მო­ვა­ხერ­ხე, რომ კო­მი­სი­ას უგუ­ლე­ბელ­ყო ფორ­მა­ლუ­რი წი­ნა­პი­რო­ბის არარ­სე­ბო­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ­თ­ვის მთა­ვა­რი იყო ის გა­მოც­დი­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცია და მიზ­ნე­ბი, რაც მე ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე თვეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გერ­მა­ნი­ის ჰუმ­ბოლ­ტის ცენტრს შო­რის გა­ფორ­მ­და მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­გეგ­მი­ლია ასე­ვე თე­მა­ტუ­რი სე­მი­ნა­რე­ბი და სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი.

⇒ რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს უცხო­ე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა უცხო­ურ და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის?

⇒ თა­მა­მად შე­მიძ­ლია აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე (და აქ გა­მო­ვარ­ჩევ­დი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს) არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნეს. ცხა­დია, სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მით, უცხო­უ­რ უმაღ­ლე­ს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, თუმ­ცა მი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­დის. ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­არ­ჩევს უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და უახ­ლეს მიღ­წე­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, მა­თი და­ნერ­გ­ვა, ამას­თან, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის მოთხოვ­ნებს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ლექ­ტორს არ აქვს მკაც­რი, ერ­თ­გ­ვა­რი აღ­მას­რუ­ლებ­ლის, ფუნ­ქ­ცია, სტუ­დენ­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. შე­და­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია შე­ფა­სე­ბი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც, ქარ­თუ­ლი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ არის რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დად ან შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მად ჩაშ­ლი­ლი, შე­საძ­ლოა სა­გან­ში მხო­ლოდ ერ­თი გა­მოც­და იყოს ან სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ რე­ფე­რა­ტის ან პრე­ზენ­ტა­ცი­ის, თუნ­დაც ზე­პი­რი გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე.

⇒ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გუ­ტენ­ბერ­გის  სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის?

⇒ უნი­ვერ­სი­ტეტს საკ­მა­ოდ მდი­და­რი და დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, კვლე­ვით მუ­შა­ო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რა დრო­საც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მდი­და­რი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო მა­სა­ლის არ­სე­ბო­ბა, ამ მხრივ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა ხელს უწყობს სტუ­დენ­ტებს – გა­რე­მო მაქ­სი­მა­ლუ­რად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, მყუდ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლია.

⇒ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.

⇒ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც სურთ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ვურ­ჩევ­დი, უცხო ენის ცოდ­ნის საკ­მა­ოდ მა­ღალ სა­ფე­ხურს მი­აღ­წი­ონ და ისე შე­უდ­გ­ნენ სწავ­ლას უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ამას­თან, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც სთა­ვა­ზო­ბენ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა ენის უფა­სო კურ­სებს. ბუ­ნებ­რი­ვია, უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ისე არ გიდ­გას გვერ­დით, რო­გორც ად­გი­ლობ­რივს, ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტი­სათ­ვის, მათ შო­რის უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბა. კა­ნო­ნის მი­ერ მკა­ფი­ო­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რომ სტუ­დენტს, სა­ლექ­ციო პე­რი­ოდ­ში, არა უმე­ტეს, 20 სა­ა­თი აქვს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას, გა­აჩ­ნია რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას ეხე­ბა საქ­მე, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს აქვთ ეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ მათ მი­ერ გავ­ლი­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­საძ­ლოა სრუ­ლად აღი­არ­დეს, თუ ესა თუ ის სა­გა­ნი, ში­ნა­არ­სობ­რივ-მიზ­ნობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, არ­სე­ბი­თად შე­ე­სა­ბა­მე­ბა უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საგ­ნის ში­ნა­არ­ს­სა და სას­წავ­ლო მიზ­ნებს. არა­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკ­ვე სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, რაც გუ­ლის­ხ­მობს ნა­წი­ლობ­რივ ონ­ლა­ინ და დას­წ­რე­ბით ლექ­ცი­ებს, რაც კი­დევ უფ­რო ხელ­საყ­რე­ლია სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის.

⇒ ძი­რი­თა­დად, რა პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სას­წავ­ლად მი­დი­ან ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, უმ­რავ­ლე­სო­ბას რა­ტომ არ აქვს სურ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის?

⇒ გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპექ­ტ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის თვალ­საზ­რი­სით კი, ძი­რი­თა­დად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­მოვ­ყოფ­დი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბიც საკ­მა­ოდ დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ტე­რე­სიც საკ­მა­ოდ ფარ­თოა, თით­ქ­მის ყვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით იხი­ლავთ ქარ­თ­ველს ამა თუ იმ გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბა იმ­გ­ვა­რია, რომ ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი უქ­რე­ბა, რად­გან კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის პი­რო­ბებს უქ­მ­ნი­ან, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­და კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს გა­უ­ჩენს უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს.

⇒ მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნი­ა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია შენ­თ­ვის გერ­მა­ნუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

⇒ ვცდი­ლობ, ფა­სე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ვაც­ნო და შე­ვაყ­ვა­რო გერ­მა­ნე­ლებს, ქარ­თუ­ლი ემო­ცი­უ­რი, გუ­ლი­ა­ნი, ღრმა, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ვი­ტა­ნო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბამ­დე, რომ­ლე­ბიც, ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნუ­ლი და რო­ბო­ტუ­ლი წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვე­ულ სპონ­ტა­ნურ, ძალ­ზე ადა­მი­ა­ნურ მო­მენ­ტებს. გერ­მა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი, გულ­წ­რ­ფე­ლად გითხ­რათ, შე­და­რე­ბით მო­საწყე­ნია, მარ­თა­ლია სა­ა­თის გა­მარ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი­ვით ზუს­ტი, თუმ­ცა, კლი­მა­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ნაც­რის­ფე­რი. ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა მარ­ტო­ო­ბის, ერ­თ­გ­ვა­რი ჩა­კე­ტი­ლო­ბის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად კო­რო­ნა ვი­რუ­სის შემ­დეგ აისა­ხა ადა­მი­ა­ნებ­ზე. ვფიქ­რობ, არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ა­ში, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­თო­ბას, ახალ­გაზ­რ­დე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას მოგ­ზა­უ­რო­ბას ანი­ჭე­ბენ, ხში­რად ეწყო­ბა ტექ­ნო ივენ­თე­ბი, ასე­ვე წვე­უ­ლე­ბე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მას­შ­ტა­ბით.

⇒ გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონს, რა აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს, გა­ო­ცებს თუ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს შენ­ში, რა არის ის, რა­საც შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ისურ­ვებ­დი?

⇒ თუ გერ­მა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს ფეხს აუწყობ და სა­ხელ­მ­წი­ფო მი­გი­ღებს, გაქვს სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­და, ხარ ნა­წი­ლი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­დაც თი­თო­ე­ულ­მა წევ­რ­მა იცის სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი. ძლი­ე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის სა­წინ­და­რია. თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი და მა­თი აუცი­ლებ­ლო­ბა კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც იმ ცხოვ­რე­ბის სტან­დარტს ვი­სურ­ვებ­დი, რაც გერ­მა­ნი­ა­შია, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, ადა­მი­ა­ნებს შო­რის მეტ ნდო­ბას, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას.

⇒ რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს?

⇒ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად არის გარ­და­მა­ვა­ლი მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას. ამ ეტაპ­ზე მი­ჭირს მკა­ფი­ოდ ვთქვა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ უპი­რო­ბოდ დავ­ბ­რუნ­დე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა დავ­რ­ჩე და ევ­რო­პა­ში მი­ვი­ღო სა­მუ­შაო, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე კი, რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბი, რომ დროა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მეც შე­ვი­ტა­ნო ჩე­მი წვლი­ლი, სამ­შობ­ლო­ში აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუნ­დე­ბი. მე­ტიც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთელ ცხოვ­რე­ბას არ გავ­ლევ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ. ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და სა­ჭი­როა, მით უმე­ტეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ სფე­რო­თა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცეს­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ასე თუ ისე ახა­ლია. მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ უკი­დუ­რე­სი საფ­რ­თხე არ შე­ექ­მ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, რად­გან ეს არის არა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, არა­მედ ქარ­თ­ვე­ლი ერის ურ­ყე­ვი ნე­ბა.

⇒ და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. უცხო­ეთ­ში გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გო­რია შო­რი­დან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?

⇒ სწო­რედ სამ­შობ­ლო­ზე ნოს­ტალ­გი­ას სდევს თან ქვე­ყა­ნა­ზე ფიქ­რი. რო­დე­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ, ეს ფიქ­რე­ბი უფ­რო მტკივ­ნე­უ­ლი და მძაფ­რია. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბაც დროს­თან ერ­თად იწყე­ბა, რაც უფ­რო მე­ტად ერ­თ­ვე­ბი აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ში, უფ­რო მკა­ფი­ოდ ხე­დავ თუ რა­ო­დენ დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას შე­ნი ქვე­ყა­ნა, გა­მოწ­ვე­ვას უფ­რო რბი­ლად ნათ­ქ­ვამ სიტყ­ვად თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით. ასეთ დროს ხარ გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი, ვინც შო­რი­დან უკე­თე­სად ხე­დავს იმ ჯანღს, რო­მე­ლიც ჩა­მოს­წო­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვენ­თ­ვის, ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო იმე­დის სხი­ვია, რომ ოდეს­მე მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავ­ბ­რუნ­დეთ ისეთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, სა­დაც ყვე­ლა, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გა­აზ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით, გა­ა­კე­თებს იმ საქ­მეს ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის, რაც კარ­გად იცის და გა­მოს­დის.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები