27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­სურ­ვე­ლია, რე­სურ­სენ­ტ­რი მე­ტად იყოს ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

 

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი – ქუ­თა­ი­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

 

 

✔️🟪️ სა­მი­ნის­ტ­რო-რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი-სკო­ლა – ეს არის უწყ­ვე­ტი კავ­ში­რი იმ ძი­რი­თა­დი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა, რო­მელ­თაც ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის „ხე­ლი მუდ­მი­ვად პულ­ს­ზე უდევთ და ეს­მით ერ­თ­მა­ნე­თის მა­ჯის­ცე­მა“.

რე­ფორ­მის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ სკო­ლე­ბი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად გა­ეც­ნონ და მი­ი­ღონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტ­როს­თან  და­ა­ყე­ნონ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი და ისარ­გებ­ლონ ყვე­ლა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბით, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმ ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ორ­გა­ნო, თა­ვის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­ულ პი­რებ­ში – ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, მხარ­და­ჭე­რას და კონ­სულ­ტი­რე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინგს, შე­ფა­სე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი ან­გა­რი­შე­ბის შედ­გე­ნას და მათ სა­ფუძ­ველ­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, შემ­დეგ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის და სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის წარ­დ­გე­ნას.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გ­საც ახორ­ცი­ე­ლებს, ხელს უწყობს: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი თუ სხვა პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას; მშო­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; თა­ვის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მი­ერ მოს­წავ­ლე­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა-გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მოქ­მე­დებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

✔️🟪️ ბო­ლო 3 წე­ლია, პან­დე­მი­ამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო, ზო­გა­დად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ნამ სრუ­ლად ავუ­ღეთ ალ­ღო ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას სწავ­ლე­ბის ნა­წილ­ში, რა­საც „დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა“ ჰქვია, იყო პრობ­ლე­მე­ბი. თუმ­ცა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უმოკ­ლეს დრო­ში აუწყო ფე­ხი ახალ გა­მოწ­ვე­ვას.

✔️🟪️ მე, რო­გორც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ვი­სურ­ვებ­დი, ჩემს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ოც­დათ­ვ­რა­მე­ტი­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა იყოს სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ისე­ვე, რო­გორც ეს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 2019 წელს, მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და 7 სა­ჯა­რო სკო­ლას. ასე­ვე, 2020 წელს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­მა და­იწყო 5 სა­ჯა­რო სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, 2022 წლი­დან კი­დევ იგეგ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის ინ­დი­ვი­ა­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი აქ­ტით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვის პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის (ტრე­ნინ­გე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბი­სა და სხვა) ორ­გა­ნი­ზე­ბით, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ზრუ­ნავს მის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ხელს უწყობს მათ­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბას.

✔️🟪️ ჩე­მი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად და­ნიშ­ვ­ნის დღი­დან, არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი ჩემ მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ სტი­პენ­დი­ას, ჩე­მი­ვე სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ეძ­ლე­ვა პრო­ექტ ეტა­ლონ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ „ქუ­თა­ი­სის ეტა­ლონ მოს­წავ­ლეს“, 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და გარ­და­მა­ვალ თასს, რო­მელ­საც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სკო­ლა გა­დას­ცემს მომ­დევ­ნო წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ სკო­ლას, სა­დაც ერ­თი წე­ლი ინა­ხე­ბა და ელო­დე­ბა შემ­დეგ მას­პინ­ძელ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ სკო­ლას, ეს მათ­თ­ვის დი­დი სტი­მუ­ლია.

✔️🟪️ ისევ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი გარ­კ­ვე­ულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან ერ­თად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ასეთ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ. იმავ­დ­რო­უ­ლად, აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, მა­თი სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ვე­ლო­დე­ბით, რაც ეტა­პობ­რი­ვად, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­სურ­ვე­ლია, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მე­ტად იყოს ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მა­გა­ლი­თად, შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და სხვა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები