27 ივლისი, შაბათი, 2024

საპენსიო ასაკის მასწავლებლთა ნაწილი რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს და არჩევანს ფულად ჯილდოზე აკეთებს

spot_img

სახელმწიფოსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი რამდენიმე ასეულმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრში მსგავსი შინაარსის 500-მდე ზარი შევიდა.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება ნებაყოფლობითია, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ჯილდო 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ, ასევე, შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლისა და შედეგების გაგების შემდეგ.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ რეგისტრაციის გაუქმებას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ვთხოვთ მათ, თუ სურთ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაციას, ამის შესახებ მათ სკოლას და რესურსცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ, რადგან რეგისტრაცია შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ მოხდება.

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, საგამოცდო საკითხებში ცვლილებები არ შესულა: „პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატსა და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1,4, 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. ოღონდ პროფესიაში შემომსვლელისთვის ეს ბარიერი განსხვავებულია – შარშან იყო 60% და მეტი ქულები; წელს ქულები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ეს ბარიერებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება – უნარებისა და საგნობრივის, პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ, ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები მხოლოდ საგნობრივ გამოცდას აბარებენ,“ – განმარტა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი, უკან დაუბრუნდებათ, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კი გამოცდა უფასოა.

მასწავლებელთა გამოცდები ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება, თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები