„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის 🖍„დაწერე ესე“ ფინალისტები ცნობილია. საკონკურსო ჟიურიმ, პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების 60 ნაშრომიდან, ათი საუკეთესო შეარჩია.
🔶ჟიურის მიერ გამოვლენილი ათი საუკეთესო ესე ხვალიდან, 4 ნოემბრიდან, აიტვირთება „ახალი განათლების“ ვებგვერდზე – www.akhaliganatleba.ge.
კონკურსის პირობების თანახმად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
🖍ჟიურის რჩეული, 🖍„ახალი განათლების“ 🖍 რჩეული და 🖍 მკითხველის რჩეული, რომელიც ხმის მიცემით შეირჩევა.
ხუთი კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, გახსნათ თქვენი რჩეული ესე და მოიწონოთ (დაითვლება მხოლოდ ვებგვერდის მოწონებები).
🔶 ჟიურის რჩეული – მიიღებს 300 ლარს;
🔶 ვებგვერდის რჩეული – 200 ლარს;
🔶„ახალი განათლების“ რჩეული – 150 ლარს.
საპრიზო ფონდს უზრუნველყოფს კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის №53 და №54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახაბერ გაბუჩია.
გარდა ამ ნომინაციებისა, სპეციალური პრიზები დააწესეს გამომცემლობებმა: „ინტელექტი“ და „აგორა“.
კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას 14 დეკემბერს გამოვაცხადებთ.
„დაწერე ესეს“ ფინალისტები:
- ანა აბულაძე
- მარიამ გუგუნაშვილი
- სესილი ერაგია
- ანი ზაქაშვილი
- ლუკა მერებაშვილი
- გურამ ფედოროვი
- ნათია ქაროსანიძე
- მარიამ შარმაზანაშვილი
- მარიამ ჩაჩანიძე
- ხატია ხოჯანაშვილი
🖍 კონკურსის პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნოველა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს.
🖍 საუკეთესო ათეულის წევრებს „ახალი განათლება“ ციფრული სერტიფიკატებით დააჯილდოვებს.
🖍 ნაშრომებს 15 დეკემბრის ნომერში გამოვაქვეყნებთ.