25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის

spot_img

სკო­ლა: სსიპ ქა­ლაქ თე­ლა­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა

მას­წავ­ლებ­ლე­ბი: მა­რი­ამ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, ირი­ნე ჯორ­ჯა­ძე

კვლე­ვის პე­რი­ო­დი: 2024 წლის 1 თე­ბერ­ვ­ლი­დან 2024 წლის 27 მა­ი­სის ჩათ­ვ­ლით

 

შე­სა­ვა­ლი, პრობ­ლე­მის შერ­ჩე­ვა

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გან­ვ­საზღ­ვ­რეთ, რომ კვლე­ვის შე­სა­ხებ უნ­და შეგ­ვექ­მ­ნა სტა­ტია და არა კვლე­ვის ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მოკ­ლედ გა­მო­ხა­ტავ­და კვლე­ვის არსს.

კვლე­ვა ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის

♦ შეს­წავ­ლის

♦ ცვლი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის

♦ შე­ფა­სე­ბის ეტა­პებს.

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი პრობ­ლე­მა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბაა, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ და სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად გან­მარ­ტა­ვენ. ზო­გა­დად ით­ვ­ლე­ბა, რომ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ეს არის მშო­ბელ­თა სწრაფ­ვა შვი­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის, მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ, მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცია და სას­კო­ლო სა­კითხებ­ში შვი­ლე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სახ­ლ­ში.

მშო­ბელ­თა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, და­ბა­ლი სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოჯა­ხე­ბი ნაკ­ლე­ბად აღი­ა­რე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რომ და­ეხ­მა­რონ შვი­ლებს სწავ­ლის პრო­ცეს­ში. ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, ვერ ეხ­მა­რე­ბა სახ­ლ­ში შვილს, ზოგს არ აქვს დრო, რად­გან ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს ოჯახს, სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებს არა აქვთ და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო მა­სა­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ასე­ვე ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მშობ­ლე­ბი სახ­ლის გა­რეთ, კერ­ძოდ:

♦ სკო­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბა;

♦ სკო­ლა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წ­რე­ბა;

♦ სკო­ლა­ში გა­მარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბა.

მშობ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს: ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, შეხ­ვ­დ­ნენ სხვა მშობ­ლებს, ეძ­ლე­ვათ შვი­ლე­ბის მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შვი­ლებს კი — მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ურ­თი­ერ­თო­ბის.

კვლე­ვის მი­ზა­ნი

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­ნათ­ლე­ბის მკვლევ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში უფ­რო მე­ტად შე­ის­წავ­ლი­ან ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­ურ და სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გავ­ლე­ნას (Masa Durisic*, Mila Bunijevac 2017). 30-40 წლის წი­ნათ მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის მო­დე­ლე­ბის შეს­წავ­ლას. ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ტა კვლე­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტუ­ლად და რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შე­ის­წავ­ლი­ან მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გავ­ლე­ნას მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე არ­სე­ბობს ბავ­შ­ვე­ბის სას­წავ­ლო მიღ­წე­ვებ­ზე მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, მშო­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში, სხვა თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 12%-ით ზრდის მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბებს რა­ო­დე­ნობ­რივ აზ­როვ­ნე­ბა­ში (Araceli Martinez, 2015). ბევ­რად მე­ტი კვლე­ვი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან მშო­ბელ­თა სას­კო­ლო ჩარ­თუ­ლო­ბის და­დე­ბი­თი კავ­ში­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­თი მეც­ნი­ე­რუ­ლად გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უკი­დუ­რე­სი სიმ­ცი­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად სკო­ლის მი­ერ ამ მიზ­ნით გა­წე­ულ ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზე (Hoover-Dempsey and Sandler, 1997). ხო­ლო სკო­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მშობ­ლებ­თან პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუთხით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის მარ­თ­ვის სის­ტე­მა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო:

♦ და­ვად­გი­ნოთ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი;

♦ დავ­გეგ­მოთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად მოგ­ვა­რე­ბა­ში;

♦ შე­ვი­მუ­შაოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი

კვლე­ვის დაწყე­ბი­სას და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი ერთ-ერ­თი კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია იმის­თ­ვის, რომ არ და­კარ­გო კვლე­ვის ორი­ენ­ტი­რე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­კ­ვე­თეთ საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი:

  1. რა არის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი?
  2. რა ბა­რი­ე­რე­ბი არ­სე­ბობს სკო­ლა­ში, რაც უშ­ლის ხელს მშო­ბელს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში?
  3. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ზარ­დოთ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის დო­ნე?

ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა

საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხის გა­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ვიწყეთ იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და.

მშო­ბელ­თა ფარ­თო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დებ­ლურ პო­ლი­ტი­კურ დო­კუ­მენ­ტ­ში „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ“. ამ დო­კუ­მენ­ტ­სა და კა­ნონ­ში იდენ­ტუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ის ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც მო­ზარდს უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს სას­კო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბით. მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვი ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღ­წე­რი­სას, ნათ­ქ­ვა­მია, რომ: „ამ ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უნ­და მოხ­დეს სას­კო­ლო გა­რე­მოს სრუ­ლი ჩარ­თ­ვით: მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რე­ბი­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ისეთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა გა­მოც­დე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხი თუ სახ­ლი, კლუ­ბი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, სკო­ლის ეზო თუ სა­ხე­ლოს­ნო. მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, დი­რექ­ცი­ი­სა თუ გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის ხა­რის­ხ­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბას“. ამას­თან, 2018 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სკო­ლებს გა­უჩ­ნ­დათ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ეს კი შე­და­რე­ბით ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბი­სათ­ვის.

მე­თო­დო­ლო­გია

კვლე­ვის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დო­ლო­გია. ამი­ტომ გა­მო­ვი­ყე­ნეთ რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი:

♦ მშო­ბელ­თა ონ­ლა­ინ გა­მო­კითხ­ვა კითხ­ვა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით;

♦ მშო­ბელ­თა ფო­კუს­ჯ­გუ­ფი.

კვლე­ვის დროს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ანა­ლი­ზი;
  2. მშო­ბელ­თა ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბი და ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი;
  3. მშო­ბელ­თა ან­კე­ტი­რე­ბა;
  4. ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
  5. შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა;
  6. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა

კვლე­ვის გეგ­მა გავ­წე­რეთ ოთხი თვის ვა­დით

სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და ამა­ვე სკო­ლის მშობ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბის სპე­ცი­ფი­კის დად­გე­ნა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და მა­თი ანა­ლი­ზი სა­ჭი­როა მშობ­ლე­ბის ფორ­მა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის აღ­სა­წე­რად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლას აქვს მშო­ბელ­თან და­დე­ბუ­ლი ტი­პუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს, სკო­ლა­ში ვი­ზი­ტის­თ­ვის, გან­საზღ­ვ­რულ დღე­ებს უწე­სებ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მშობ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვ­ნენ ამ­გ­ვა­რი შეზღუდ­ვე­ბით და ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­ში გა­ნაცხა­დეს, რომ მა­თი ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი სწო­რედ ვი­ზი­ტის შეზღუდ­ვე­ბია. ასე­ვე, მშო­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლი სამ­სა­ხურ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დეა და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ხელს უშ­ლის სკო­ლა­ში ხში­რად სტუმ­რო­ბა­სა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვას. მშო­ბელ­თა ნა­წილ­მა კი არ იცის, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ერ­თოს ან რო­გორ გა­ი­გოს და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მშო­ბელ­თა ან­კე­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი:

სულ გა­მო­კითხ­ვა­ში ჩა­ერ­თო 171 მშო­ბე­ლი, რაც, და­ახ­ლო­ე­ბით, მშო­ბელ­თა 40%-ია.

♦ მშო­ბელ­თა 50,3% სკო­ლას კვი­რა­ში ერ­თხელ სტუმ­რობს, 19,9% – თვე­ში ერ­თხელ, ხო­ლო 29,8% – უფ­რო იშ­ვი­ა­თად;

♦ სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას ერ­თხელ მა­ინც დას­წ­რე­ბია 94,2%;

♦ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლად თვლის თავს 48%;

♦ სა­კუ­თა­რი შვი­ლის სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ნი­ტო­რინგს უწევს 60,8%;

♦ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ შვილ­თან სა­უბ­რებს აწარ­მო­ებს მშო­ბელ­თა 100%;

♦ სხვა მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ხში­რად აქვს 49,7%-ს;

♦ მშო­ბელ­თა კრე­ბებს ეს­წ­რე­ბა 72,5%;

♦ სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს 63,5%.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი:

♦ გა­დავ­ხე­დეთ მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენტს და, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან და პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მას­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ, კერ­ძოდ, მშო­ბელს/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია სკო­ლა­ში ვი­ზი­ტი,თუ ეს ხელს არ შე­უშ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცესს. ამან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და მშო­ბელ­თა სკო­ლა­ში შე­მო­დი­ნე­ბა;

♦ შევ­ქ­მე­ნით მშო­ბელ­თა კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­შიც, ყვე­ლა კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ მშობ­ლებ­თან ერ­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბიც გა­წევ­რი­ან­დ­ნენ. მშო­ბელ­თა კო­მი­ტე­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. მშო­ბელ­თა შეხ­ვედ­რა მოს­წავ­ლე­ებ­თან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით;
  2. დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
  3. სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან შეხ­ვედ­რა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშობ­ლის რო­ლის თა­ო­ბა­ზე დის­კუ­სია;
  4. ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს წარ­მო­ჩინ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის და მო­ტი­ვა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზრდა. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დო­ლო­გია, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი დაგ­ვეხ­მა­რა მშო­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა­ში, რა­მაც ასე­ვე გა­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ.

დას­კ­ვ­ნა

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­მო­ვი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა, რომ:

♦ პო­ზი­ტი­უ­რად შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ;

♦ ამაღ­ლ­და მშო­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში;

♦ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბის შე­სა­ხებ;

♦ მშო­ბელ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლის მარ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ში პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­მე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან;

♦ მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში;

♦ მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას მი­აჩ­ნია, რომ მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი სა­სარ­გებ­ლოა მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

♦ კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის;

♦ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა შე­დე­გი­ა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ და პე­და­გო­გი­ურ­მა საბ­ჭომ ერ­თობ­ლი­ვად უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ: მშო­ბელ­თა პრო­აქ­ტი­უ­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მშობ­ლებ­თან ორ­მ­ხ­რი­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი;

♦ კლა­სის დამ­რი­გებ­ლებ­მა და საგ­ნის მას­აწ­ვ­ლებ­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლონ მშო­ბელ­თა კო­მი­ტეტ­თან, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­იხ­მა­რონ მშობ­ლე­ბი.

რეფ­ლექ­სია

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვა­წარ­მო­ეთ სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა 2024 წლის 1 თე­ბერ­ვ­ლი­დან 2024 წლის 27 მა­ი­სის ჩათ­ვ­ლით. კვლე­ვა ეხე­ბო­და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას. სა­კითხი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გა­ნაც მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია ძა­ლი­ან იყო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, მშობ­ლე­ბი თით­ქ­მის არ აკითხავ­დ­ნენ შვი­ლებს სკო­ლა­ში.

სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ვამ­ზა­დეთ პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლსაც წარ­ვად­გენთ ში­და სას­კო­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით.

იგ­რ­ძ­ნო­ბო­და კო­ლე­გე­ბის ინ­ტე­რე­სი კვლე­ვის მი­მართ, ვი­ნა­ი­დან მშო­ბელ­თა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მაა და ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნია, მა­გა­ლი­თად, მშო­ბელ­თა კო­მი­ტე­ტი გა­ნაგ­რ­ძობს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და ყვე­ლა პე­და­გოგს შე­უძ­ლია, მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ასე­ვე, სოც­მუ­შა­კე­ბის ჩარ­თ­ვა მშო­ბელ­თა კო­მი­ტეტ­ში გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გა­ნაც ისი­ნი ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლი იქ­ნე­ბი­ან პე­და­გო­გებ­სა და მშობ­ლებს შო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

დამ­ს­წ­რე კო­ლე­გე­ბი­სა­გან მი­ვი­ღეთ უკუ­კავ­ში­რი, სა­დაც აღი­ნიშ­ნა:

♦ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა;

♦ საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა;

♦ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ვად მშობ­ლე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქ­ვა­მენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მა­თი რო­ლის გაზ­რ­დით და თვლი­ან, რომ ეს სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მა­თი შვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბიც გა­მოთ­ქ­ვა­მენ კმა­ყო­ფი­ლე­ბას, რად­გა­ნაც მათ მი­ე­ცათ კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია აწარ­მო­ონ მშობ­ლებ­თან.

იმე­დი მაქვს, ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები