26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

სასკოლო კვების კვირეული სტარტს 14 მარტს აიღებს

spot_img

სასკოლო კვების საკითხის აქტუალიზებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების კოალიცია და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღეს, პირველად საქართველოში სასკოლო კვების კვირეულს მართავენ.

კვირეული, სასკოლო კვების ფორუმით გაიხსნება, რომელიც გააერთიანებს სასკოლო კვებით დაინტერესებულ ადამიანებს და ჯგუფებს. ფორუმზე განათლების კოალიცია წარმოადგენს რეგიონული ფოკუს ჯფუფების ანგარიშს, ხოლო პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება მსჯელობა, როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ. ფორუმზე საერთაშორისო კოალიცია წარმოადგენს ინფორმაციას, როგორც სასკოლო კვების ქსელის შესახებ, ასევე, მასში საქართველოს გაწევრიანებისა და არსებული ვალდებულებების თაობაზე.

კვირეულის ფარგლებში 17 მარტს, გაიმართება აქცია #საზოგადოება  „სასკოლო კვების მხარდასაჭერად”, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზატორები და მოხალისეები ერთი საათის განმავლობაში მოქალაქეებს გააცნობენ კვების პროგრამის იდეას და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ასევე, 14-19 მარტს, 20-ზე მეტი  სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასკოლო კვების პროგრამის მხარდასაჭერად სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას გამართავენ. ასევე, კვირეულს ვიდეო გზავნილებით შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

განათლების კოალიცია აწარმოებს სასკოლო კვების ადვოკატირების კამპანიას. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები