დონარი (ეკა) გორგილაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
რატომ არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანი? — ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში ცხოვრების უნარები. ტექსტი და თეორია, საკლასო აქტივობები და პრაქტიკული სამუშაო კლასში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები დღევანდელ სამყაროში გადარჩენისთვის მოამზადოს. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ფუნდამენტური უნარები (კითხვა, წერა, მათემატიკა), ასევე უნარები, რომელიც მოიაზრება 21-ე საუკუნის უნარებად, რაც საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვანია (გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევების წარმოება და შეგროვება, დროის მენეჯმენტი, ინფორმაციის სინთეზირება, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება). უნარების ამ კომბინაციით მოსწავლეები არიან სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილენი, რომელსაც გამოცდილი მასწავლებელი ხელმძღვანელობს.
დღეს, 21-ე საუკუნეში, გარემოსდაცვითი განათლება და აგრარული მიმართულების სწავლება სკოლაში მნიშვნელოვანი საკითხია. ცოდნა და გამოცდილება ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროსთან გვაკავშირებს, გვასწავლის როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურად აშენებული გარემოს შესახებ; ამაღლებს ცნობიერებას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ გარემოზე, რომელზედაც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული, ასევე ჩვენი ქმედებებია დამოკიდებული, რომლებსაც მივიღებთ მის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად.
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სარგებელი:
♦ მოსწავლეებს უვითარდებათ წარმოსახვა და მაღალია ენთუზიაზმი;
♦ სწავლა სცილდება კლასს და სთავაზობს ექსპერიმენტულ სწავლებას კლასის გარეთ. ეხმარება მოსწავლეებს დაინახონ სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული საკითხების ურთიერთკავშირი;
♦ უმჯობესდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები;
♦ მოსწავლეები ხდებიან ტოლერანტები, უვითარდებათ ემპათიის გრძნობა;
♦ დაკმაყოფილებულია ესგ-ს სტანდარტები სხვადასხვა საგნებისთვის;
♦ ეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს. სიმსუქნე, ყურადღების დეფიციტი და დეპრესია. კარგი კვება და ბუნებაში გატარებული დრო ამცირებს სტრესს;
♦ გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად საზოგადოების აქტიური წევრები ხდებიან;
♦ გააცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას გარემოს გასაუმჯობესებლად;
♦ ხდებიან თავდაჯერებულნი, შეცვალონ თავიანთი სკოლა და საზოგადოება. გამოუმუშავდებათ ლიდერობის თვისებები.
გარემოსდაცვითი განათლების სარგებელი სხვებისთვის:
♦ ჯანსაღი სკოლების და გარემოს ხელშეწყობა;
♦ საღი გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა;
♦ მცირე/მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მდგრადობაში;
♦ ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვა.
⇔ ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტების ციკლი:
პროექტის სათაური | #მევარაქტიურიმოქალაქე |
მოკლე აღწერა | მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებენ ისწავლონ გარესამყაროზე ზრუნვა.
ფრინველები, ცხოველები, მცენარეები – ერთობლივად მოვიფიქრებთ |
სამუშაო ენა | ქართული ენა |
მონაწილეთა ასაკი | 6-8 |
საგანი | ბუნება, ქართული, ხელოვნება |
ინსტრუმენტები | კომპიუტერული ტექნოლოგიები |
მიზანი | გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება |
აქტივობები ჩამონათვალი | აქტივობების დაგეგმვა, ფუნქციების გადანაწილება თითოეული აქტივობისთვის
ფილმების ნახვა (მიზნები და შედეგები) · მობინადრე ფრინველებზე ინფორმაციის შეგროვება; · მობინადრე ფრინველებისთვის სახლების დამზადება და გამოკვება; · გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ინფორმაციის შეგროვება; · უპატრონო ძაღლებისთვის კუთხის მოწყობა (მერიის ჩართვა) და მათი გამოკვება; · სკოლის ეზოში საყვავილე გაზონის მოწესრიგება და ყვავილების დარგვა-განაშენიანება-მოვლა; · დავრგოთ ხე/ბუჩქი სკოლის ეზოში; · მდინარიდან სარწყავი წყლის გამოყვანა სკოლის საყვავილის მოსარწყავად; · სკოლის ღობეზე ჩამოსაკიდი საყვავილის ან სამწვანილის გაკეთება ძველი, გამოყენებული, პოლიეთილენის ბოთლებით; · მივცეთ ნივთებს მეორე სიცოცხლე – სხვადასხვა არასაჭირო ნივთებით საინტერესო და საჭირო საგნების დამზადება და სკოლის ბაზაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა · სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება; · წარწერების, ფლეიერების დამზადება – „არ დააბინძურო გარემო, ჩააგდე სანაგვეში“; · ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვარჯიშის წახალისება; · პროდუქტის ეტიკეტის ცნობა/შემოწმება; · ფოტო/ვიდეომასალის შეგროვება/მონტაჟი; · ბლოგის შექმნა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ფოტო/ვიდეოს ატვირთვა. · პოსტერების, ფლეიერების, ბუკლეტების დამზადება; · შესრულებულ სამუშაოების წახალისება-აგიტაციის მიზნით, სასკოლო თემში პრეზენტაციების წარდგენა. |
მოსალოდნელი შედეგები | · მოსწავლეებს უვითარდებათ წარმოსახვა და მაღალია ენთუზიაზმი;
· სწავლა სცილდება კლასს და სთავაზობს ექსპერიმენტულ სწავლებას კლასის გარეთ. ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიური, კულტურული საკითხების დაკავშირება; · უმჯობესდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები; · მოსწავლეები ხდებიან ტოლერანტები, უვითარდებათ ემპათიის გრძნობა; · დაკმაყოფილებულია ესგ-ს სტანდარტები სხვადასხვა საგნებისთვის; · ეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს. სიმსუქნე, ყურადღების დეფიციტი და დეპრესია. კარგი კვება და ბუნებაში გატარებული დრო ამცირებს სტრესს; · გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად საზოგადოების აქტიური წევრები ხდებიან; · გააცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას გარემოს გასაუმჯობესებლად; · ხდებიან თავდაჯერებულები, შეცვალონ თავიანთი სკოლა და საზოგადოება. გამოუმუშავდებათ ლიდერობის თვისებები. გარემოსდაცვითი განათლების სარგებელი სხვებისთვის: · ჯანსაღი სკოლების და გარემოს ხელშეწყობა; · საღი გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა; · მცირე/მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მდგრადობაში; · ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვა. |
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო პროექტებზე მუშაობა. საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დავალებებს. დაამზადეს ბევრი საინტერესო და საჭირო ნივთი, რომელიც მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან გამომდინარეა.
მნიშვნელოვანი იყო, სკოლის ბაზაზე, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, ნივთებზე, რომლებიც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს. შემოსული თანხა მთლიანად გადავურიცხეთ ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარს.
პროექტის გეგმაში მწვანედ მონიშნული ველი აღნიშნავს უკვე დასრულებულ პროექტებს. მუშაობა გრძელდება და სამომავლოდ შევასრულებთ ყველა ჩამოთვლილ პუნქტს, ჩავრთავთ და გავააქტიურებთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
#მევარაქტიურიმოქალაქე