27 ივლისი, შაბათი, 2024

სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო

spot_img

30 სექტემბერს „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-23“ დაიწყო, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ორგანიზატორი ფედერაციის მესვეურებმა, საშეჯიბრო ღონისძიებების დაწყებამდე, ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო შეხვედრები გამართეს სასკოლო სპორტის პროგრამების დახვეწა-განვითარების მიზნით. ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა შეხვედრების მონაწილეებს პროგრამებში ჩართული და წინა წლებში განხორციელებული ყველა პროექტი გააცნო, გაიმართა დისკუსიები მათი გაუმჯობესების, შემჩნეული ნაკლოვანებების გამოსწორების ან დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით. ამ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ყველა რეგიონის ცალკეულ მუნიციპალიტეტში, ოლიმპიადის მხარდასაჭერად, შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტი. ამასთან, ყველა რეგიონში შეარჩიეს ოლიმპიადის ელჩები – ძირითადად, იქაური წარმატებული სპორტსმენები, ვეტერანებიც და მოქმედებიც.

წელს ოლიმპიადას წინ უსწრებდა სასკოლო სპორტის კვირეული, რომელიც 23-30 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სკოლები, ქვეყნის მასშტაბით და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაიმართა.

30 სექტემბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადაც დაიწყო, თუმცა, მისი გახსნის საზეიმო ცერემონიალი 5 ოქტომბერს გაიმართა, დედა ენის ბაღში. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დედაქალაქის სხვადასხვა სკოლები, გაიმართა „მხიარული სტარტები“ და გარბენი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დროშით.

სასკოლო ოლიმპიადა, რომლის პროგრამაში სპორტის 7 სახეობაა და ჩართულია ქვეყნის 1600 სკოლის 80 000 მოზარდი, ეტაპობრივად გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და გაისად, ივლისში, დასრულდება რესპუბლიკური ტურით. მანამდე შეჯიბრებები ადგილობრივ, მუნიციპალურ დოზენე გაიმართება, შემდეგ – რეგიონულ და ზონალურ დონეზე. ამგვარად გამოვლინდებიან რესპუბლიკური ტურების მონაწილენი. მისი გამარჯვებულები, სპორტის შესაბამის სახეობებში, მსოფლიოს თამაშებზე გაემგზავრებიან.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები