14 აპრილი, კვირა, 2024

სას­კო­ლო კვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აღი­ნიშ­ნა

spot_img

#სას­კო­ლოკ­ვე­ბაყ­ვე­ლა­მოს­წავ­ლეს

14 მარტს სას­კო­ლო კვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო პირ­ვე­ლად ჩა­ერ­თო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ და ასო­ცი­ა­ცი­ამ „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო კვე­ბის კვი­რე­უ­ლი გა­მარ­თა, რო­მე­ლიც სას­კო­ლო კვე­ბის ფო­რუ­მით გა­იხ­ს­ნა და ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჯგუ­ფე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, რო­მე­ლიც სხვა ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა სას­კო­ლო კვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ას, ფო­რუმ­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი ფო­კუს ჯფუ­ფე­ბის ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა და პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მატ­ში იმ­ს­ჯე­ლა არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მი­სი გა­დაჭ­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებ­ზე. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­კო­ლო კვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას გა­სულ წელს შე­უ­ერ­თ­და და გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც იკის­რა ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო კვე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის.

რას ნიშ­ნავს ქვეყ­ნის­თ­ვის ქსელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ უნ­და წა­რად­გი­ნოს – ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის მრჩე­ველ­მა, ს­უ­ზაბ მეიერმა. ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ფო­რუმ­ზე ჩა­ერ­თო. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, სას­კო­ლო კვე­ბის კო­ა­ლი­ცია, რო­მე­ლიც დღეს 97 მთვა­რო­ბა­სა და 119 პარ­ტ­ნი­ორს აერ­თი­ა­ნებს, სა­მი ამო­ცა­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და:

  1. პან­დე­მი­ის შემ­დ­გომ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა;
  2. ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­და იმ 73 მი­ლი­ო­ნი მოს­წავ­ლის­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც კვე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ იყო.
  3. მე­სა­მე მი­ზა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პროგ­რა­მის ხა­რის­ხ­თან.

„ეს არის მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, ეხე­ბა მსოფ­ლი­ოს თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას, ვი­ნა­ი­დან სას­კო­ლო კვე­ბის ხა­რის­ხ­თან მი­მარ­თე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, იქ­ნე­ბა ეს ნუტ­რი­ცი­უ­ლი კუთხით, საკ­ვე­ბის ად­გილ­ზე (ლო­კა­ლუ­რად) დამ­ზა­დე­ბა თუ სხვა, რაც ზო­გა­დად, სა­სარ­გებ­ლოა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, არა­მედ დე­და­მი­წის­თ­ვის. ასე რომ, ეს 3 ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, რო­მელ­საც კო­ა­ლი­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა“. რაც შე­ე­ხე­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის მრჩე­ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რი­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­ერ და ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, ერ­თ­გ­ვერ­დი­ა­ნი გა­ნაცხა­დი, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ მთავ­რო­ბა სას­კო­ლო კვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის მიზ­ნე­ბის ერ­თ­გუ­ლია. მე­ო­რე ნა­ბი­ჯი კი გუ­ლის­ხ­მობს მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ სას­კო­ლო კვე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი გეგ­მის შექ­მ­ნას. სი­უ­ზან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი ყველ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია – ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რია მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე, ხო­ლო ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა წამ­ყ­ვა­ნი რგო­ლი. „მაგ­რამ, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთავრო­ბის მი­ერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა იმის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბაა, თუ რა უნ­და გა­კეთ­დეს, რომ გლო­ბა­ლუ­რი კო­ალ­იცი­ის 3 მი­ზა­ნი ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს“. კო­ა­ლი­ცი­ის მრჩე­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ბევ­რი მა­გა­ლი­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეფექ­ტი­ა­ნი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნა არ არის. „შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა რგოლს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რია, მათ შო­რის, მშობ­ლებს; ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა, მათ შო­რის, იმის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის­თ­ვის, თუ რა­ტომ არის სწო­რი სას­კო­ლო კვე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა. ვი­ცით, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ვეს­ტი­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სას­კო­ლო კვე­ბა, ხან­და­ხან, ხარ­ჯი­ა­ნი გვეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ, რომ სას­კო­ლო კვე­ბა­ში ინ­­ვეს­ტი­რე­ბულ თი­თო­ე­ულ დო­ლარს 9 დო­ლა­რის უკუ­გე­ბა მო­აქვს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს უკუ­გე­ბა არა მხო­ლოდ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და ნუტ­რი­ცი­ას შე­ე­ხე­ბა, არა­მედ აისა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ზე, გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და სხვა“. მან ხა­ზი გა­უს­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი სას­კო­ლო კვე­ბის კვი­რე­ულ­ში სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფის ჩარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რად­გან მიაჩნია, რომ სწო­რედ ეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს სას­კო­ლო კვე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას. „ეს არის სა­კითხი, რო­მელ­ზეც ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვეა ჩვენც ვფო­კუ­სირ­დე­ბით, პირ­და­პირ ბავ­შ­ვე­ბის­გან მო­ვის­მი­ნოთ სათ­ქ­მე­ლი; ეს არის სა­კითხი, რო­მელ­საც, რაც უფ­რო მე­ტად ვსწავ­ლობთ, მით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. რო­გორც ჩანს, აუდი­ტო­რი­ის­თ­ვი­საც ბევრს ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, რა­საც აკე­თებთ,“ – აღ­ნიშ­ნა სუ­ზაბ მეიერმა.

სას­კო­ლო კვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ას გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია აწარ­მო­ებს, პრო­ექ­ტი USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ირი­ნა ხან­თა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­კო­ლო კვე­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი 2019 წლი­დან და­იწყეს და პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტიც მომ­ზად­და იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ უნ­და გვქონ­დეს სას­კო­ლო კვე­ბა და რა პრობ­ლე­მე­ბი ან გა­მოწ­ვე­ვე­ბია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­ულ შე­დე­გად კი ასა­ხე­ლებს თუნ­დაც იმას, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რად და­იწყო სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე. „დღეს სკო­ლა­ში ბავ­შ­ვებს რომ საკ­ვე­ბი არ აქვთ, არ არის ნორ­მა, რო­მელ­საც უნ­და შე­ვე­გუ­ოთ. ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბიც და გარ­კ­ვე­უ­ლი და­პი­რე­ბე­ბიც აქვთ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მო­ლო­დი­ნი გვაქვს, – ამ­ბობს ირი­ნა ხან­თა­ძე, – ერთ-ერ­თ­მა გა­მომ­ს­ვ­ლელ­მა ასე­თი რამ თქვა: შე­იძ­ლე­ბა ამ ტი­პის პროგ­რა­მე­ბით, ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­სო. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ამ მო­საზ­რე­ბას. წლე­ბია, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა – ვცვლით კუ­რი­კუ­ლუ­მებს, ვამ­ზა­დებთ მას­წავ­ლებ­ლებს, ვცდი­ლობთ, სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რე­ბი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ჩა­რე­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ზო­გი ბო­ლომ­დე არ მიგ­ვ­ყა­ვს, მე­რე ისევ ვცვლით და ა.შ. მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ (თუ უფ­რო მე­ტად არა) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით, მე­ტად ვიზ­რუ­ნოთ ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, რაც უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ იმას, რომ მათ არ ში­ო­დეთ, არ სცი­ო­დეთ და, რა თქმა უნ­და, თავს გრძნობ­დ­ნენ ემო­ცი­უ­რად უსაფ­რ­თხოდ და ბედ­ნი­ე­რად იმ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში – სკო­ლა­ში, სა­დაც დღის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი უწევთ ყოფ­ნა“.

ირი­ნა ხან­თა­ძე იმედს გა­მოთ­ქ­ვამს, მო­მა­ვა­ლი წლის 14 მარტს რომ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან სას­კო­ლო კვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მათ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი ან იმ უწყე­ბე­ბის, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კას ქმნი­ან და ერ­თად იმ­ს­ჯე­ლე­ბენ ამ თე­მებ­ზე. „ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ, და­ვა­ნა­ხოთ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ექ­ს­პერ­ტებს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სას­კო­ლო კვე­ბა მათ­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ვთხო­ვოთ, კი­დევ უფ­რო და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და ჩა­ერ­თონ პრო­ცე­სებ­ში. ეს იმ­დე­ნად მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი სა­კითხია, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც ეხე­ბა და თუ ამ სეგ­მენ­ტ­ში მუ­შა­ობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს სას­კო­ლო კვე­ბა; ეხე­ბა ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ დაც­ვას, ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეთ; მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სფე­რო­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეთ; თუ ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში მუ­შა­ობ – შენც უნ­და გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს იმი­ტომ, რომ სა­უ­ბა­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის ისეთ წარ­მარ­თ­ვა­ზე, რაც, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხი­თაც, ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ხარ­ჯი კი არ იყოს, არა­მედ, ეკო­ნო­მი­კურ ინ­ვეს­ტი­ცი­ად იქ­ცეს; თუ მაკ­რო­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ, ასე­ვე უნ­და ინ­ტე­რეს­დე­ბო­დე, რად­გან სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან დი­დი თან­ხე­ბის/ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე ამ პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­ხელ­მ­წი­ფო ამ პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ არ ამ­ბობს უარს, უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცით რას, რო­დის და რო­გორ გეგ­მავს. ასე რომ, მიზ­ნად და­ვუ­სა­ხავ­დით კვი­რე­ულს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამაღ­ლე­ბას – რამ­დე­ნად მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნია ეს პო­ლი­ტი­კა და რა­ტომ უნ­და ვი­ყოთ უფ­რო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი, სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი და ყველა, ვინც აქ­ტი­უ­რადაა ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო კვე­ბის სა­კითხებ­ში“.

სას­კო­ლო კვე­ბის სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბაზე წლე­ბია მუ­შა­ობს ორ­გა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს 2018 წლის პე­რი­ოდს, რო­ცა სას­კო­ლო კვე­ბის სა­კითხის მოკ­ვ­ლე­ვა და­იწყეს და თე­მა­ტუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნის მიზ­ნით, მშობ­ლებ­თან გა­მო­კითხ­ვა ჩა­ა­ტა­რეს: „ვიკ­ვ­ლევ­დით რა იყო მათ­თ­ვის პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბი. ერთ-ერ­თი თე­მა, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და, სწო­რედ სას­კო­ლო კვე­ბაა, პრობ­ლე­მა კი – ბავ­შ­ვე­ბის შიმ­ში­ლი.

გა­სულ წელს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარ­და­ჭე­რით, რე­გი­ო­ნებ­ში დავ­დი­ო­დით, 800 მშო­ბელს შევ­ხ­ვ­დით. დარ­ბაზ­ში მყოფ­მა ასო­ბით ადა­მი­ან­მა, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე სა­უბ­რი­სას, გვკითხა, რა­ტომ არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც მა­თი შვი­ლე­ბის კლას­ში ხდე­ბა – სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბი მთე­ლი დღე მშივ­რე­ბი არი­ან. ის ოჯა­ხე­ბი კი, რო­მელ­თაც აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სკო­ლა­ში საჭ­მე­ლი გა­ა­ტა­ნონ შვი­ლებს, უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ამას არ აკე­თე­ბენ.

ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ქვეყ­ნ­დე­ბა და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის მიღ­წე­ვებს ვა­მოწ­მებთ, მე სირ­ცხ­ვი­ლის გრძნო­ბას გან­ვიც­დი იმი­ტომ, რომ ელე­მენ­ტა­რულ­საც ვერ ვაძ­ლევთ ჩვენ მათ და რა­ტომ­ღაც ვთხოვთ და გვინ­და, რომ ეს­ტო­ნეთს და ფი­ნეთს და­ე­წი­ონ ან გა­უს­წ­რონ. ჩვე­ნი, მშობ­ლე­ბის მი­ზა­ნია, პრობ­ლე­მა და­ვა­ნა­ხოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებს და ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ვი­საც მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია და ექ­ს­პერ­ტუ­ლი ცოდ­ნა აქვს ამ სა­კითხებ­ში. ერ­თობ­ლი­ვად უნ­და შევ­ძ­ლოთ და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი მი­ვიყ­ვა­ნოთ იქამ­დე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, ოპე­რა­ტი­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად და­იწყოს სკო­ლებ­ში ჯან­სა­ღი კვე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ არა­ვის ვებ­რ­ძ­ვით, პი­რი­ქით, ვე­თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბით ყვე­ლას, ვინც გა­მო­ყოფს 200 მი­ლი­ონს (რო­გორც და­ით­ვა­ლეს, ეს თან­ხაა სა­ჭი­რო) და შემ­დეგ ეფექ­ტი­ა­ნად გან­კარ­გავს მას სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის­თ­ვის“.

სას­კო­ლო კვე­ბის ფო­რუმ­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­მა – კა­ხა გალ­და­ვამ და მე­ლორ ცქვი­ტა­ი­ამ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რეს. მათ თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის კვე­ბის სა­კითხი შე­ის­წავ­ლეს და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­უ­რი საჭი­რო­ე­ბე­ბიც გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს, შემ­დეგ კი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

სამ­ტ­რე­დი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კა­ხა გალ­და­ვამ, 5 მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხარ­ჯით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კვლე­ვა „უფა­სო კვე­ბა სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის და ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის“. კვლე­ვის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის მი­ერ და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სას­კო­ლო სამ­კუთხედ­თან – მშო­ბე­ლი, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი. კა­ხამ აღ­ნიშ­ნა, რომ მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან წა­მო­სუ­ლი უკუ­კავ­ში­რი ცხად­ყოფს, რამ­დე­ნად დი­დია სურ­ვი­ლი, სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­დეს უფა­სო კვე­ბა. „ეს მათ მენ­ტა­ლურ და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ხელს უწყობს მო­ტი­ვა­ცი­ის და ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ჩვენ ყვე­ლამ უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შო­რის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას“.

აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ლორ ცქვი­ტაია გვიყ­ვე­ბა, რომ სას­კო­ლო კვე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში მა­თი სკო­ლა შარ­შან ჩა­ერ­თო, ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი სას­კო­ლო კვე­ბის აქ­ცი­ით: „პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს (კლას­ში 24 მოს­წავ­ლეა), ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, საკ­ვე­ბით ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­დით. და­ინ­ტე­რე­სე­ბა გაჩ­ნ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რად­გან ჩვე­ნი წა­მოწყე­ბა სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მე­წარ­მეო კლუ­ბის მი­ერ და­ფი­ნან­ს­და. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვე­ღარ შევ­ძ­ლებ­დით გაგ­რ­ძე­ლე­ბას და ამი­ტომ სხვა ფორ­მა­ტი ავირ­ჩი­ეთ. მარ­ტი­დან სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე, კვი­რა­ში ერ­თხელ, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს ხი­ლით ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბით. თა­ვის­თა­ვად, კარ­გია, თუმ­ცა, არა­საკ­მა­რი­სი. 24 ბავ­შ­ვი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 მოს­წავ­ლეს, ყო­ველ­დღი­უ­რად, მო­აქვს სახ­ლი­დან „სა­დი­ლის ყუ­თი“, ე.წ. ლან­ჩ­ბოქ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის აუცი­ლებ­ლო­ბას, ამა­ზე კითხ­ვის დას­მაც კი უხერ­ხუ­ლია – არის თუ არა სა­ჭი­რო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ჭი­რო კი არა, აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის, ალ­ბათ, 90 პრო­ცენ­ტ­ში სა­თა­ნა­დო სივ­რ­ცე არ არის ან მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. თა­ვის­თა­ვად, ერ­თ­ბა­შად სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა გა­ჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე აუცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფომ აუცი­ლებ­ლად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უნ­და და­იწყოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა, თუნ­დაც, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხის წი­ნა­შე ვა­ყე­ნებთ ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. მოს­წავ­ლე ან შიმ­ში­ლობს, ან ყი­დუ­ლობს მავ­ნე საკ­ვებს – ერ­თიც და მე­ო­რეც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს მის ფიზ­იკურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩვენ­მა პა­ტა­რა ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­მა (კვე­ბის კვი­რე­ულ­მაც და „ხი­ლით კვე­ბა­მაც“) კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის კვე­ბა სკო­ლა­ში. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი ამ წა­მოწყე­ბას. ეს იყო ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი დღე­ე­ბი მათ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა – რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­დად­გას ნა­ბი­ჯი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის და­საწყე­ბად“.

რამ­დე­ნად შე­სამ­ჩ­ნე­ვია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლეს გაკ­ვე­თილ­ზე შია? თბი­ლი­სის №10 და №108 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამას არ სჭირ­დე­ბა მახ­ვი­ლი თვა­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბა: „მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე­ვე იწყე­ბენ „წუ­წუნს“ – მას, გვშია! ხში­რად ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის – თა­თას­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი და­მი­რი­გე­ბია. ჩან­თა­ში ყო­ველ­თ­ვის მაქვს ხოლ­მე მათ­თ­ვის კან­ფე­ტი და იცი­ან, რომ ქე­თი მას­წის იმე­დი უნ­და ჰქონ­დეთ. ხში­რად ხურ­დებ­საც ვაძ­ლევ ხოლ­მე, რომ რა­მე იყი­დონ და შიმ­ში­ლით გუ­ლი არ წა­უ­ვი­დეთ.

რო­გორც მშო­ბე­ლი, რო­გორ ვარ­თ­მევ თავს ამ პრობ­ლე­მას? ჩე­მი შვი­ლი კერ­ძო სკო­ლა­ში და­დის. იქ არ არის ბუ­ფე­ტი და სახ­ლი­დან ვა­ტან ლან­ჩ­ბოქსს. ახ­ლა­ხან ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და. გაკ­ვე­თილ­ზე ცუ­დად გახ­და თა­თა, დი­ლა­ო­ბით ვერ ას­წ­რებს სა­უზ­მეს. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ უშ­ვე­ბენ, რომ რა­ღაც წა­ი­ხემ­სოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, 9 წლის ბავ­შ­ვ­მა, რო­ცა შია, იაზ­როვ­ნოს. თან ალერ­გი­უ­ლია და ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი ვუ­ყი­დო, საკ­მა­ოდ ძვი­რი მიჯ­დე­ბა მი­სი კვე­ბა. აი, ეს ფუნ­ქ­ცია, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და იკისროს. ამი­ტო­მაც არის აუცი­ლე­ბე­ლი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის დაწყე­ბა“.

ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე, ელე­ნე კვი­ნი­კა­ძე, სხვა რა­კურ­სით გვაჩ­ვე­ნებს სკო­ლა­ში შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ას. მი­სი აზ­რით, სკო­ლა­ში კვე­ბა უფა­სო და ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს: „ბევ­რი რამ ნა­თე­ლია, რაც სას­კო­ლო კვე­ბას თან ახ­ლავს. პირ­ვე­ლი ის, რომ ბავ­შ­ვე­ბი მშივ­რე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან და ბო­ლო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას შევ­ძ­ლებთ და გაკ­ვე­თილ­ზე აღარ ჩა­მოგ­ვე­ძი­ნე­ბა. ამის გარ­და, კი­დევ უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, არ ჩანს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, თუ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ერ­თად დავ­ს­ხ­დე­ბით ჭა­მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დროს, ეს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს მო­ზარ­დებს და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში. კვლე­ვებ­შიც არის და­მოწ­მე­ბუ­ლი, რომ ერ­თად კვე­ბა, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა.

სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ახ­ლა ასე­თი სი­ტუ­ა­ციაა: ნა­წილ­ში არის ბუ­ფე­ტი, ზო­გან არ არის. იქ, სა­დაც არის კვე­ბის ობი­ექ­ტი, ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ყი­დუ­ლობს საკ­ვებს (რა თქმა უნ­და, ვი­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სახ­ლი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად წა­მო­ი­ღოს ამის­თ­ვის ფუ­ლი) და უყოფს თა­ვის მე­გო­ბარს. მაგ­რამ, მაქ­სი­მუმ, ორ ბავშვს სწვდე­ბა ერ­თი ბავ­შ­ვის ნა­ყი­დი ლო­ბი­ა­ნი. არის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხან­და­ხან შე­უძ­ლია ფუ­ლის წა­მო­ღე­ბა; არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დ­როს არ აქვთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მთე­ლი დღე სკო­ლა­ში მშივ­რე­ბი არი­ან. ამის გარ­და, ზოგს შე­უძ­ლია სახ­ლი­დან საჭ­მე­ლი წა­მო­ი­ღოს, მაგ­რამ რე­ა­ლურად მა­ინც ყვე­ლა მში­ე­რია და გეტყ­ვით რა­ტომ. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, ამო­ი­ღო ჩან­თი­დან სახ­ლი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ან იქ­ვე შე­ძე­ნი­ლი საჭ­მე­ლი, დაჯ­დე და მი­ირ­თ­ვა, რო­ცა იცი, რომ შენს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­საც ისე­ვე ში­ათ, რო­გორც შენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ სი­ტუ­ა­ცია – ერ­თი ან ორი ბავ­შ­ვი ზის საჭ­მ­ლით ხელ­ში, კლას­ში გაფ­რ­ქ­ვე­უ­ლია საჭ­მ­ლის სუ­ნი… ნელ-ნე­ლა გარ­შე­მო იკ­ვ­რე­ბა წრე, ნამ­ცე­ცი მა­ინც შეგ­ხ­ვ­დეს… ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვის უნ­და გა­უ­ყო? უმე­ტე­სო­ბას რომ ჰკითხო, გი­პა­სუ­ხებთ, უმ­ჯო­ბე­სია შიმ­შილს გრძნობ­დე, ვიდ­რე უხერ­ხუ­ლო­ბას – შენ ჭა­მო და სხვებს ში­ო­დეს“.

♦♦♦

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, 14-19 მარტს, 20-ზე მეტ­მა სა­თე­მო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­სა­ჭე­რად, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა. კვი­რე­ულს ვი­დე­ოგ­ზავ­ნი­ლე­ბით შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

 

17 მარტს კი, სას­კო­ლო კვე­ბის მხარ­და­საჭ­ერად, მეტ­რო­სად­გურ „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან“, აქ­ცია გა­ი­მარ­თა – #სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის იდე­ა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას აც­ნობ­დ­ნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ინ­ფორ­მა­ციო ფლა­ე­რე­ბი და­უ­რი­გეს.

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მი­აჩ­ნია, რად­გან კო­ა­ლი­ცი­ი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ რამ­დე­ნი­მე წლის წინ დაწყე­ბულ სას­კო­ლო კვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას უკ­ვე მოჰ­ყ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი – სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გა­ი­ზარ­და მოთხოვ­ნა, იმე­დია, „მო­ვა­ხერ­ხებთ და ვა­ი­ძუ­ლებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებს, რომ მოკ­ლე დრო­ში და­იწყონ ეფექ­ტი­ა­ნი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სტატია მომზადდა განათლების კოალიციის მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია განათლების კოალიცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები