16 თებერვალი, კვირა, 2025

სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება – ერთი სასწავლო რესურსის შექმნის საფუძველი

spot_imgspot_img

მას შემდეგ, რაც მე-3 კლასის მოსწავლეებს გაუძნელდათ სიტყვის დამარცვლის დასწავლა, დავინტერესდი, ამ მხრივ როგორი მდგომარეობა იყო სხვა კლასებში, რომლებსაც ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისას მათი ნამუშევრების ფოკუსირებულად ამ კუთხითაც შემოწმებამ დამრთგუნა – ისინი ვერ ახერხებდნენ სიტყვების სტრიქონიდან სტრიქონზე  სწორად გადატანას და გადაჰქონდათ სრულიად ქაოტურად, მე კი ეს პრობლემა გამომპარვოდა. პირველი ჩემი მოქმედება იყო ის, რომ ამ საკითხის შესწავლას დავუთმე დამატებითი საგაკვეთილო საათები (კვირაში, დამატებით, ერთი საათი, ერთი თვის განმავლობაში – სულ ოთხი საათი). მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც სწავლის ამა თუ იმ სტილის მქონე მოსწავლეებს გაუადვილებდა ან ხელს შეუწყობდა მაინც, შეესწავლათ სიტყვების დამარცვლა-გადატანის წესები და მისცემდა შესაძლებლობას, თავადვე შეეფასებინათ თავიანთი ცოდნა. მოკლედ, რესურსი, რომელსაც გიზიარებთ კოლეგებს, შექმნილია სწავლების პროცესზე დაკვირვებისა და მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების საფუძველზე. მასში გათვალისწინებულია სწავლის სამივე სტილი: ვიზუალური (რესურსში საკვანძო საკითხები გამოყოფილია თვალსაჩინოდ); აუდისტური ანუ სმენითი (რესურსი გახმოვანებულია); კინესთეტიკური, ანუ სწავლა კეთებით (რესურსი წარმოდგენილია პაზლების სახითაც). ის მოსწავლეებს აძლევს თვითრეფლექსიის საშუალებას (ერთვის ქვიზი). გათვალისწინებულია, ასევე, მოსწავლეთა ასაკი (ფაზლები დააინტერესებთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს) და დაცულია პრინციპი „მარტივიდან რთულისაკენ“ (სამი პაზლიდან ორი მარტივად ასაწყობია, მესამე კი – შედარებით რთულად).

ჩემი შეფასებით, წარმოდგენილი სასწავლო რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და მოსწავლეთა ფოკუსირებული (ასაკობრივი) ჯგუფის თავისებურებებს; ის შექმნილია ჩემ მიერ და არ წარმოადგენს პლაგიატს; რესურსის გამოყენების არეალს წარმოადგენს როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და ქართული ენის მართლწერის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი. მისი მოდიფიცირება არ წარმოადგენს სირთულეს (გთავაზობთ მოდიფიცირებულ ვარიანტსაც).

♦ მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება და ანალიზი:

1.https://docs.google.com/document/d/1Pk30aSlgBax2jjBaUhafZDPzhIzOA-Dp/edit?usp=sharing&ouid=111156740269731445894&rtpof=true&sd=true

2.https://docs.google.com/document/d/1XEEGdD_0UpBqeAY6qbXwZjIFLHmy_ZkH/edit?usp=sharing&ouid=111156740269731445894&rtpof=true&sd=true

3.https://docs.google.com/document/d/1zsp8uLZ_ISnviHisW_tEnxwYZlPf0HyX/edit?usp=sharing&ouid=111156740269731445894&rtpof=true&sd=true

4.https://docs.google.com/document/d/1vyih44_lq6PdLwaY8uJFGLzP5uyM3yWI/edit?usp=sharing&ouid=111156740269731445894&rtpof=true&sd=true

♦ რესურსი:

https://drive.google.com/file/d/1BlPizBhB3QbTRvV4o_-pfd2tQCmw9g2x/view?usp=sharing

♦ მოდიფიცირებული:

https://docs.google.com/presentation/d/1F2IMvr_YfeHo9fuxT5wf1tSNqjD3dd0q/edit#slide=id.p10

♦ პაზლი:
  1. https://puzzel.org/en/jigsaw/play?p=-NqHJFLLRY0_Hfea4eUN
  2. https://puzzel.org/en/jigsaw/play?p=-NqICC95s5FuU2WfLc1o
  3. https://www.jigsawplanet.com/?rc=play&pid=2bce536a7a06
♦ ქვიზი:

https://forms.office.com/Pages/ShareFormPage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUmHtGxq_2upKqkgSL07QyfdUN1BYNTlWODdNRk9NNFBUVUlRQUdZTk82UC4u&sharetoken=9b61aSuqfBxZLOv9YN25

ჩემთვის მნიშვნელოვანია გაზიარებული სასწავლო რესურსის კოლეგების მხრიდან შეფასება და მათი რეფლექსიური უკუკავშირი.

zazashulaia123@gmail.com

ზაზა შულაია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები