13 ოქტომბერი, კვირა, 2024

სასკოლო პროექტების როლი მოსწავლეთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის უნარების განვითარებაში

spot_img
დიანა ზოიძე
სსიპ. ქ. ბათუმის №16 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

 

სასწავლო პროექტს ერთ კონკრეტულ განმარტებას ვერ მოვუძებნით, თუმცა შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რომელიც შესაძლოა სავალდებულოდ არ იყოს დაფარული საგნების სტანდარტებით. პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, პროექტების განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების სხვა უნარებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეა/მიზანი, თემატიკა და მოსალოდნელი შედეგები მოიაზრებდეს კავშირს სკოლის განვითარებასთან; ითვალისწინებდეს სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობას და ჩართულობას; ასევე სასურველია, პროექტის განხორციელებამ განავითაროს თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

დიმიტრი უზნაძე გვასწავლის: სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედგანსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

XXI საუკუნის უნარებს შორის გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიკაცია-მოგვარების, შემოქმედებითი-კრეატიული აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების, საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს.

სწორედ ამიტომ, ესგ-ით გათვალისწინებული საკითხების სწავლებისას, ძალიან ეფექტურად ვიყენებ სწავლების ახლებურ მიდგომებს, რომელთა მეშვეობით იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, საგნისადმი ინტერესი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ყველა დანარჩენ სტრატეგიას შორის გამოვყოფდი პროექტებით სწავლებას.

სასწავლო პროექტი, ძირითადად, ოთხ ეტაპს მოიცავს:

  1. იდეის ჩამოყალიბება (პროექტის დაგეგმვა);
  2. მომზადება;
  3. განხორციელება;
  4. შედეგების წარდგენა;
  5. შეფასება.

თუ პროექტ-მეთოდით პირველად ვმუშაობ კლასთან, მე ვაყალიბებ პროექტის იდეას, ვგეგმავ, ვსახავ მიზნებს, ამოცანებს მიზნის მისაღწევად და მათი გადაჭრის გზებს, რომლებსაც ვაცნობ მოსწავლეებს. ვქმნი მოსწავლეთა ჯგუფებს, ერთობლივად, მოსწავლეთა ჩართულობით ვანაწილებთ დავალებებს. პროექტის დასრულებისას მოსწავლეები აუდიტორიას წარმოუდგენენ შემოქმედებით პროდუქტს.

როცა მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას, თავად ჩამოაყალიბონ იდეა, დაგეგმონ, განახორციელონ, გააანალიზონ პროექტი და მისი შედეგი, მე ვარ გვერდში მდგომი – ფასილიტატორი. გარკვეული პერიოდულობით, ვხვდები მოსწავლეებს მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

სანამ პროექტზე მუშაობას გადავწყვეტთ, ვფიქრობთ და ვაყალიბებთ პროექტის მიზანს, რა შედეგზე გავალთ განხორციელების შემდეგ, რა ამოცანებს დავსახავთ და როგორ გადაჭრის გზებს მოვიფიქრებთ, ვინ იქნებიან შემსრულებლები, გვეყოფა ჩვენი რესურსი თუ დაგვჭირდება დახმარება?

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებულ მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ პროექტებს, რომელმაც კარგად იმუშავა იმ კლასებში, სადაც დისციპლინის მართვის დეფიციტი იყო. ამ პროექტების წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში არასასურველი ქცევის სასურველ ქცევად გარდაქმნას.

  1. ინტეგრირებული პროექტი ,,გვახსოვდეს ჩევენი კულტურული ძეგლები“, რომელიც განვახორციელე სხვადასხვა კათედრების ჩართულობით (ქართულის, საზოგადოებრივი მეცნიერებათა, უცხოური ენების, ისტ) ამ პროექტის განხორციელების მიზანი იყო მოსწავლეთა ნაკლები ინტერესი კულტურული საკითხების მიმართ. ამიტომ, მოსწავლეთა დაინტერესებისათვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე დაფიქრებისათვის, გადავწყვიტეთ, ჩვენთვის საამაყო კულტურული და ისტორიული ძეგლების კვლევა-ძიება გაგვეხორციელებინა. ამჯერად ვიწყებთ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთის კულტურულ სამყაროში. ამასთანავე, მოსწავლეებს გავუზიარე ჩემი მოსაზრებები და მივიღე მათი საინტერესო ხედვებიც – ინსტრუქციების მიხედვით გაეკეთებინათ პრეზენტაცია, ვიდეოკოლაჟი, ფოტოკოლაჟი სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობებზე; მოეკვლიათ ინფორმაცია ვარძიის, საფარას და რაბათის დაარსების, ისტორიის, ფრესკებისა და ლეგენდის შესახებ. პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეობის ცნობიერების ამაღლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. პროექტზე მუშაობის ცოდნა-გამოცდილება მომავალში გამოადგებათ, ისინი დაინახავენ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად, საკუთარი ჩართულობით განხორციელებულ ცვლილებებს. აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრებაზეც. კერძოდ, გააქტიურება კათედრებს შორის თანამშრომლობა (ისტ, ინგლისური, ისტორია, მოქალაქეობა). ყველა მოსწავლე, უნარისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში. გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი ლიტერატურულ-კულტურულ, უცხო ენისა და ინოვაციების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ისტორიული და ლიტერატურული კულტურის პატივისცემა და დაცვაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.etaloni.

  1. საინტერესოდ წარიმართა საქველმოქმედო-სოციალური პროექტი „სიკეთე გადამდებია“, ინტეგრირება ქართულის, ისტორიის, ხელოვნების საგანთა შორის. სოციალური პროექტის „სიკეთე გადამდებია“ მიზანი იყო სიკეთის კეთება და სსმმ ბავშვზე მცირედი დახმარების გაწევა. მთავარი ამოცანა იყო სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობა (სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორი და მშობლები), მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ძიება, კვლევაში ჩართვა, რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა და მოგვარება. განიხილავენ როგორც ლიტერატურულ, ასევე ისტორიულ ჭრილში.
  2. https://www.facebook.com/profile.phphttps://www.facebook.com/profile.php?
  3. ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო და მოსაწონი სასწავლო პროექტი „მწერალი რომელიც ყველას გვიყვარს“ მიზნად ისახავდა ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას, რაც მოსწავლეებს დააფიქრებს ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რაც განვლო საზოგადო მოღვაწემ. ბოლოს დაგეგმილი იყო სახლ-მუზეუმის მონახულება. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან განხორციელდა აქტივობები. ჩვენი მიზანი იყო, აგვემაღლებინა მოსწავლეების ნაკლები ინტერესი ზოგადად მწერლების სახლ-მუზეუმებისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ. მოსწავლეთა დაინტერესებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე დაფიქრებისათვის, გადავწყვიტეთ უკეთ გავცნობოდით ჩვენთვის საამაყო მწერლის, საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს გურიაში. კაცი, რომელიც არა მარტო ბავშვებს, მოზარდებს, ზდასრულებს, არამედ ღმერთსაც ძალიან უყვარდა.

https://www.facebook.com/profile.php?

ამგვარად, პროექტების განხორციელება სწავლა-სწავლების პროცესში ბავშვებს უვითარებს როგორც პრობლემებთან გამკლავებისა და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა კომპლექსურ უნარებს.

პროექტების მიზანი მიღწეულ იქნა სხვადასხვა პროდუქტებით.

  1. ლიტერატურული ჟურნალი https://www.facebook.com/profile.php?
  2. პოსტერები https://www.facebook.com/profile.php?
  3. ბროშურა ქართულ და ინგლისურ ენებზე https://www.facebook.com/profile.php?
  4. ოლაინ ინსტრუმენტები: კაჰუტი და ქვიზი https://www.facebook.com/profile.php?
  5. თამაშები, როგორც პედაგოგიური მეთოდი:
  6. ტარსიას ფაზლი;
  7. ფლუმის ხუთი მეთოდი;
  8. ბარათები;
  9. სამი სკამი;
  10. იქსები და ნოლები.https://www.facebook.com/profile.php?
  11. https://www.facebook.com/profile.p

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ncp.ge/ – ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი;

ჟურნალი „მასწავლებელი“, №2, 2010 წელი;

ჟურნალი „მასწავლებელი“, სპეციალური გამოშვება, 2014 წელი;

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.tpdc.ge , 2014 წელი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები