23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

spot_img

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებასა და მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გაეცნო. მან მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ადგილებზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გრძელდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაასრულონ: „ორი კვირაა დარჩენილი სსწავლო წლის დასრულებამდე, გრძელდება როგორც მონიტორინგის პროცესი, ასევე მასწავლებლების ტესტირება. მოვინახულეთ სკოლები, პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და გვაქვს მაღალი მოლოდინი იმის, რომ სასწავლო წელს დავასრულებთ საკლასო ოთახებში.“

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მე-9 სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით უტარდებათ. ამასთან, სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.

„გვაქვს ყოველდღიური მონიტორინგი როგორც შიდა, აგრეთვე გარე. ვაქცევთ ყურადღებას ყველა იმ ნორმებს, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი და მთლიანად სკოლა ორიენტირებულია, რომ მოსწავლემ თავი იგრძნოს კომფორტულად, კეთილგანწყობილად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.“ – ამბობს №198 საჯაროს კოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები