23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სას­წავ­ლო წე­ლი კოვიდ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე

spot_img
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კი­დევ ერ­თი სას­წავ­ლო წე­ლი დას­რულ­და. მი­სი შე­ფა­სე­ბა, ალ­ბათ, უფ­რო ღრმა და მრა­ვალ­მ­ხ­რივ ანა­ლიზს მო­ითხოვს, თუმ­ცა, ცალ­კე­უ­ლი სკო­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე და პე­და­გოგ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეფა­სე­ბე­ბით, ვფიქ­რობთ, ზო­გა­დი სუ­რა­თის შექ­მ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე კითხ­ვით მივ­მარ­თეთ სო­ფიო გო­გო­ხი­ას (აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ქარ­თ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2020 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი) და მა­რი­ნე ვარ­თუ­მაშ­ვილს (გო­რის №12 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2020 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტი).

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ 2020-2021 სას­წავ­ლო წელს?

სო­ფიო: არ მინ­და უსი­ა­მოვ­ნოდ ინ­ტერ­ვი­უს დაწყე­ბა, მაგ­რამ უნ­და ით­ქ­ვას, ეს სას­წავ­ლო წე­ლი იყო რთუ­ლი, საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი. პან­დე­მი­ამ ისევ უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. მოს­წავ­ლე­ებს სახ­ლ­შიც, სკო­ლა­შიც, ყველ­გან — ხვდე­ბო­დათ გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლას რა­ღა­ცის ეში­ნია, ბევ­რი რამ იკ­რ­ძა­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან დამ­თრ­გუნ­ვე­ლია და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უნ­და ის­წავ­ლონ, ჰქონ­დეთ გან­წყო­ბა, იყონ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, ამას ითხო­ვენ მათ­გან. და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ ეს დი­დებ­საც გვი­ჭირს და მოს­წავ­ლე­ებს — მით უფ­რო. გარ­და ამი­სა, 2019-20 სას­წავ­ლო წლის და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა­საც ვცდი­ლობ­დით სხვა­დას­ხ­ვა გზით, რამ­დე­ნა­დაც პან­დე­მია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და და ესეც და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლეს ქმნი­და.

მა­რი­ნე: მი­უ­ხე­და­ვად გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, 2020-2021 სას­წავ­ლო წელს და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ­დი. წი­ნა სას­წავ­ლო წელ­თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ეპი­დე­მი­ი­სა, თით­ქოს უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და, უფ­რო შე­გუ­ე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით იმ რე­ჟიმს, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ­დით. ეპი­დე­მი­ის და­საწყი­სი უფ­რო რთუ­ლი იყო და გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც ახ­ლ­და.

 

შე­ძე­ლით თუ არა სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბა?

სო­ფიო: დას­წ­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბო­და ეს თუ ონ­ლა­ინ ­რე­ჟიმ­ში, დი­ახ, ჩვენ შევ­ძე­ლით პროგ­რა­მის გავ­ლა, რაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მეტ­წი­ლად საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გარ­და ამი­სა, და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და საკ­ლუ­ბო შეხ­ვედ­რე­ბიც ამ პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. რთუ­ლია, მაგ­რამ უნ­და ვე­ცა­დოთ.

მა­რი­ნე: პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის ათ­ვი­სე­ბა შევ­ძე­ლით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. მო­მი­წია თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რული გეგ­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თუ გყავ­დათ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა თვი­თონ აირ­ჩი­ეს? თუ კი, რა სხვა­ო­ბაა მათ­სა და იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის შედ­ეგებს შო­რის, რომ­ლე­ბიც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ სწავ­ლას?

სო­ფიო: 2019-2020 სას­წავ­ლო წლის გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ და მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ყოფ­ნი­სა და სწავ­ლის ფა­სი, ასე­თი სურ­ვი­ლი, ონ­ლა­ინ ეს­წავ­ლათ მა­შინ, რო­ცა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე არ იყო სკო­ლა გა­და­სუ­ლი, არა­ვის გა­მო­უთ­ქ­ვამს. გარ­და პან­დე­მი­ის შემ­თხ­ვე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლი­სა, დიდ უმე­ტე­სო­ბას ერ­ჩივ­ნა სკო­ლა­ში მო­სუ­ლი­ყო. იყო დღე­ე­ბი, რო­ცა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და და მა­შინ ნა­წილ­მა, სიფ­რ­თხი­ლი­სა და ში­შის გა­მო, სახ­ლ­ში არ­ჩია ყოფ­ნა. ონ­ლა­ინ­ მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა მათ­თ­ვი­საც, რა თქმა უნ­და, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო.

მა­რი­ნე: ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი თით­ქ­მის ყვე­ლა კლას­ში მყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მე-8, მე-10, მე-11 კლა­სებ­ში. ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ი­ყე­ნეს და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი ჰქონ­და, რად­გან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი არ გაც­დე­ნი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­ო­ბას, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლის სწავ­ლა­ში გა­წაფ­ვას კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ში, თუმ­ცა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში უფ­რო მარ­ტი­ვია.

რას გეგ­მავთ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა, თუ გაქვთ მა­თი სა­ჭი­როე­ბე­ბი გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი და რო­გორ აპი­რებთ ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას?

სო­ფიო: რო­ცა სკო­ლა დად­გა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, გა­დაწყ­და, რომ და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დით და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს, საკ­ლუ­ბო შეხ­ვედ­რებს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გვეხ­მა­რე­ბა. აგ­რეთ­ვე, უკ­ვე და­გეგ­მი­ლი გვაქვს სა­ზაფხუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობთ, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ხარ­ვე­ზე­ბის შევ­სე­ბა­ში.

მა­რი­ნე: 2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი რე­გი­ო­ნებ­ში ნა­წი­ლობ­რივ ონ­ლა­ინ წა­რი­მარ­თა, ნა­წი­ლობ­რივ – პი­რის­პირ. მოს­წავ­ლე­ებ­ი, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ონ­ლა­ინ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა, აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას.

რო­გორ შე­ა­ფა­სეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში და უფიქ­სირ­დე­ბათ გაც­დე­ნე­ბი?

სო­ფიო: მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს ვერ ეს­წ­რე­ბოდ­ნენ არა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბი­სას, არა­მედ დას­წ­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დრო­საც, რად­გან მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი უფ­რ­თხო­და შვი­ლის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბას, ინ­ფი­ცი­რე­ბის და უფ­რო მე­ტად ინ­ფექ­ცი­ის ოჯა­ხის უხუ­ცე­სი წევ­რის­თ­ვის გა­და­დე­ბის ში­შით. სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე გაც­დე­ნა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ირ კვალს ტო­ვებს, დაწყე­ბით კლა­სებ­ში ეს სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე — გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად. თუმ­ცა, გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვათ, ამ მოს­წავ­ლე­ებს ბევ­რი რამ და­აკ­ლ­დათ და აუცი­ლე­ბე­ლია ამ და­ნაკ­ლი­სის აღ­მოფხ­ვ­რა სხვა­დას­ხ­ვა გზით. გარ­და და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა, ჩვენს სკო­ლა­ში ე.წ. არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­მო­ვი­ყე­ნებთ და კლუბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, შე­ვავ­სოთ და­ნაკ­ლი­სი.

მა­რი­ნე: გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ექ­ს­ტ­ერ­ნის გა­მოც­დე­ბით შეძ­ლე­ბენ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის დაძ­ლე­ვას და შე­სა­ბა­მი­სად შე­ფას­დე­ბი­ან.

ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ სას­წავ­ლო წელს გა­მო­იკ­ვე­თა?

სო­ფიო: ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ბევ­რი რა­მის ცოდ­ნა გვჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის“ დახ­მა­რე­ბით, ჩა­ვა­ტა­რეთ სამ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბისთვის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, რაც საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ გა­მო­იკ­ვე­თა ციფ­რუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბის უქონ­ლო­ბის პრობ­ლე­მა, ტე­ლე­ფო­ნი არ იყო საკ­მა­რი­სი და ვე­ცა­დეთ, მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა სხვა­დას­ხ­ვა გზით, ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ამის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ონ­ლა­ინ­ ტ­რე­ნინ­გე­ბი  სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გაგ­რ­ძე­ლე­ბა ისევ CSRDG-ის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ,  გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და ვებ­დე­ვე­ლოპ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ისევ დავ­დე­ქით იმ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს არ აღ­მო­აჩ­ნ­დათ მსგავ­სი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ ტრე­ნინ­გის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.  სა­ერ­თო­დაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­რექ­ცი­ას არა­სო­დეს და­უ­ხე­ვია უკან, რო­ცა რა­ღაც გვჭირ­დე­ბა და შე­უძ­ლია, ბევ­რი რა­მის შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ აქვს სკო­ლას და რე­სურ­სე­ბის  უქონ­ლო­ბა რჩე­ბა ისევ პრობ­ლე­მად.  გარ­და ამი­სა, მე, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხში­რად ვდგე­ბი იმ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რომ მრა­ვალ­რიცხო­ვან კლას­ში არ არის საკ­მა­რი­სი სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან (სა­კუ­თა­რი­და­ნაც) წა­მო­ღე­ბუ­ლი ორი ან სა­მი ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი, და­მა­ტე­ბით სა­კითხა­ვად, მჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პ­ლა­რი, გვჭირ­დე­ბა  საზღ­ვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რის დამ­ხ­მა­რე სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ექ­ნე­ბა. რთუ­ლია ამ­დე­ნი რა­მის ამო­ბეჭ­დ­ვა ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­თი­თა­ოდ და ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლიც, არა­და, სა­ჭი­როა. ამ პრობ­ლე­მას მუდ­მი­ვად ვაწყ­დე­ბი, ვცდი­ლობ, მო­ვი­პო­ვო, ვი­შო­ვო, ბუ­კი­ნის­ტებ­თან შე­ვი­ძი­ნო, მაგ­რამ რთუ­ლია, რად­გან ბევ­რი მჭირ­დე­ბა.  შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ეს პრობ­ლე­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ ეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ მერ­წ­მუ­ნეთ, ასე არ არის.

მა­რი­ნე: მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სკო­ლებ­ში, ძლი­ე­რი ინ­ტერ­ნე­ტი და გა­მარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

გქონ­დათ თუ არა რე­სურ­სი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის?

სო­ფიო: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რამ გა­კეთ­და,  ვე­ცა­დეთ, მო­ვი­ძი­ეთ, ავაწყ­ვეთ, შე­ვაგ­რო­ვეთ, ვითხო­ვეთ, რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ამ სას­წავ­ლო წელ­საც, რა თქმა უნ­და, იყო. თი­თო-ორო­ლა და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე მო­ძი­ე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­სა  და ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა ვერ აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მას ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სთ­ვის. დი­დი ნა­წი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის გა­რე­შე რჩე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ტე­ლე­ფო­ნი  სას­წავ­ლო რე­სურ­სი არ არის, აგ­რეთ­ვე, იმ ოჯა­ხებ­ში, რომ­ლებ­შიც ორი ან სა­მი მოს­წავ­ლეა, ერ­თი მოწყო­ბი­ლო­ბის ქო­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. ერ­თი სიტყ­ვით, უამ­რა­ვი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. და ასე­ვე ისიც, რომ პან­დე­მი­ამ თა­ვი დღეს­ვე რომ დაგ­ვა­ნე­ბოს, ონ­ლა­ინ­ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა, ონ­ლა­ი­ნ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ფლო­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უფ­რო მე­ტად და მე­ტად დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა ყვე­ლას, მოს­წავ­ლე­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა დღის წეს­რი­გი­დან არ უნ­და მო­იხ­ს­ნას, რო­გორც ახ­ლა უყ­ვართ თქმა.

მა­რი­ნე: ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე მქონ­და, რად­გან თა­ვა­დაც ვქმნი­დი რე­სურ­სებს და ჩე­მი საგ­ნის, გე­ოგ­რა­ფი­ის, სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში საკ­მა­ოდ კარ­გი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები