სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი უნ­და დამ­თავ­რ­დეს

15581

გვესაუბრება ნო­დარ ჩხა­ი­ძე, სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

⇒ პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვე­ცა­ნით

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ვარ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც და მა­გის­ტ­რა­ტუ­რაც ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ­ჟა­მად დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ, თუმ­ცა სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი მაქვს, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას გავ­დი­ვარ და პა­რა­ლე­ლუ­რად დოქ­ტო­რან­ტუ­რის გავ­ლა არ ხერ­ხ­დე­ბო­და.

⇒ რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა და რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი?

⇒ მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი, ცხა­დია, მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ნა­ფიქ­რი მქონ­და, თუმ­ცა ცო­ტა მე­ში­ნო­და, რო­გორ შევ­ძ­ლებ­დი. რა თქმა უნ­და, გე­ფიქ­რე­ბა ადა­მი­ანს, შევ­ძ­ლებ ჩა­ვა­ტა­რო სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი? არც მახ­სოვს, პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი რო­გორ ჩა­ვა­ტა­რე. მახ­სოვს, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და რო­ცა დამ­თავ­რ­და, ამო­ვი­სუნ­თ­ქე. ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სიაა. თი­თო­ე­ულ ბავშვს თა­ვი­სი სამ­ყა­რო აქვს და ყვე­ლას­თან სა­ერ­თო ენის მო­ნახ­ვა ხომ ხე­ლოვ­ნე­ბაა. გარ­და ამი­სა, თან გინ­და რომ ცოდ­ნა გა­დას­ცე, თან — შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობ­დ­ნენ, გე­კა­მა­თე­ბოდ­ნენ, ორი­გი­ნა­ლურ მო­საზ­რე­ბებს ამ­ბობ­დ­ნენ. თუ სკო­ლა­ში ფეხს შედ­გამ, მე­რე წა­მოს­ვ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეჩ­ვე­ვი, ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას იწყებ, მა­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი გა­ბედ­ნი­ე­რებს და მარცხს ერ­თად გა­ნიც­დით.

⇒ და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­მა­კა­ცე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, ნაკ­ლე­ბად ირ­ჩე­ვენ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. რო­გორ ფიქ­რობთ, რა კეთ­დე­ბა დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის? გა­ნი­ხი­ლავთ თუ არა და­ბალ ხელ­ფასს კარ­გი კად­რე­ბის სკო­ლა­ში წას­ვ­ლის შე­მა­ფერ­ხე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად?

⇒ ცხა­დია, ხელ­ფასს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც მო­ი­მა­ტა, რამ­დე­ნა­დაც ვხე­დავ, რაც ბუ­ნებ­რი­ვია და კარ­გია. იმე­დია, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი კი­დევ გა­იზ­რ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­და­ვენ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­უს­რუ­ლებ­ლად რა­ღაც კრე­დი­ტებს აგ­რო­ვე­ბენ, რა­ღაც გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ, რა­ღაც ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, და­მერ­წ­მუ­ნეთ, მო­ტი­ვა­ცია უქ­რე­ბათ. პრო­ფე­სია და­ფა­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს და მსურ­ვე­ლიც მე­ტი იქ­ნე­ბა. და­ფა­სე­ბა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და განხორციელდეს.

⇒ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლი — რას ითხო­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან?

⇒ მოს­წავ­ლე­ე­ბი ითხო­ვენ, რომ იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­დეს გაკ­ვე­თი­ლი. პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს არის დღე­ვან­დე­ლი დღე გა­ნათ­ლე­ბა­ში. აიპო­დე­ბი, აიფო­ნე­ბი, ლეპ­ტო­პე­ბი… უკან ვე­ღარ დავ­ბ­რუნ­დე­ბით. ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ებ­საც ბევ­რად მოს­წონთ, რო­დე­საც ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

⇒ რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დახ­ვე­წის ან გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ „არა­ს­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი“?

⇒ თუ არ ცდი­ლობ გან­ვი­თა­რე­ბას, არ მო­ი­ფიქ­რებ რა­ღაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს, მოს­წავ­ლე­ე­ბი არ მი­გი­ღე­ბენ და არ მო­გის­მე­ნენ. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც მარ­ტო მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­პა­რა­კობს და წეს­რიგს სიმ­კაც­რით ამ­ყა­რებს, ძა­ლი­ან მო­საწყე­ნია და მო­ტი­ვა­ცი­ას უკ­ლავს მოს­წავ­ლეს. კომ­პ­ლექ­სუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თოდს, რო­მელ­ზეც დი­დი კა­მა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცხა­დია, თა­ვი­სი პლუ­სე­ბი აქვს და ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რია, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც მოს­წავ­ლე კო­ლუმ­ბის გე­მის მეზღ­ვა­უ­რად ან და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ჯა­რის­კა­ცად წარ­მო­იდ­გენს თავს და შექ­მ­ნის დღი­ურს, ჩა­ნა­წერს, რუ­კას ან რა­ი­მე სხვა პრო­დუქტს. მაგ­რამ სწავ­ლე­ბის სის­ტე­მის მთლი­ა­ნად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­კა­მა­თოა. თი­თო­ე­ულ მსგავს თე­მას­თან შე­ჭი­დე­ბას იმ­დე­ნი გაკ­ვე­თი­ლი სჭირ­დე­ბა, რომ სე­მეს­ტ­რ­ში შე­იძ­ლე­ბა, მაქ­სი­მუმ, 3-4 თე­მის გავ­ლა მო­ას­წ­რო. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე სა­ინ­ტე­რე­სო უნარ-ჩვე­ვებს იძენს, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გა­რე­შე ის­ტო­რია არ არ­სე­ბობს. ვთქვათ, და­ვი­თი, თა­მა­რი, ლა­შა-გი­ორ­გი ვას­წავ­ლე, რო­გორ­ღაც იქ­ნებ რუ­სუ­და­ნიც მი­ვა­ყო­ლე. და­ნარ­ჩენ სა­კითხებს რა ვუ­ყოთ? ან წი­ნა პე­რი­ო­დი, ან შემ­დე­გი სა­ერ­თოდ აღარ სჭირ­დე­ბათ? აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი იყო ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე (შე­სა­ბა­მი­სი მსოფ­ლიო კონ­ტექ­ს­ტე­ბით) გადატანა, პროგ­რა­მე­ბი მოკ­ლე უნ­და იყოს, მაგ­რამ ისე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი კლა­სებ­ზე, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას მოს­წავ­ლემ ფარ­ს­მან ქვე­ლიც იცო­დეს, ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლიც, თა­მარ მე­ფეც, ერეკ­ლე მე­ო­რეც და ნოე ჟორ­და­ნი­აც… თუ მთელ სწავ­ლე­ბას კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე ავა­გებთ, ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამის დრო არ დარ­ჩე­ბა.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ზე, მთელ რიგ სა­კითხებ­ზე, ქარ­თუ­ლად რე­სურ­სე­ბი არ არ­სე­ბობს ან თუ არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან მწი­რია და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რთუ­ლია. მა­სა­ლა ქარ­თულ ენა­ზე უნ­და არ­სე­ბობ­დეს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია და კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად იყე­ნებს ამას. მეც ვი­ყე­ნებ. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე კი­ნოს­ცე­ნა­რი და­წე­რეს მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ვი­და. ოღონდ, რო­ცა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, ამას ემა­ტე­ბა ბევ­რი სა­წე­რი, ბევ­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნა და, რაც მთა­ვა­რია, იმ­პე­რა­ტი­უ­ლი ტო­ნი — შე­ვი­მუ­შა­ვეთ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, აწი ყვე­ლამ ასე უნ­და გა­ა­კე­თოს.

⇒ რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს, თქვე­ნი საგ­ნის მა­გა­ლით­ზე?

⇒ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც ხდე­ბო­და, და­ნა­შა­უ­ლი იყო თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი არა­ვი­ნაა. მა­გა­ლი­თად, მე­ა­თე კლას­ში დღემ­დე ის­წავ­ლე­ბა – მომ­ზე­ნი, რან­კე, ჟი­ულ მიშ­ლე, შოტ­ლან­დი­უ­რი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა და ა.შ. თე­მე­ბი, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლად პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი მოგ­ვე­ძებ­ნე­ბა. წიგ­ნ­ში რუ­კე­ბი არ არის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა ძა­ლი­ან მწი­რია. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ი­ფიქ­რეს ან ამის და­წე­რა, ან გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა ვის მო­უ­ვი­და თავ­ში. სტან­დარ­ტუ­ლი პა­სუ­ხი იყო: „მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ კარ­გია, ყვე­ლა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს“. ბავ­შ­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლის ჯა­დოქ­რო­ბის იმე­დად იყ­ვ­ნენ და­ტო­ვე­ბუ­ლი. სხვა საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. კარ­გია, რომ მეშ­ვი­დე და მერ­ვე კლა­სე­ბის წიგ­ნე­ბი შე­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამ­ჯე­რად მეცხ­რე კლა­სის წიგ­ნის შეც­ვ­ლა იგეგ­მე­ბა და იმე­დია, მე­ა­თეც მიჰ­ყ­ვე­ბა. მერ­ვე კლა­სის ის­ტო­რი­ას ახა­ლი წიგ­ნით ვას­წავ­ლი და რაც მა­ნამ­დე გვქონ­და, იმას ჯო­ბია. უბ­რა­ლოდ, თუ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად კომ­პ­ლექ­სურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­დის, მა­შინ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აზრს ვე­ღარ ვხვდე­ბი. წყა­რო­ე­ბის ბა­ზა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, სა­დაც სა­ჭი­რო რე­სურ­სებს ნა­ხავ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე­საც მი­უ­თი­თებ­და და ისიც და­ვა­ლე­ბას ამ ბა­ზის დახ­მა­რე­ბით შე­ას­რუ­ლებ­და. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო სა­ჭი­რო, რომ ამ ახა­ლი სწავ­ლე­ბის მე­თოდს ზუს­ტად მიჰ­ყო­ლო­და.

⇒ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რომ გა­მარ­თუ­ლი არ არის, ეს უდა­ვოა, მი­ზე­ზი ბევ­რია. მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნე უფ­რო და უფ­რო დაბ­ლა ეშ­ვე­ბა კლე­ბა­დი პროგ­რე­სი­ით… ცხა­დია, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს დღე­ვან­დელ მოთხოვ­ნებს. თქვენ რას მი­იჩ­ნევთ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად რის წი­ნა­შეც დღეს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აღ­მოჩ­ნ­და?

⇒ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი უნ­და დამ­თავ­რ­დეს. რა­ღაც გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი მი­ნის­ტ­რიც შე­იც­ვ­ლე­ბა, ყვე­ლას ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი აწუ­ხებ­დეს და მე­რე ამ იდე­ებს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ცდიდ­ნენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­და­ში თა­ვის­თა­ვად ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, მაგ­რამ ჩემს დარ­გ­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­და რე­ა­ლუ­რად ბევრს არა­ფერს ამ­ბობს. ამ გა­მოც­დას ის­ტო­რი­ა­ში მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ა­ბა­რებს, არა­თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა დიპ­ლომ­ში გი­წე­რია — ექი­მი, ინ­ჟი­ნე­რი, მხატ­ვა­რი, ქი­მი­კო­სი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პრო­ფე­სია, ვთქვათ, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხე ის­ტო­რი­ის ამ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და გზა ხსნი­ლი გაქვს, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ეს სწო­რია? ისე გა­მო­დის, რომ ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის მას­წავ­ლე­ბ­ლობა შე­უძ­ლია იყოს და ცოდ­ნას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს.

⇒ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში? რე­ა­ლუ­რად, რა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს და რამ­დე­ნად სწო­რად ზრუ­ნავს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე?

⇒ ტრე­ნინ­გებ­სა და გა­დამ­ზა­დე­ბებ­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, უბ­რა­ლოდ, რო­ცა რა­ღაც და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელ­დე­ბა, რუ­ტი­ნაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გი არ დგე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­აც იკარ­გე­ბა. სა­ბო­ლოო შე­დე­გით უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს: ჩა­ვა­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, ვინ გა­მო­ი­ყე­ნა პრაქ­ტი­კა­ში ან გა­ა­მარ­თ­ლა? ამ­დე­ნი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა და რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ? იქ­ნებ ტყუ­ი­ლად იხარ­ჯე­ბა თან­ხე­ბი. მოძ­რა­ო­ბას სულ ვხე­დავ, რა­ღაც გა­დამ­ზა­დე­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დეგს ვერ ვხე­დავ.

⇒ ნო­დარ, ჩე­მი ყუ­რადღე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ­მა თქვენ­მა სტა­ტუს­მა მი­იქ­ცია, სა­დაც ღი­ად სა­უბ­რობთ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე. მინ­და, თქვე­ნი ეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იმ პე­და­გო­გებ­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ, რომ­ლებ­საც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის გა­მო (სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რ­ნი არი­ან) წა­უ­კითხა­ვი დარ­ჩათ.

⇒ „ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი რომ სი­ახ­ლე­ებს არ ღე­ბუ­ლო­ბენ, არის მი­თი. ცხა­დია, ყვე­ლა სი­ახ­ლის მი­მართ კითხ­ვე­ბი ჩნდე­ბა. მაგ­რამ, ასე იყო თუ ისე, ნე­ბით, ძა­ლით, ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სი­ახ­ლეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი მიყ­ვე­ბოდ­ნენ, სხვა გზა არ ჰქონ­დათ.

კრე­დი­ტებ­საც აგ­რო­ვებ­დ­ნენ, იმ ფურ­ც­ლებ­საც ავ­სებ­დ­ნენ (რო­მელ­საც არა­ვინ კითხუ­ლობ­და და კითხუ­ლობს), ტრე­ნინ­გებ­ზეც და­დი­ოდ­ნენ, თე­ო­რი­ებ­საც ეც­ნო­ბოდ­ნენ, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ტა­შის­კ­ვ­რით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი უვარ­გი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თაც წვა­ლობ­დ­ნენ, შრო­მობ­დ­ნენ. კარგ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ვამ­ბობ.

იგი­ვე სა­მი­ნის­ტ­რომ გა­არ­კ­ვია, რომ კრე­დი­ტე­ბის გრო­ვე­ბა სი­სუ­ლე­ლე ყო­ფი­ლა, ფურ­ც­ლე­ბი ტყუ­ი­ლად ავ­სე­ბი­ნა ამ ხალხს, 20 000 ტრე­ნინ­გი გა­ა­ტა­რა და სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გი არ დად­გა, რა ად­გილ­ზეც ვი­ყა­ვით, იმა­ზე წინ არ ვართ ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში. და­კარ­გუ­ლი დრო, სა­ა­თე­ბი, რაც ბავ­შ­ვებს უნ­და მოხ­მა­რე­ბო­და, ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გია ვი­ღას ახ­სოვს და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვი­ნაა? არა­და, ნა­წი­ლი, იმ დრო­საც, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით ამარ­თ­ლებ­და ამას. ასე იყო თუ ისე, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დი­ლე­ბად დარ­ჩა, უნ­დობ­ლო­ბა გაჩ­ნ­და და არ­სე­ბობს დღემ­დე.

და­იწყეს რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად ცვლის სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცესს.

წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და თან, რო­ცა ამ­ხე­ლა საქ­მეს იწყებ, ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ფორ­მა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი: გარ­ჩე­ვა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, ყვე­ლა სკო­ლა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნას­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ნა­ცეა არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი.

ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ექ­ს­პერ­ტე­ბად გა­მოცხ­ვ­ნენ ამ ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­ს­გავ­ს­ნენ: კომ­პ­ლექ­სუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი გა­მოცხა­დე­ბუ­ლი აქვთ უპი­რო­ბო ჭეშ­მა­რი­ტე­ბად, უც­დო­მე­ლად, ვი­საც არ მოს­წონს ახა­ლი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა: არის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, ბნე­ლი, უვი­ცი, არ გა­უ­გია ბლუ­მი, სკი­ნე­რი, გარ­დ­ნე­რი და სხვე­ბი. მხო­ლოდ კო­მუ­ნის­ტუ­რი — „ადე­ქი, მო­ყე­ვი“ იცის და იმი­ტომ არ მოს­წონს! სხვა ვერ­სია არ არ­სე­ბობს!

და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სნო­ბიზ­მი: აი, გო­ი­მე­ბი, სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია არ იცი­ან, სა­მიზ­ნე ცნე­ბებს ვერ წვდე­ბი­ან. აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­წონ­დეს ყვე­ლას! ჩა­მორ­ჩე­ნი­ლის იარ­ლიყს ვერ გა­დარ­ჩე­ბით.

მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ საგ­ნე­ბი ცალ-ცალ­კე არ მომ­წონ­სო: ფი­ზი­კა ცალ­კე არ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დე­სო, ქი­მია ცალ­კე არაო. არა­და 2024 წლამ­დე გა­წე­რი­ლია უკ­ვე ის გეგ­მა, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე და­ამ­ტ­კი­ცეს დი­დი ზარ­ზე­ი­მით. რა გა­ა­კე­თოს ახ­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა? დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს, ბუ­ნებ­რი­ვია, იმი­ტომ რომ ყვე­ლამ იცის, რა იდე­აც მო­უ­ვი­დათ, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე გი­ჟუ­რი, ყვე­ლა­ფერს გა­ათ­რე­ვენ ისე, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რი არც აინ­ტე­რე­სებთ“.

⇒ და­ბო­ლოს, რო­გო­რია თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი?

⇒ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი. ბი­უ­როკ­რა­ტი­ით, სქე­მით, ცუ­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით და­ღა­ლეს. თუ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და­იწყეს ლა­პა­რა­კი, მა­შინ მას­წავ­ლებ­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეთ და უნ­და აცა­ლონ მე­თო­დე­ბის არ­ჩე­ვაც. სა­ბო­ლო­ოდ, შე­დე­გით და მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ვი­სი მე­თო­დი ჯობ­და და ვი­სი უარე­სი იყო.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი