30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლების ნახევარმა გამოთქვა ჯილდოს აღების სურვილი

spot_img
როგორც ცნობილია, გაზაფხულზე,  საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, სამინისტროსგან შეთავზება მიიღეს: პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ 2 წლის ხელფასის ოდენობის ფულადი ჯილდო, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიც შეუნარჩუნდება. შეთავაზება პედაგოგთა ნაწილისთვის საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა,  ნაწილმა კი მაინც სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა არჩია და გამოცდებზე დარეგისტრირდა.

რამდენმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფულად ჯილდოზე და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? – ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციის მიხედვით,  6 ათასზე მეტმა პედაგომა გამოთქვა სურვილი მიიღოს ფულადი ჯილდო და წავიდეს პენსიაზე:  „პირველადი ინფორმაცია შევაგროვეთ იმისთვის, რომ გვენახა, რა თანხებს უკავშირდება საპენსიო ჯილდო, რათა მისი მობილიზება დროულად განვახორციელოთ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით  ვაბობთ, რომ 6 ათასზე ცოტა მეტმა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გამოთქვა ფულადი ჯილდოს აღების სურვილი, თითქმის ნახევარმა –  სისტემაში 12 ათასი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი გვყავს, რომელთაც არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული. ძალიან მიხარია, რომ განწყობა პოზიტიურია და მასწავლებლებმა ეს ინიციატივა ზუსტად ისე მიიღეს, როგორც იყო შეთავაზებული –  მათი მხრიდან ამის აღიარებას დადებითი ემოცია მოჰყვა.“

რაც შეეხება პროცედეურებს  მინისტრის მოადგილის განცხადებით ფინანასთა სამინისტროსთან კონსულტაციები დასრულებულია და მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავა განკარგულების პროექტი და  დამტკიცდება ჯილდოს გაცემის ეტაპები და პირობები. მისივე თქმით, ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება სასწავლო წლის დასაწყისისთვის (აგვისტოს მეორე ნახევარი/სექტემბერი) იგეგმება.

თუმცა, როგორც ცნობილია ეს იქნება პირველი ეტაპი, რადგან ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა მასწავლებლებს 2019 წლის ბოლომდე აქვთ – სამინისტროს ინიციატივით პენსიონერ პედაგოგებს, წლის ბოლომდე შეუძლიათ 2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით აიღონ და სკოლა დატოვონ.

♦ ♦ ♦

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც პირველ ეტაპზე არ გამოთქვა შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილი,  ამის შესაძლებლობა 2019 წლის ბოლომდე  რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

⇒ თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს განათლების სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე;

⇒ თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;

⇒ როგორც ცნობილია, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს ორჯერ ეძლევათ  შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის ბოლომდე.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები