15 ივნისი, შაბათი, 2024

სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­დი­ვი­დის პო­ტენ­ცი­ა­ლის გახ­ს­ნი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის­თ­ვის

spot_img
თა­მარ დევ­და­რი­ა­ნი
სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის – ტურ­ცხი­სა და კო­თე­ლი­ის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გი

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ფორ­მა­ლუ­რი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მი­სი ამო­ცა­ნაც, უმე­ტე­სად, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის (ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის) სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, მათ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო უნა­რი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­წო­დე­ბა, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში ინ­დი­ვი­დის პო­ტენ­ცი­ა­ლის გახ­ს­ნა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბაა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა იძ­ლე­ვა არა მხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ ისეთ უნა­რებს, რაც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად: კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბი ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბას და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. არას­რულ­წ­ლო­ვან­თა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აფა­სებს არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ცოდ­ნას და, ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და უნა­რებს ავი­თა­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში (ბა­ღი, სკო­ლა, პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლი) შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც, ავი­თა­რებს რა ისეთ უნა­რებს, რაც ფორ­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მოს­წ­რე­ბას ეხ­მა­რე­ბა. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი, ში­და მო­ტი­ვა­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მო­ტი­ვა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბა, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და ბევ­რი სხვა მსგავ­სი უნა­რი დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მო­ზარ­დის უკეთ ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა ინ­დი­ვი­დი­სათ­ვის ისე­თი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა, რო­გორ­საც ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ვერ მი­ი­ღებს იმ მო­ცუ­ლო­ბით, რაც ინ­დი­ვიდს სჭირ­დე­ბა.

პი­რა­დად მე, ისე რო­გორც მრა­ვა­ლი ჩე­მი კო­ლე­გა, ხში­რად მივ­მარ­თავ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბებს და ყო­ველ ჯერ­ზე ვრწმუნ­დე­ბი, რომ მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. თით­ქოს ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ბო­ლო დროს ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ეს არის ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მა, უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი­თა და ნი­უ­ან­სით.

სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ მინ­და გი­ამ­ბოთ, თუმ­ცა მა­ნამ­დე მინ­და გითხ­რათ, სა­ი­დან გა­მიჩ­ნ­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის იდეა.

2023 წლის მარ­ტ­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჩა­ტარ­და ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით პე­და­გო­გე­ბი  სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან. ჩემ­თ­ვის ეს იყო უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი არ იყო ჩემ­თ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვ­ლა, მაგ­რამ მა­ინც სა­ოც­რად და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. ერ­თა­დერ­თი რამ, რა­ზეც ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი, გახ­ლ­დათ ის, რომ ეს იყო მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცია და მე ვერ შევ­ძე­ლი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის წაყ­ვა­ნა, რად­გან ახალ­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი­დან საკ­მა­ოდ შორ­საა და ჩემს პა­ტა­რა შვი­ლებ­თან (1 წლის და 3 წლის) ერ­თად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო კი­დევ მოს­წავ­ლის წაყ­ვა­ნა.

ამას გარ­და, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გვაქვს მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის პე­და­გო­გებს, რაც სამ­წუ­ხა­როდ ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბათ ხოლ­მე მა­ვანთ. აუცი­ლებ­ლად მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და არა მარ­ტო ჩე­მი. ძა­ლი­ან ცუ­დი ფაქ­ტია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, გათ­ვ­ლი­ლი და აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია თბი­ლი­სი­სა და სხვა დი­დი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლებ­სა და პე­და­გო­გებ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის წინ თა­ვად მქონ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა – სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, არ ვა­სა­ხე­ლებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა კი იმ­სა­ხუ­რებს სა­ჯა­რო კრი­ტი­კას, იმის გა­მო, რომ რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი ჰყავ­დათ მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი, ფორ­მა­ლუ­რად იდო ფე­ის­ბუქ­ზე ინ­ფორ­მა­ცია და მსურ­ვე­ლებს მსმე­ნე­ლე­ბად ჩას­ვ­ლას გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ ახალ­ქა­ლა­ქი­დან და ამა­შიც ფუ­ლი უნ­და გა­დაგ­ვე­ხა­და. ძა­ლი­ან დი­დი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნ­და, არ შე­იძ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და­ემ­ს­გავ­სოს „ბა­ზარს“, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. სა­ბო­ლო­ოდ, ეს იწ­ვევს იმედ­გაც­რუ­ე­ბას, უიმე­დო­ბა­სა და აგ­რე­სი­ას, ასე­ვე მუდ­მივ სტრესს პე­და­გო­გებ­ში, უთა­ნას­წო­რო­ბის გან­ც­დას, შემ­დეგ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პე­და­გო­გე­ბის­გან ითხო­ვენ გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას… დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვ­ლე­ბა, სკო­ლა­სა და მას­წავ­ლე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი და რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია.

ისევ მინ­და და­ვუბ­რუნ­დე მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებს. აუცი­ლე­ბე­ლია ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ პე­და­გო­გე­ბის რო­ლი ისეთ რე­გი­ონ­ში, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია და ისიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი, იმ­დე­ნად მცი­რე, რომ რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ სკო­ლას და­ხურ­ვის საფ­რ­თხეც კი ემუქ­რე­ბა. მე­ო­რე მხა­რეს კი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მო­მავ­ლის გან­საზღ­ვ­რა და პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა ჩვენ გვე­ვა­ლე­ბა. ასე­ვე, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ხელ­შეწყო­ბაც ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბად გა­ვი­ხა­დეთ. ამას­თან ერ­თად, ყო­ველ­თ­ვის ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც. ამ რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­სა­ბა­ძი პე­და­გო­გი მოღ­ვა­წე­ობს, უამ­რა­ვი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე გვყავს, მა­გა­ლი­თად, ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ვა­ლე­რია ოგა­ნე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სიტეტ­ში სწავ­ლობს 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით. უამ­რა­ვი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვადას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. და კი­დევ რამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფაქ­ტი­სა და ღვაწ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა შე­მიძ­ლია ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი­დან… ამი­ტო­მაც მიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა – ნუ­თუ ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ არ უნ­და იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, დიდ­მა ქა­ლა­ქებ­მა, რო­გორ ცხოვ­რობს რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და რო­გორ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბებს აქა­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი? დიდ ქა­ლა­ქებ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მარ­ტო მსმე­ნე­ლე­ბად უნ­და გვიწ­ვევ­დ­ნენ და ამა­შიც ფუ­ლი უნ­და ვი­ხა­დოთ? ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მინ­და მივ­მარ­თო – ძვირ­ფა­სე­ბო! თბი­ლი­სი არ არის მთე­ლი საქ­არ­თ­ვე­ლო, თქვენს სკო­ლებს აქვთ საკ­მა­ოდ დი­დი რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყვე­ლა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ერ­თი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი და სკო­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, დროა სხვა სკო­ლებ­სა და რე­გი­ო­ნებ­საც მი­ხე­დოთ. და­მი­ჯე­რეთ, ნი­ჭით, მონ­დო­მე­ბი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბით არც ერ­თი ქა­ლა­ქის  არც ერთ სკო­ლას. უბ­რა­ლოდ, მე­ტი მხარ­და­ჭე­რა და მო­ტი­ვი­რე­ბა გვჭირ­დე­ბა. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, სვა­ნე­თი და მსგავ­სი რე­გი­ო­ნე­ბი თქვენ­თ­ვის მხო­ლოდ ლა­მაზ ბუ­ნე­ბას­თან და კარგ და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა და სკო­ლის პე­რი­ო­დი სვა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რე, მა­ში­ნაც არა­ფე­რი ხდე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო, სრუ­ლი ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა და სიბ­ნე­ლე იყო ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­­შა­ობ 10 წე­ლია, შე­და­რე­ბით პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა. მოკ­ლედ – აქ უნ­და იცხოვ­როთ და იმუ­შა­ოთ, რომ მიხ­ვ­დეთ რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევს არ­სე­ბო­ბა…

სწო­რედ ამ გუ­ლის­ტ­კი­ვილ­მა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, ჩვენ­სა­ვე რე­გი­ონ­ში და­მე­გეგ­მა   მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ბევრ ჩემს კო­ლე­გას მის­ცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა სხვე­ბის­თ­ვის თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ასე­ვე თა­ვა­დაც მი­ე­ღო სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც შემ­დეგ სა­კუ­თარ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

ვფიქ­რობ, კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მას­შ­ტა­ბუ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მო­ვი­და. გთა­ვა­ზობთ დე­ტა­ლურ აღ­წე­რას:

2023 წლის 31 მა­ისს, სსიპ თა­მაზ მე­ლი­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­თე­ლი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გახ­ლ­დით მე — სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის, ტურ­ცხი­სა და კო­თე­ლი­ის, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გი თა­მარ დევ­და­რი­ა­ნი და სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი შო­რე­ნა აკო­ფაშ­ვი­ლი. კონ­ფე­რენ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ანა კვი­ჟი­ნა­ძეს. კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა გახ­ლ­დათ „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს დღე გა­მორ­ჩე­უ­ლი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. კონ­ფე­რენ­ცია და­იწყო 11 სა­ათ­ზე და დას­რულ­და 16 სა­ათ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის: ტურ­ცხის, კო­თე­ლი­ის, და­დე­შის, ქ. ახალ­ქა­ლა­ქის №1, გო­გა­შე­ნის, იხ­ტი­ლის, ალა­თუ­მა­ნის, ბუ­ღა­შე­ნის, გო­მა­ნის, ვა­რე­ვა­ნის, დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 17 მას­წავ­ლე­ბე­ლი და 23 მოს­წავ­ლე, სა­ერ­თო ჯამ­ში, 40 მო­ნა­წი­ლე. გთა­ვა­ზობთ მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს: თა­მარ დევ­და­რი­ა­ნი, შო­რე­ნა აკო­ფაშ­ვი­ლი, იაგორ არა­ქე­ლი­ან, ფა­უს­ტი­ნა ალ­ბერ­ტი­ან, მე­ლა­ნია ამირ­შა­დი­ან, სა­ლო­მე ბოლ­ქ­ვა­ძე, ეთერ ნა­დი­რა­ძე, და­ლი ბოლ­ქ­ვა­ძე, მა­რი­ნე მა­ი­სუ­რა­ძე, მი­რან­და სა­ხამ­ბე­რი­ძე, ნი­ნე­ლი გო­გო­ლა­ძე, იამ­ზე მსხვი­ლი­ძე, ცი­რა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, გო­არ მარ­ტი­რო­სი­ან, ნუ­ნე სე­ვი­კი­ან, ეკა თა­თეშ­ვი­ლი, ხა­ტია მე­კო­კიშ­ვი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ხ­სე­ნე­ბელ პე­და­გოგ­თა და მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, კონ­ფე­რენ­ცია ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­დად­გ­მუ­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია. ყვე­ლა პრე­ზენ­ტა­ცია იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­უ­რი.

ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი­სა და ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი გა­მოს­ვ­ლა იყო მსგავს მას­შ­ტა­ბურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვეს თა­ვი ამო­ცა­ნას. დიდ სენ­სო­რულ ეკ­რან­ზე, ფო­ტო-ვი­დეო მა­სა­ლი­თა და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ვა­ლი სიტყ­ვით, კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სას­წავ­ლო მიზ­ნით და­გეგ­მილ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კით: გა­რე­მოს დაც­ვა, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია, სი­ღა­რი­ბის აღ­მოფხ­ვ­რა — სო­ცი­ა­ლუ­რი და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი და ბა­ნა­კე­ბი, ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღე­ბი, საკ­ლუ­ბო და წრე­ობ­რი­ვი მუ­შა­ო­ბე­ბი… და­უ­ვიწყა­რი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია ერთ-ერ­თი პე­და­გო­გის ვი­დე­ომ, სა­დაც ჩანს ქარ­თ­ვე­ლი, სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და აფხა­ზი მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ნაცხოვ­რე­ბა სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში, რო­გორ ას­წავ­ლიდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვებს. ამა­ზე უკეთ ვე­რა­ვინ გა­მო­ხა­ტავს კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის იდე­ას, რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი გლო­ბა­ლურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად და რა როლს ვას­რუ­ლებთ ამ საქ­მე­ში პე­და­გო­გე­ბი; ასე­ვე დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ვა­რე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლის, ქრის­ტი­ნე სა­ჰა­კი­ა­ნის მი­ერ დამ­ზა­დე­ბულ­მა ხელ­ნა­კეთ­მა ნივ­თებ­მა (მენ­ტო­რი პე­და­გო­გი — ნი­ნე­ლი გო­გო­ლა­ძე, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი): ბი­სე­რე­ბით/მძი­ვე­ბით აწყო­ბილ­მა ჩან­თებ­მა, სამ­კა­უ­ლებ­მა და სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აქ­სე­სუ­ა­რებ­მა.

მე კო­თე­ლი­ი­სა და ტურ­ცხის სკო­ლე­ბის პე­და­გო­გი ვარ, ორი­ვე­გან სას­კო­ლო კლუ­ბებს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ჩე­მი 6 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და: ნი­კა ხმა­ლა­ძე, მე­რაბ აჩე­ლაშ­ვი­ლი, ლი­ზი ფან­ჯა­ვი­ძე (მე-8 კლა­სი), მე­რუ­ჟან გუ­კა­სი­ა­ნი, რო­ბერტ ავე­ტი­სი­ა­ნი, ოვ­სეპ ავე­ტი­სი­ა­ნი (მე-11 კლა­სი). ჩვენ ორი­ვე სკო­ლის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ თა­ვად ვი­სა­უბ­რე, ხო­ლო შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ირ­გ­ვ­ლივ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში სრუ­ლად აისა­ხა პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის ყვე­ლა ეტა­პი, მათ შო­რის, თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბაც, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ექ­თ­ნე­ბის­თ­ვის და მშობ­ლე­ბის­თ­ვის ახალ­ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, მა­თი­ვე ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და­ბეჭ­დი­ლი და გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მად­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებს იმ კუთხი­თაც, რომ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლობს პე­და­გო­გებ­თან და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს მათ. ამ მხრივ, მაქვს პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა, რა­შიც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ჩე­მი გულ­წ­რ­ფე­ლი სურ­ვი­ლია, ასე­თი ჯგუ­ფე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უფ­რო მე­ტი იყოს ჩვენს რე­გი­ონ­ში და არა მარ­ტო.

მინ­და უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლებს, მი­ხა­რია, რომ თა­ვა­დაც წარ­მო­ვად­გენ პროგ­რა­მას ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ვიხ­სე­ნებ­დით ჩვენს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ამ რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში, რო­მე­ლიც 9-10 და მეტ წელს ით­ვ­ლის, ბევ­რი რამ ნოს­ტალ­გი­ით გა­ვიხ­სე­ნეთ, უფ­რო ბევ­რი კი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და თი­თო­ე­ულს სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა გვე­უფ­ლე­ბო­და სა­კუ­თა­რი და კო­ლე­გა კონ­სულ­ტან­ტე­ბის მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი­სას. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვილს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ელ­ჩე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი ვართ. ჩვე­ნი რო­ლი და მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ რე­გი­ო­ნე­ბი­სათ­ვის…

ასე რომ, ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცია ემო­ცი­ე­ბი­თა და და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე იყო, სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ტრა­დი­ცი­ის სა­ხე მი­ი­ღოს. ამ კუთხით კი, უფ­რო მე­ტი მხარ­და­ჭე­რა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა უნ­და გა­მო­ი­ხა­ტოს შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან. ჩე­მი უდი­დე­სი სურ­ვი­ლია, ასე­ვე, რომ ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც გვქონ­დეს ისე­თი დი­დი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი, რო­გო­რიც კო­თე­ლი­ის სკო­ლა­ში გვაქვს. ტურ­ცხის სკო­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რია, ამი­ტომ ჩვენ ეს ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­დე­ბი­თი მუხ­ტით, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი დავ­ბ­რუნ­დით სახ­ლებ­ში, ჩვენს მო­სწავ­ლე­ებ­თან ერ­თად. მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას და მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები