27 ივლისი, შაბათი, 2024

სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება

spot_img

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხს არეგულირებს. წესების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა, რომელიც უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, დეტალურად განისაზღვრება სკოლის მიერ ორგანიზებული სასკოლო ღონისძიებების დროს მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები. კერძოდ:

➡ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

➡ ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ღვედით;

➡ მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;

➡ იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე, არანაკლებ, 5 წლით ადრე;

➡ მძღოლი ვალდებული იქნება, სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას, წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კანონპროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევების რისკი.

საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, ცვლილებებით, სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 400 ლარის ოდენობით.

 კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გარკვეული დამატებითი ფინანსური ხარჯი გამოიწვიოს კერძო სკოლებისთვის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ან კომპანიებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას გასცემენ – მძღოლს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის აღებისას; ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით, ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალების თითოეულ სავარძელს უსაფრთხოების ღვედი უნდა ჰქონდეს, ესეც დამატებით ხარჯს მოითხოვს, როგორც ტექნიკური დათვალიერების გავლა.

კანონპროექტმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს კერძო სკოლების ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, თუ ამ კანონპროექტით დადგენილი წესით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა გაძვირდება, მაშინ კერძო სკოლებს თავიანთი შემოსავლებიდან მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა მათი დაქირავებისას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები