19 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორი­ენ­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

spot_img

ირმა გრიგალაშვილი – ფი­ლო­ლო­გი, სსიპ თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­ფუძ­ნე­ბას ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ურ ორი­ენ­ტი­რებ­ზე. გრძელ­ვა­დი­ან მი­ზან­თა მი­საღ­წე­ვად სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იყო­ფა შუ­ა­ლე­დურ სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბად. თუ­კი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, შუ­ა­ლე­დურ სას­წავ­ლო მიზ­ნებს გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლა/მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნის სტრუქ­ტუ­რა შემ­დეგ­ნა­ი­რია: 1. მოს­წავ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­სა; 2. სა­კითხი, რო­მელ­საც ეხე­ბა და­ვა­ლე­ბა; 3. სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი (გზამ­კ­ვ­ლე­ვი მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის მი­ხედ­ვით, 2022).

ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პი­ლო­ტი­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში დაგ­როვ­და გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ცნე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სა, არა­ერ­თი სა­გ­ნი­სათ­ვის შე­იქ­მ­ნა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კი. შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი გა­წე­რი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია თე­მა­ტურ მატ­რი­ცებ­ში, რომ­ლე­ბიც მზა სა­ხით ახ­ლავს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. მათ ერ­თ­გ­ვა­რი სა­რე­კო­მენ­და­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვთ. მას­წავ­ლე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­დაქ­მ­ნას კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­თა მატ­რი­ცე­ბი თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბის, ინ­ტე­რე­სი­სა თუ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სწო­რედ ესაა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თი ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტი. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცესს და მი­მარ­თავს გარ­კ­ვე­ულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს, რომ­ლი­თაც მათ ეხ­მა­რე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. წე­რილ­ში აღ­ვ­წერ ჩემ მი­ერ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთ მა­გა­ლითს, ვუჩ­ვე­ნებ მკითხ­ველს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა მზა სა­ხით შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ თე­მა­ტურ მატ­რი­ცა­ში შე­ი­ტა­ნოს გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მო­არ­გოს ის თა­ვი­სი კლა­სის, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ერთ-ერ­თი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის („ის­ტო­რი­ის გზა­გა­სა­ყარ­ზე“) შეს­წავ­ლი­სას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა – ანა­ლი­ტი­კუ­რი ესე. ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­მის „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“ შეს­წავ­ლის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბით უნ­და წარ­მო­ედ­გი­ნათ შემ­დე­გი სა­კითხი: რას ფიქ­რობს პო­ე­მის ავ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სა­კითხ­ზე. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და­ვეყ­რ­დე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სწავ­ლა­ნის“ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­მენ­ტ­ში ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ­ჯე­რა­დაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მატ­რი­ცა მო­ვარ­გე მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს და ამ­დე­ნად, შე­ვი­ტა­ნე მას­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

➡️ და­ვა­მა­ტე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის და­მუ­შა­ვე­ბი­სას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ერეკ­ლე II-ის მოღ­ვა­წე­ობ­ზე. მათ ძა­ლი­ან ცო­ტა რამ ახ­სოვ­დათ XVIII სა­უ­კუ­ნე­ზე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პე­რი­ოდ­ზე, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, სას­წავ­ლო რე­სურ­სად და­მე­მა­ტე­ბი­ნა თო­მა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლის მხატ­ვ­რულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი – ერეკ­ლე II. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის და­მა­ტე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლის სტი­ლი აქვთ. ჩემს კლას­ში არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც მე­ტად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სმე­ნი­თი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი სწავ­ლის სტი­ლი, ამი­ტომ მათ ხში­რად სჭირ­დე­ბათ სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი. ფილ­მი დაგ­ვეხ­მა­რა არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, არა­მედ აღ­ძ­რა დი­დი ინ­ტე­რე­სი და ენ­თუ­ზი­ას­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­კითხის მი­მართ.

მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქის ანა­ლიზს, მე­ტი სიცხა­დის­თ­ვის, და­ვუ­მა­ტე ერთ-ერ­თი თა­ვი („სა­ით?“) წიგ­ნი­დან „ერეკ­ლე მე­ო­რე“ — ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე­ე­ბი, ტო­მი IX. ნა­წარ­მო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა ინ­ტე­რე­სი ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის, სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძის, მი­მართ. ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ებს გა­უჩ­ნ­დათ შე­კითხ­ვა, გარ­და სო­ლო­მო­ნი­სა, ქარ­თ­ველ დი­დე­ბუ­ლებს შო­რის, თუ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ვინ­მე, ვინც ბო­ლომ­დე არ იზი­ა­რებ­და მე­ფის პო­ზი­ცი­ას. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მოს­წავ­ლე­ებს მო­ვუთხ­რე სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძი­სა და მზე­ჭა­ბუკ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნა­ხა­ვად გა­ვუ­ზი­ა­რე პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნის ბმუ­ლი.

➡️და­ვა­მა­ტე კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მატ­რი­ცის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს ევა­ლე­ბო­დათ ტექ­ს­ტ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძი­ებ­ლად, კერ­ძოდ, უნ­და გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ, რა მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და წინ პო­ე­მის შექ­მ­ნას და რე­ა­ლუ­რად მომ­ხ­და­რი რო­მე­ლი ფაქ­ტი წარ­მოჩ­ნ­და ნა­წარ­მო­ებ­ში შეც­ვ­ლი­ლი სა­ხით. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის ამ ნა­წილ­ში და­ვა­მა­ტე აქ­ტი­ვო­ბა კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მის შევ­სე­ბა – კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის მი­ხედ­ვით ერთ-ერ­თი მი­თი­თე­ბაა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბა. მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ნა­წევ­რე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვეთ ორ­გ­რა­ფი­ა­ნი სქე­მა და თვალ­სა­ჩი­ნოდ ჩა­მოვ­წე­რეთ ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის ქრო­ნო­ლო­გია:

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეხ­მა­რე­ბა ისეთ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ სწავ­ლის ტაქ­ტი­ლუ­რი სტი­ლი, მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დი­აგ­რა­მე­ბის შევ­სე­ბა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა.

რო­დე­საც და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა თხზუ­ლე­ბის სამ­ნა­წი­ლი­ან სტრუქ­ტუ­რა­ზე, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოკ­ვე­თა უკა­ნას­კ­ნელ­მა შე­მა­ჯა­მე­ბელ­მა და­ვა­ლე­ბამ.

ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს გა­უ­ჭირ­და და­ეც­ვა ესეს ტი­პის თხზუ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ლო­გი­კუ­რად გა­მო­ე­ყო აბ­ზა­ცე­ბი. ამი­ტომ კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­ა­რეთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს სტრუქ­ტუ­რა სა­თა­ნა­დო თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით. ასე­ვე, მივ­მარ­თე წინ­მ­ს­წ­რებ მე­ტა­კოგ­ნი­ტურ პა­უ­ზას, ვი­ფიქ­რეთ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­და­სად­გ­მელ ნა­ბი­ჯებ­ზე და, მოს­წავ­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ვად­გი­ნეთ თხზუ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, თხზუ­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ხა­ზის შექ­მ­ნი­სა და წარ­დ­გე­ნის შემ­დ­გომ, შე­ვე­ცა­დე მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მეკ­ვირ­ვე­ბი­ნა თა­ვი­ან­თი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე, მათ უპა­სუ­ხეს შემ­დეგ პუნ­ქ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შედ­გე­ნილ კითხ­ვარს: რა გა­მი­ჭირ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად წე­რის პრო­ცეს­ში და რა­ტომ? რა აღ­მოჩ­ნ­და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და რა­ტომ? რა გა­მო­მი­ვი­და ყვე­ლა­ზე კარ­გად და რა­ტომ? რა მჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ დავ­ძ­ლიო სირ­თუ­ლე? კითხ­ვა­რი და­მეხ­მა­რა, ერ­თი მხრივ, პრო­ცე­სის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, მიჩ­ვე­ნა გზა, რა ტი­პის დახ­მა­რე­ბა უნ­და გა­მე­წია მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის წარ­დ­გე­ნამ­დე, და­ვა­მა­ტე კი­დევ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა – მუ­შა­ო­ბა თხზუ­ლე­ბის დახ­ვე­წა­ზე. რო­გორც უკა­ნას­კ­ნელ­მა შე­მა­ჯა­მე­ბელ­მა სა­მუ­შა­ო­მაც გა­მოკ­ვე­თა, მოს­წავ­ლე­ებს, თა­ვი­ან­თი აზ­რე­ბი­სა და იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, აფერ­ხებ­დათ ესეს ტი­პის თხზუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ლექ­სი­კურ-ფრა­ზე­ო­ლო­გი­უ­რი მა­რა­გის სიმ­წი­რე. ამ­დე­ნად, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ერ­თი მხრივ, გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა მათ­თ­ვის არ­გუ­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მე­თო­დე­ბი (ცი­ტი­რე­ბა და პე­რიფ­რა­ზი), ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ენობ­რი­ვი კლი­შე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც მი­მარ­თავ­დ­ნენ წე­რის პრო­ცეს­ში.

თხზუ­ლე­ბის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის წარ­სად­გე­ნად მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცათ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ შე­ეძ­ლოთ, შე­ექ­მ­ნათ ესე რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ასე­ვე ხელ­ნა­წე­რის სა­ხით. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უკა­ნას­კ­ნე­ლი აქ­ტი­ვო­ბა მო­ი­აზ­რებს კი­დევ ერთ მე­ტა­კოგ­ნი­ტურ პა­უ­ზას. და­ვა­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა კი­დევ ერ­თხელ შე­ა­ფა­სეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, გა­იხ­სე­ნეს და აღ­წე­რეს გან­ვ­ლი­ლი გზა: რა გა­ა­კე­თეს, რის შემ­დეგ? რა ხერ­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს მუ­შა­ო­ბი­სას? რა გა­უ­ჭირ­დათ ან რა გა­უ­ად­ვილ­დათ? უპა­სუ­ხეს მთა­ვარ კითხ­ვას, თუ რას შეც­ვ­ლიდ­ნენ, თუ­კი მი­ე­ცე­მო­დათ სა­მუ­შა­ოს თა­ვი­დან შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

➡️ პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა

ზე­მოთ უკ­ვე აღ­ვ­წე­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა, თვალ­ყუ­რი მე­დევ­ნე­ბი­ნა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის (წინ­მ­ს­წ­რე­ბი მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა და თვით­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლის გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი კითხ­ვა­რი). და­ვა­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცი სიტყ­ვი­ე­რი უკუ­კავ­ში­რი – გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი შე­ვა­ფა­სე „მიღ­წე­ვა­თა ტაქ­სო­ნო­მი­ა­ზე“ დაყ­რ­დ­ნო­ბით.

ამას გარ­და, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­მა ანა­ლიზ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, გა­მო­მეკ­ვე­თა, ერ­თი მხრივ, მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ – ახა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

➡️ შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბი

გა­მო­იკ­ვე­თა, რომ შერ­ჩე­უ­ლი ოთხი სა­მიზ­ნე ცნე­ბი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­მუ­შავ­და სა­მი: კომ­პო­ზი­ცია, ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კონ­ტექ­ს­ტი, ხო­ლო შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად – მე­ოთხე: სტრა­ტე­გი­ე­ბი (კერ­ძოდ, მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი). მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ: კომ­პო­ზი­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბის ამოც­ნო­ბა, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­მარ­თე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა; კომ­პო­ზი­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბი­სა თუ სპე­ცი­ფი­კუ­რი ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნი­სას; კონ­ტექ­ს­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სათ­ვის. მოს­წავ­ლე­ე­ბის პროგ­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩ­ნე­ვია კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. კომ­პ­ლექ­სუ­რამ­დე ჩა­ტა­რე­ბულ შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­ში ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს გა­უ­ჭირ­და მსჯე­ლო­ბა­ში სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რის დაც­ვა, მათ ნაშ­რო­მებ­ში აბ­ზა­ცე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი იყო ლო­გი­კურ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას. მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს ხარ­ვე­ზი აღ­მოფხ­ვ­რეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ ასე­ვე დახ­ვე­წეს კულ­ტუ­რა არ­გუ­მენ­ტე­ბის და­მოწ­მე­ბი­სა, ჩარ­თეს მსჯე­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­ში მა­თი გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა ზო­გი მოს­წავ­ლის­თ­ვის ერ­თ­გ­ვარ ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენ­და ცოდ­ნი­სა და იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის. ამ­ჯე­რად, მათ ეს ბა­რი­ე­რიც დაძ­ლი­ეს მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით. ვფიქ­რობ, პროგ­რე­სი გა­ნა­პი­რო­ბა თე­მა­ტურ მატ­რი­ცა­ში მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მა­ტე­ბამ. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მატ­რი­ცის ჩე­მე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ვა­ცა­ნი საგ­ნობ­რივ კა­თედ­რას და ავუხ­სე­ნი, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ ცვლი­ლე­ბებ­მა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს რეფ­ლექ­სი­ი­სა და შე­ფა­სე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე და­ვი­ნა­ხე, რომ ამ­გ­ვა­რი ცვლი­ლე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის­თ­ვის.

ლი­ტე­რა­ტუ­რა

გზამ­კ­ვ­ლე­ვი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­გა­ნი — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2022 — https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2022/09/%E1%8­3%­A5%­E1­%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%­83%96%E1%83%9D.pdf

ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, IX კლა­სი, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, ნი­ნო ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, მა­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი, სწავ­ლა­ნი, თბი­ლი­სი, 2021 —

https://www.stavlani.ge/cms/upload/pdf/9046f242f1eaffb24924fce48aee5cdd.pdf?v=22

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები