6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სას­კო­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა მო­ის­მი­ნა თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვის ან­გა­რი­ში „სას­კო­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში“. მოკ­ვ­ლე­ვა მომ­ზად­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან შეგ­რო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბის, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ, სხვა­დას­ხ­ვა დროს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სინ­თე­ზის გზით, ასე­ვე შე­ის­წავ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც, გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გარ­შე­მო.

მოკ­ვ­ლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მოვ­ლინ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი რო­გორც მიღ­წე­ვე­ბი, ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც ხელს შე­უწყობს სა­გან­მან­თ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მდგრა­დო­ბას.

ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი:

  სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის, ში­ნა­არ­სის და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო  ისევ ძი­რი­თა­დი  სა­შუ­ა­ლე­ბაა. გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მე­ო­რა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა;

♦  მარ­თა­ლია, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უკ­ვე შე­იქ­მ­ნა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებს უჭირთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა რო­გორც უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის რე­სურ­სე­ბის ბან­კის შექ­მ­ნა;

♦ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით, ბო­ლო წლებ­ში, ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ახა­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დრო­უ­ლად თარ­გ­მ­ნის და სკო­ლე­ბის­თ­ვის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბის სა­კითხი; ასე­ვე, გა­მოწ­ვე­ვაა 2012 წელს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მა­ნის ხა­რის­ხი, თუმ­ცა, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის კვალ­დაკ­ვალ, ეტა­პობ­რი­ვად, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი იც­ვ­ლე­ბა;

♦  ბო­ლო წლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წე­სი, თუმ­ცა სა­ჭი­როა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა შე­ფა­სე­ბის სან­დო­ო­ბის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვის­თ­ვის უნ­და გა­მო­ი­ყოს მე­ტი დრო, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და მე­ტი რე­სურ­სი, რა­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ავ­ტო­რო­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის;

♦  სის­ტე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის დო­მი­ნა­ცია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რო­ბა­ზე, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სხვა პოსტ-საბ­ჭო­თა და პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის­თ­ვი­საც და წარ­მო­ად­გენს „გა­მო­ძა­ხილს იმ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­სა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ერ­თი და მხო­ლოდ ერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უნ­და გამ­ჟ­ღავ­ნ­დეს და ეს სი­მარ­თ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის უძ­ვე­ლე­სი და ყვე­ლა­ზე სწავ­ლუ­ლი წევ­რე­ბის ხელ­შია“. ბო­ლო წლე­ბის დი­ნა­მი­კა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ლის ზრდას აჩ­ვე­ნებს;

♦  მოს­წავ­ლე­ე­ბის ბუ­კე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ფონ­ზე, მცი­რე მას­შ­ტა­ბი­საა და და­სახ­ვე­წია ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა;

♦ ბო­ლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, გა­ი­ზარ­და იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ლი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ და ქმნი­ან, რაც ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გია იმის­თ­ვის, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლის მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­სა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა­ზე;

♦  სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი სა­ჭი­რო­ებს არა მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­ნად­გა­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას, არა­მედ, სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ მხარ­და­ჭე­რას, კერ­ძოდ, შე­სა­ბა­მის სივ­რ­ცეს, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით სკო­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­მა­რა­გე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე, სკო­ლე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­ღე­ბას;

♦  სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში წიგ­ნა­დი ფონ­დი უკი­დუ­რე­სად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და სკო­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ახერ­ხებს მათ გა­ნახ­ლე­ბას;

♦  სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ეფექ­ტი­ა­ნად და­ნერ­გ­ვის­თ­ვის სა­ჭი­როა რო­გორც ეფექ­ტი­ა­ნი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სა­დაც ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

⇒ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იზ­რ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ძი­რი­თად რე­სურ­სად რჩე­ბა, რად­გან სხვა რე­სურ­სებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რისხს, რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი უჭი­რავს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მა­ტი­კის თან­მიმ­დევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა შე­ნიშ­ვ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია, სა­კითხე­ბი ის­წავ­ლე­ბო­დეს ის­ტო­რი­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­ის დაც­ვით და რე­გი­ო­ნებ­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბით. „ეპო­ქე­ბი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლი პრო­ცე­სე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით არის მო­ცე­მუ­ლი. ეგ­ვიპ­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე გა­დას­ვ­ლა, შემ­დეგ კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მებ­ზე XIX სა­უ­კუ­ნე­ში, ხო­ლო მომ­დევ­ნო თა­ვე­ბი კი ან­ტი­კუ­რი მო­ნო­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბო­დეს“. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი ესგ-ის მი­ხედ­ვით, ის­ტო­რია  სწო­რედ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით ის­წავ­ლე­ბა და რე­გი­ო­ნებ­ზე მკა­ფი­ოდ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბით რო­გორც სა­ბა­ზო, ისე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.

მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლებ­საც აქვთ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი სა­კითხე­ბის კლა­სებს შო­რის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, მა­თი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კომ­ბი­ნა­ტო­რი­კის ელე­მენ­ტე­ბი, ვექ­ტო­რე­ბი, სივ­რ­ცუ­ლი ფი­გუ­რე­ბი მე-9 კლა­სი­დან მე-10, მე-11 კლა­სებ­ში უნ­და გა­და­ნა­წილ­დეს.

თან­მიმ­დევ­რო­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­ში­ნაც, რო­ცა რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი სხვა­დას­ხ­ვა კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ის­წავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ სკო­ლა­ში ფი­ზი­კა VII, VIII და IX კლა­სებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ის­წავ­ლე­ბა, რა­მაც, მას­წავ­ლებ­ლის მტკი­ცე­ბით, გა­მო­იწ­ვია „სა­კითხ­თა თან­მიმ­დევ­რო­ბის დარ­ღ­ვე­ვა და ზო­გი­ერ­თი სა­კითხის ამო­ვარ­დ­ნა მაგ: ტე­ნი­ა­ნო­ბა, სითხის ზე­და­პი­რუ­ლი და­ჭი­მუ­ლო­ბა, კა­პი­ლა­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი“.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სირ­თუ­ლის სა­კითხი მას­წავ­ლებ­ლებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი, პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე დას­ვეს. 2007 წელს ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში, გა­მო­კითხუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 17% აცხა­დებს, რომ „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რთუ­ლია და მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“. ეს სა­კითხი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ბო­ლო წლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა ესგ-ის პე­და­გო­გი­კურ პრინ­ცი­პებ­თან. პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში. გა­მოთ­ქ­მუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის ნა­წი­ლი უკავ­შირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სა­სა­წავ­ლო გეგ­მის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებ­საც. კერ­ძოდ, წყა­რო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას, გრა­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­სა და კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს:

წყა­რო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა:  „ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლით, წყა­რო­ე­ბით და მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო კითხ­ვე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ძა­ლი­ან ცო­ტაა ნა­რა­ტი­ვი (თხრო­ბა). სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დრო არაა საკ­მა­რი­სი ერ­თი პა­რაგ­რა­ფის შე­სას­წავ­ლად და მას­ში რთუ­ლად გა­სა­გე­ბი წყა­რო­ე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად და კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. სახ­ლ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­მუ­შა­ოდ მო­წა­ფეს ნა­რა­ტი­ვის გა­რე­შე წყა­როს ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა უჭირს, ხში­რად ვერ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას“.

გრა­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლის­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბია გრა­მა­ტი­კის სა­კითხე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, „V-VI-VII კლა­სე­ბი – მორ­ფო­ლო­გია, VIII- IX კლა­სე­ბი სინ­ტაქ­სი“. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ გრა­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­მართ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ესგ-ის რე­ფორ­მის ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან გა­მოთ­ქ­ვა­მენ წუ­ხილს. რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, პე­და­გოგ­თა მე­ო­რე ნა­წი­ლი ამას სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას უკავ­ში­რებ­და — პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს არა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მე­თო­დო­ლო­გი­ურ პრინ­ცი­პებ­ში, არა­მედ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­ე­სალ­მე­ბა, მე­ო­რე ნა­წი­ლი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ. ამი­ტო­მაც ითხო­ვენ, რომ „თი­თო­ე­უ­ლი თე­მა მო­ი­ცავ­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს“.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნის, მე­თო­დუ­რი მი­თი­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ 15 წლის წინ სა­უბ­რობ­დ­ნენ. რო­გორც 2007 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან ითხოვ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლევს და „გაკ­ვე­თი­ლე­ბის გეგ­მის უფ­რო მეტ მა­გა­ლითს“. გა­მო­კითხ­ვის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40%-ს არ მი­უწ­ვ­დე­ბო­და ხე­ლი მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლევ­ზე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­და. სკო­ლე­ბი­დან შე­მო­სულ მო­საზ­რე­ბებ­ში პო­ზი­ტი­უ­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი ე.წ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის წიგ­ნებ­თან წვდო­მის ზრდა.

ში­ნა­არ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ეხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შერ­ჩე­ვის პრინ­ციპს, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბი­სა და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის პრინ­ცი­პე­ბის წარ­მო­ჩე­ნას. ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რი იყო­ფა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის შე­ტა­ნა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი მე­ქა­ნი­კურ შეც­დო­მებ­ზეც სა­უბ­რო­ბენ, კერ­ძოდ: ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ზე, მათ შო­რის: ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში „სტი­ლის­ტუ­რი და ორ­თოგ­რა­ფი­ულ-მორ­ფო­ლო­გი­უ­რი შეც­დო­მე­ბი“; თე­მის და და­ვა­ლე­ბის აც­დე­ნა, და­ვა­ლე­ბის არას­წო­რი პა­სუ­ხე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი გვერ­დე­ბი. ზო­გი­ერთ სა­გან­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი თე­მა­ტი­კა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოს­წავ­ლის რვე­ულ­ში შე­ტა­ნილ და­ვა­ლე­ბებს; რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო 2 ან 3 ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, პირ­ვე­ლი თა­ვის და­ნარ­თე­ბი/შე­კითხ­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს მე­სა­მე წიგ­ნ­ში; ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის ლინ­კი არ იხ­ს­ნე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი აღი­ა­რებს, რომ სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბა სკო­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. ასე­ვე დას­ძე­ნენ, რომ „ცალ­კე­ულ სსსმ პირს აქვს სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ეს ვერ აისა­ხე­ბა“. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ იმა­საც, რომ „სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­ზე რე­სურ­სის ადაპ­ტი­რე­ბის­თ­ვის არ ჰყოფ­ნით კომ­პე­ტენ­ცია და მას­წავ­ლებ­ლის შრო­მას გა­ა­ად­ვი­ლებ­და ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ცნო­ბი­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა“. რო­გორც დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, იყე­ნე­ბენ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ქარ­თულ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში.

გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის სკო­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მ­ნის სა­კითხი. სა­მი­ნის­ტ­როს გან­მარ­ტე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან თარ­გ­მა­ნის ხა­რის­ხ­ზე გა­მოთ­ქ­მუ­ლი პრე­ტენ­ზია არ უკავ­შირ­დე­ბა ახალ­გ­რი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ამას ცხად­ყოფს 2022 წელს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა ფო­კუს-ჯგუ­ფე­ბი სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე, რა დრო­საც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა პრე­ტენ­ზი­ე­ბი თარ­გ­მა­ნის ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრობ­ლე­მაა, ასე­ვე, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­წო­დე­ბის სა­კითხიც.

და­ბა­ლია, ზო­გა­დად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის სან­დო­ო­ბა. „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­ფა­სე­ბა რომ მი­ვი­ღე, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი — ერ­თი რე­ცენ­ზენ­ტი წერ­და, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ახალ კუ­რი­კუ­ლუმ­სო, ხო­ლო მე­ო­რე, სხვა ნა­წილ­ში, წერ­და, რომ და­ვა­ლე­ბა სრუ­ლად პა­სუ­ხობ­და პრინ­ცი­პებს და უმაღ­ლე­სი ქუ­ლით ვი­ყა­ვი შე­ფა­სე­ბუ­ლი,“ — წერს ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი.

რე­ცენ­ზენ­ტ­თა ჯგუფ­ში არ არის საკ­მა­რი­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­ზი­ცია. ავ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი არ არის ჯე­როვ­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ 2021 წელს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, გრი­ფი­რე­ბის წეს­ში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

⇒ ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი

არ არ­სე­ბობს „ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს“ ცნე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­იქ­მ­ნას ისე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად უნ­და გავ­რ­ცელ­დეს და­მა­ტე­ბი­თი, მათ შო­რის, ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა.

ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ შემ­დე­გი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა:

♦ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა: „არ­სე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი ზოგ­ჯერ არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და თან­ხ­ვედ­რა­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებ­თან თუ სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუმ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ყო­ველ­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი არ არის“.

♦ ქარ­თულ ენა­ზე და, ზო­გა­დად, რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რე: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, რო­გორც ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლი­დან ჩანს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი თუ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის არა­ერთ ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­სა და პორ­ტალ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ისი­ნი ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ მწი­რია, ერ­თ­მა­ნეთს იმე­ო­რებს“.

♦  ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ენობ­რი­ვი ხარ­ვე­ზე­ბი: „ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნი­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი ხში­რად არ არის სა­თა­ნა­დოდ გა­მარ­თუ­ლი, რის გა­მოც აზ­რი ბუნ­დო­ვა­ნი და გა­უ­გე­ბა­რია. იგი­ვე ით­ქ­მის ციფ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზეც, რაც არ­თუ­ლებს მათ პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას“.

♦  მას­­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცია: რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო­ებს რო­გორც შე­სა­ბა­მის ციფ­რულ კომ­პე­ტენ­ცი­ას, ასე­ვე, ზოგ­ჯერ, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნას, სწავ­ლე­ბა­ში რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა კი — სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის ფლო­ბას. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: „1. მოს­წავ­ლე­თა ისტ კომ­პე­ტენ­ცია; 2. მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა; 3. მის მი­ერ და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი და პე­და­გო­გი­უ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი; 4. გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ტი­პი (მიმ­დი­ნა­რე, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი, პრო­ექ­ტუ­ლი და სხვ.); 5. სას­წავ­ლი მა­სა­ლის თე­მა­ტი­კა“.

♦  ციფ­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის ერ­თი­ა­ნი სივ­რ­ცე: რე­სურ­სე­ბი გა­ფან­ტუ­ლია, „არ ქმნის ერ­თი­ან სივ­რ­ცეს, რო­მელ­შიც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ნა­ვი­გა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა არ­სე­ბულ რე­სურ­ს­ზე წვდო­მა, მათ შო­რის,  სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ ციფ­რულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლებ­ზეც“.

ინ­ტერ­ნეტ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ მოწყო­ბი­ლო­ბებ­ზე წვდო­მის პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლის­თ­ვი­საც.

⇒ სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი

მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ზრდის კონ­ტექ­ს­ტ­ში.

სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მოწყო­ბა­ზე, ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­ლე­ნი­უ­მის გა­მოწ­ვე­ვის პრო­ექ­ტი­სა და მი­ლე­ნი­უ­მის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 2015-2019 წლებ­ში, 107 სკო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რია აღი­ჭურ­ვა. ჩა­ტარ­და შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ 20%-ით გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ლი, რომ­ლე­ბიც „ყო­ველ­თ­ვის“ ან „ზოგ­ჯერ“ იყე­ნე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ახალ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მე­ტი რე­სურ­სია, მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და უფ­რო გა­მარ­თუ­ლი უსაფ­რ­თხოე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბით, რაც ზრდის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას.

დი­რექ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობს. „სა­ჭი­როა, პე­და­გო­გი იყოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მზად ამ პრო­ცე­სე­ბის მი­მართ, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად უნ­და გა­დი­ო­დეს გა­დამ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, რა­თა უფ­რო ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი“.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით მო­მა­რა­გე­ბის ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლო­გი­კუ­რი ჩანს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის რჩე­ვე­ბი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე. „მას შე­უძ­ლია ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს, ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი რე­აქ­ტი­ვე­ბი და ხელ­საწყო­ე­ბი; შექ­მ­ნას უსაფ­რ­თხო გა­რე­მო; ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის; გა­დაჭ­რას სივ­რ­ცის პრობ­ლე­მა; მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს, გა­ი­მე­ო­რონ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი და ა.შ.“

⇒ სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სკო­ლე­ბის უდი­დეს ნა­წილ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის თა­რო­ე­ბი სავ­სეა წიგ­ნე­ბით. სკო­ლე­ბის მე­ხუ­თედ­ში 10 000 წიგ­ნ­ზე მე­ტი ინა­ხე­ბა, 25%-ში კი 5000-დან 10000-მდე წიგ­ნი, მაგ­რამ წიგ­ნე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და არ ხდე­ბა გა­ნახ­ლე­ბა. „სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ხში­რად წარ­მო­ად­გე­ნენ და­საწყო­ბე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დატ­ვირ­თ­ვა არ გა­აჩ­ნი­ათ“.

2022 წელს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ირ­კ­ვე­ვა, რომ სკო­ლე­ბის მე­ხუ­თედს (21%) არ მი­უ­ღია არ­ცერ­თი ახა­ლი წიგ­ნი ბო­ლო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და სკო­ლე­ბის 26%-მა მი­ი­ღო 50-მდე ახა­ლი წიგ­ნი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­ში, ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, წიგ­ნა­დი ფონ­დი არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის სივ­რ­ცე­ე­ბის ფი­ზი­კუ­რი გა­ნახ­ლე­ბაა. დი­რექ­ტო­რე­ბი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის „გა­ცოცხ­ლე­ბის“ აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ფი­ზი­კუ­რი სივ­რ­ცის გა­ნახ­ლე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს.

შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მოკ­ვ­ლე­ვის ან­გა­რიშ­ში ვრცლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ მხო­ლოდ სა­კითხე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვალს გა­გაც­ნობთ:

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი­სა და რე­ცენ­ზენ­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ეფექ­ტი­ა­ნად ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის

რე­ცენ­ზი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის სან­დო­ო­ბის ზრდა

  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შერ­ჩე­ვა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა

სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა

ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბა

ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვის ჰო­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა

  სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა

სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა -მდგრა­დი და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლის შექ­მ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

  1. უწყე­ბა­თა­შო­რის ფორ­მატ­ში შე­მუ­შავ­დეს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის კუთხით, მათ შო­რის, სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  2. სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ჭრილ­ში მიმ­დი­ნა­რე დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შავ­დეს ცენ­ტ­რა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს და სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი გაც­ვ­ლი­სა და ეფექ­ტი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით;
  3. უწყე­ბა­თა­შო­რის სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში გა­და­ი­ხე­დოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი, შე­ფას­დეს არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის შე­სა­ბა­მი­სო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მოთხოვ­ნებ­თან და მოს­წავ­ლე­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­თან;
  4. შე­მუ­შავ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით;
  5. შე­მუ­შავ­დეს სკო­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნა­დი ფონ­დის გა­ნახ­ლე­ბი­სადა მა­თი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მოწყო­ბის გეგ­მა;
  6. სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­აძ­ლი­ე­როს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა;
  7. სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­აძ­ლი­ე­როს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა;
  8. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ავ­ტორ-გა­მომ­ცემ­ლო­ბებს მი­ე­ცეთ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის სა­ჭი­როვა­და;
  9. ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის ბან­კი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს იმ­დაგ­ვა­რად, რომ მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ად­ვილ­დეთ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა;
  10. სა­ხელ­მ­წი­ფომ უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლე­ბის წვდო­მა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნეტ­ზე;
  11. შე­მუ­შავ­დეს სკო­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სკო­ლის კონ­ტი­გენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის (EU) და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­ს (UNDP) მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები