12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი და სკო­ლის ექი­მე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის პრაქ­ტი­კა – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვის ან­გა­რი­ში – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი და სკო­ლის ექი­მე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის პრაქ­ტი­კა და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

„გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ბი­უ­ჯეტ­მა 2024 წელს 2.5 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, რომ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მი­მარ­თუ­ლია უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის­თ­ვის სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, რის გა­მოც კო­მი­ტეტ­მა, გა­სულ წლებ­ში, მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქ­ტის/კა­ბი­ნე­ტის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია მოკ­ველ­ვის ან­გა­რიშ­ში.

თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვა 2023 წლის ივ­ნი­სი­დან 2024 წლის მარ­ტის ჩათ­ვ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ჩარ­თუ­ლი იყო 86 სა­ჯა­რო სკო­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა მიგ­ნე­ბე­ბი და შე­მუ­შავ­და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვის ძი­რი­თად მიგ­ნე­ბებ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ:

  1. სკო­ლე­ბის 93%-ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი მოწყო­ბი­ლია ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად: აღ­ჭურ­ვი­ლია ავე­ჯით, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რით, ტექ­ნი­კით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და სა­ხარ­ჯი მა­სა­ლით;
  2. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აქვთ სირ­თუ­ლე­ე­ბი შეს­ყიდ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით;
  3. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და სურს და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო კურ­სე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი.

უფ­რო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სკო­ლის ექი­მის, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე სკო­ლებ­ში, ან­გა­რიშ­ში შე­სუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­გაც­ნოთ.

♦ ♦ ♦

რო­გორც ცნო­ბი­ლია, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში 2021 წელს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იღებს ზო­მებს, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სივ­რ­ცის (კა­ბი­ნე­ტი/პუნ­ქ­ტი) ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვი­სა და მა­თი სრულ­ყო­ფი­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი.

სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი გან­საზღ­ვ­რუ­ლია მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სას­წავ­ლო შე­ნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. დიდ­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის არ­სე­ბო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ხო­ლო სკო­ლებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რეა, მა­გა­ლი­თად, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, და­საშ­ვე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, სა­ნი­ტა­რია-ჰი­გი­ე­ნი­­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რო­გო­რიც არის სოფ­ლის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხო­ლო აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩეს ორი სკო­ლა, სა­დაც, თი­თო­ე­ულ­ში, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 50-ზე ნაკ­ლე­ბია და აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­ემ­სა­ხუ­როს ერ­თი ექ­თა­ნი/ექი­მი, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით (მო­რი­გე­ო­ბით) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, კვი­რის დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის ან სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

2024 წლის მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1807 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, და­საქ­მე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ექი­მი ან/და ექ­თა­ნი და ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლას აქვს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, სკო­ლე­ბის 87%-ში არის სკო­ლის ექი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი. თუმ­ცა, სკო­ლებ­ში ახა­ლი ვა­კან­სი­ე­ბის გა­ჩე­ნამ (ექი­მი/ექ­თა­ნი) გა­მო­იწ­ვია კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, რად­გან ექი­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა არა­ერთ ად­გილ­ზეა და­საქ­მე­ბუ­ლი. რო­დე­საც სკო­ლა სა­ჭი­რო კადრს ვერ პო­უ­ლობს, იძუ­ლე­ბუ­ლია, მი­ი­ღოს აპ­ლი­კან­ტი, რო­მე­ლიც უკ­ვე და­საქ­მე­ბუ­ლია და სურ­ვი­ლი აქვს, შე­თავ­სე­ბით იმუ­შა­ოს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლა­ში ექი­მის/ექ­თ­ნის ყოფ­ნა მოს­წავ­ლის გა­მოცხა­დე­ბი­დან მის სახ­ლ­ში წას­ვ­ლამ­დე აუცი­ლე­ბე­ლია.

2023 წლის ნო­ემ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 326 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვა­კან­სია იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი (უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, დე­ფი­ცი­ტია მა­ღალ­მ­თი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში, სოფ­ლე­ბი­სა და და­ბე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში).

რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლებ­ში სკო­ლის ექიმ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და რა პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი იკ­ვე­თე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

სკო­ლის ექი­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბები

იცავს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას;

ახ­დენს დაკ­ვირ­ვე­ბას მოს­წავ­ლის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – რე­ფე­რი­რე­ბას სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან;

 ატა­რებს და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს;

 აწარ­მო­ებს მოს­წავ­ლე­ე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თ­ვას სკო­ლა­ში;

 ახორ­ცი­ე­ლებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის, სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მოს­ვ­ლამ­დე;

სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ერ­თად, მო­ნი­ტო­რინგს უწევს წყალს, სა­ნი­ტა­რია/ჰი­გი­ე­ნას და კვე­ბის ბლო­კის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას, კა­ნო­ნის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას.

მოკ­ვ­ლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 86 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, 78-ში (90.6%) არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ხო­ლო 8 სკო­ლა­ში არ არის (9.3%). 78-ივე სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია და ჩარ­თუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის და სკო­ლის ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ში. ამ­ბო­ბენ, რომ პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სა­უბ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა სკო­ლა­ში, სა­დაც არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის დროს მყი­სი­ე­რია რე­ა­გი­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი იძა­ხე­ბენ სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბას და უკავ­შირ­დე­ბი­ან მშობ­ლებს.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კარ­გად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, სუფ­თა და ნა­თე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხე­ბია, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი და, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, მოს­წავ­ლე­ებ­სა და სკო­ლის პერ­სო­ნალს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სკო­ლის ექი­მი, რაც ხელს შე­უწყობს და­ცუ­ლი და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნას. სკო­ლის ექი­მი, პე­რი­ო­დუ­ლად, ახორ­ცი­ე­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას, კერ­ძოდ, სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე 2-ჯერ ან მეტ­ჯერ.

სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სკო­ლის ექი­მი, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­თან და სკო­ლის პერ­სო­ნალ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბი­სა და საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ. აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მშობ­ლებ­თან.

თე­მა­ტუ­რი მოკ­ვ­ლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, სა­უ­ბა­რია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და გო­გო­ნებ­ში პა­პი­ლო­მა ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აც­რის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. მოს­წავ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექიმ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ხდე­ბა მოს­წავ­ლის მშობ­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ან უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აც­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­დ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და იმუ­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე – პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სკო­ლის ექი­მი.

მოკ­ვ­ლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­სურ­ვე­ლია უშუ­ა­ლოდ, სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, ექი­მის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბო­დეს სას­წავ­ლო კურ­სე­ბი, რაც კი­დევ უფ­რო და­ეხ­მა­რე­ბა მათ და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, რაც შეს­ყიდ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. გა­მოწ­ვე­ვაა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის ფორ­მე­ბი, ვა­დე­ბი და არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი. ასე­ვე, გა­მოწ­ვე­ვად სა­ხელ­დე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით აღ­ჭურ­ვის სა­კითხი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მოვ­ლინ­და, რომ მა­თი უმე­ტე­სო­ბა სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბა სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ლის მო­ძი­ე­ბა­ში – „ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი საკ­მა­რი­სი არ არის“ და „ჭირს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მო­ძი­ე­ბა“. პრობ­ლე­მაა ასე­ვე და­საქ­მე­ბული პერ­სო­ნა­ლის და­ბა­ლი შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მათ მი­ერ ნა­კისრ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და გა­წე­ულ შრო­მას. მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა გა­კეთ­და სკო­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან და ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რის დრო­საც. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მშო­ბელ­თა გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გებ­შიც აღი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის – „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ პრო­ექ­ტის „მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლა­ში“ ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 2023 წელს და რო­მელ­შიც 1030-მა მშო­ბელ­მა, მათ შო­რის, თბი­ლის­ში, სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­მა პი­რებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე სკო­ლამ ეს პრობ­ლე­მა სო­ცი­ა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მით აყ­ვა­ნი­ლი კად­რე­ბით გა­დაჭ­რა. და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ დამ­ლა­გებ­ლე­ბად და გა­რე სივ­რ­ცის ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბად – სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­შე პირ­თა შეს­ვ­ლა/გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­სა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ მო­წო­დე­ბულ შე­ფა­სე­ბა­ში წე­რია, რომ სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა არ რე­გუ­ლირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ამ პრო­ცე­სის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ას­პექ­ტე­ბი გაბ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხ­ვა გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და ნორ­მა­ტი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში.

სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში დღემ­დე პრობ­ლე­მად რჩე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უსაფ­რ­თხო სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. 86 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, მხო­ლოდ 9 სკო­ლას არ აქვს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლი, ამა­ვე დროს, უმე­ტე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ჰყავთ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე (შშმ) მოს­წავ­ლე­ე­ბი. სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა (სსსმ) და შშმ მოს­წავ­ლე­ებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი; სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლია, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი სეგ­რე­გა­ცი­ის ნიშ­ნით; ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხუ­რე­ბი პრი­ვა­ტუ­ლია და და­ცუ­ლი, უნი­ტა­ზე­ბი გათ­ვ­ლი­ლია მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე; სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ჰი­გი­ე­ნუ­რია მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის და ად­ვი­ლი და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად; ტუ­ა­ლე­ტებ­თან ახ­ლოს მოწყო­ბი­ლია მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ხელ­სა­ბა­ნე­ბი. ტუ­ა­ლე­ტე­ბის სი­სუფ­თა­ვე და ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა რუ­ტი­ნუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­ში ორი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტია გათ­ვ­ლი­ლი შშმ მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

თუმ­ცა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის 2013 წლის კვლე­ვა­ში – „სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და ცალ­კე სვე­ლი წერ­ტი­ლი გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნას, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ყო­ველ მე­ა­თე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და ხელ­სა­ბა­ნი. ამ კუთხით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სოფ­ლის სკო­ლებ­ში. ხო­ლო, სკო­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში არ იყო სა­პო­ნი, პირ­სა­ხო­ცი, ხელ­სა­ხო­ცი და სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედ­ში ხელ­სა­ბა­ნი ტუ­ა­ლე­ტის ჯი­ხურ­თან ან მის ახ­ლოს არ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამით შე­საძ­ლოა აიხ­ს­ნას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ „სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი ხელს არ იბან­და ტუ­ა­ლე­ტი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ“. თე­მა­ტურ მოკ­ვ­ლე­ვა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ სუ­რა­თი შე­იც­ვა­ლა COVID 19 პან­დე­მი­ის დროს, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ლი­ერ­და ხე­ლის და­ბა­ნის სწო­რი მე­თო­დე­ბი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სწავ­ლე­ბა, ასე­ვე, გამ­კაც­რ­და აღ­ს­რუ­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლი.

მოკ­ვ­ლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ სკო­ლე­ბის და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან: დამ­ლა­გებ­ლე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი (სკო­ლის ექი­მი/ექ­თა­ნი). დამ­ლა­გებ­ლე­ბი უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ წმენ­და-და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცესს, იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ხსნა­რებ­სა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს. ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ზოგ­ჯერ – სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, იშ­ვი­ა­თად – ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი. ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­წო­დე­ბუ­ლი ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ლა­გე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პი­რებს აწ­ვ­დის მიმ­წო­დე­ბე­ლი. სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სკო­ლის და­ლა­გე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­ლა­გე­ბის წე­სის, გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ხსნა­რე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვის წე­სებ­ზე, სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს პრო­ცე­სი მათ­თან გა­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის დაკ­ვირ­ვე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი გა­უმ­ჯო­ბეს­და COVID 19-ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სკო­ლის პერ­სო­ნალს უტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი, იმარ­თე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ზო­გა­დი სუ­რა­თი­სა, რაც მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იკ­ვე­თე­ბა, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ეჭ­ვო­ბენ და­ლა­გე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­აჩ­ნი­ათ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბაა უმ­ჯო­ბე­სი და­ლა­გე­ბის პრო­ცეს­ში. ტექ­ნი­კუ­რი მოთხოვ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტის კითხ­ვა­რი­დან, ასე­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სკო­ლის და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­წე­რი­ლია და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში. ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში, ში­და და გა­რე ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის­თ­ვის, წი­ნას­წარ აქვთ გა­წე­რი­ლი გეგ­მა-გრა­ფი­კი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და N01-40/ო ბრძა­ნე­ბით დად­გე­ნილ გა­იდ­ლა­ინს ან რე­კო­მენ­და­ცი­ებს ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტ­რი­დან. რამ­დე­ნი­მე დიდ­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლას, რო­მელ­თა და­ლა­გე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი იყო 3-5 დამ­ლა­გე­ბე­ლი, სექ­ცი­ე­ბად ჰქონ­დათ და­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რია და თი­თო­ე­უ­ლი პი­რი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი იყო მი­სი სექ­ცი­ის სი­სუფ­თა­ვე­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნა­ზე.

თე­მა­ტურ მოკ­ვ­ლე­ვა­ში შე­სუ­ლია ასე­ვე ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი, წყალ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რო­მე­ლიც (წყალ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა) აღი­ა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ზე, 1966 წელს მი­ღე­ბუ­ლი „ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პაქ­ტის მე-15 ზო­გად კო­მენ­ტარ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, „ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, მი­ი­ღოს საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბის უსაფ­რ­თხო, ფი­ზი­კუ­რად და ფი­ნან­სუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი წყა­ლი რო­გორც პი­რა­დი, ისე სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის“.

რა ხდე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით

მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად იკ­ვე­თე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან სუფ­თა, უსაფ­რ­თხო, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სას­მე­ლი წყლით. მოკ­ვ­ლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვთ დის­პენ­სე­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი სკო­ლა, სა­დაც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა არ არის, გა­ნიც­დის წყლის დე­ფი­ციტს, რაც ჭის წყლით კომ­პენ­სირ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი/მა­თი მშობ­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლის მხრი­დან გა­ცე­მუ­ლია რე­კო­მენ­და­ცია მარ­კი­რე­ბუ­ლი ბოთ­ლე­ბით სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი სას­მე­ლი წყლით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რად­სა­ღე­ბია, რომ მა­ღალ­მ­თი­ან ზო­ნა­ში მდე­ბა­რე ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში გა­რე პე­რი­მეტ­რ­ზეა მოწყო­ბი­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წყლის სის­ტე­მე­ბი. ზამ­თარ­ში, პე­რი­ო­დუ­ლად, მი­ლებ­ში წყა­ლი იყი­ნე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­მა­რა­გო ავ­ზე­ბის წყლით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­მე­ლიც სას­მე­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სკო­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში ამ­ბო­ბენ, რომ სარ­გებ­ლო­ბენ სოფ­ლის წყალ­სა­დე­ნით, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სო­ფე­ლი მთე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი სას­მე­ლი წყლით მა­რაგ­დე­ბა, რო­მე­ლიც სუფ­თა და უსაფ­რ­თხოა, რა­საც იმ ფაქ­ტით ხსნი­ან, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა წყლის­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა. მთელ რიგ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სას­მე­ლი წყლის უვ­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­მა­რა­გო რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბია და აცხა­დე­ბენ, რომ სის­ტე­მა­ტუ­რად რეცხა­ვენ რე­ზერ­ვუ­ა­რებს, თუმ­ცა, რეცხ­ვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვთ.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს იმ სკო­ლე­ბის სას­მე­ლი წყლის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კითხი, რომ­ლე­ბიც ჭის წყლით სარ­გებ­ლო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ხა­რის­ხი მოწ­მ­დე­ბა, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს მე­ქა­ნიზ­მი საკ­მა­რი­სი არ იყოს, რად­გან, მა­თი აზ­რით, მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და­ბინ­ძუ­რე­ბა.

გა­მო­იკ­ვე­თა ზო­გა­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქა­ლაქ­სა და სოფ­ლებს შო­რის, უსაფ­რ­თხო სას­მელ წყალ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით. არა­ერთ სკო­ლა­ში გა­მო­ით­ქ­ვა მო­საზ­რე­ბა, რომ დიდ ქა­ლა­ქებ­სა და ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის სას­მელ წყალ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უფ­რო კარ­გად არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რად­გან ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მით (წყალ­სა­დე­ნე­ბით) მა­რაგ­დე­ბი­ან, შე­და­რე­ბით გა­მარ­თუ­ლია სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა წყლის გა­უს­ნე­ბოვ­ნე­ბა (დაქ­ლორ­ვა და სხვა მე­თო­დე­ბი) და წყლის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი სოფ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მცი­რე­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

სას­მე­ლი წყლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და სა­ნი­ტა­რი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი რე­სურ­სე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სკო­ლის პერ­სო­ნალ­სა და მოს­წავ­ლე­ებს, გა­მო­ი­მუ­შა­ონ ის პრაქ­ტი­კუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას მარ­ტი­ვი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გზით.

იმ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც ჭის წყლით სარ­გებ­ლო­ბენ, არ დგინ­დე­ბა ჭე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ხა­რის­ხი.

მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­კ­ვე­ვა, რომ მო­ზარ­დ­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში სას­მე­ლი წყლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სას­კო­ლო თე­მის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დე­ბით ხდე­ბა.

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის „კლუ­ბე­ბი“, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა „ეკოკ­ლუ­ბებ­ზე“, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ კუ­რი­კუ­ლუ­მებ­თან (სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო) ერ­თად, სუფ­თა სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე აწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კლუ­ბე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ეკოპ­რო­ექ­ტებს, აწყო­ბენ შეხ­ვედ­რებს, გა­მო­კითხ­ვებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, ამ­ზა­დე­ბენ კედ­ლის გა­ზე­თებ­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლას გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი „თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სუფ­თა გა­რე­მოს­თ­ვის“ იმე­რე­თის მხა­რის მეც­ნი­ერ­თა კავ­შირ­თან „სპექ­ტ­რი“ და წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბა (სა­უბ­რე­ბი, პოს­ტე­რე­ბის და­რი­გე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის, ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი და სხვა) ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მოკ­ვ­ლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლა, აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის, ხო­ლო სკო­ლა­თა ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ზო­გა­დი სა­უბ­რე­ბი, ფორ­მა­ლურ ან/და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სკო­ლის ექი­მე­ბი/ექ­თ­ნე­ბი და კლა­სის დამ­რი­გებ­ლებ­თან, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს და სას­კო­ლო თემს აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­მე­ლი წყლის როლ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე, უვ­ნებ­ლო­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­ურ ხარ­ჯ­ვა­სა და სხვა სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ აკონ­კ­რე­ტე­ბენ რა გზე­ბით, ვი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და რო­გო­რია სას­კო­ლო თე­მის რო­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში. ერთ-ერთ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ სა­რგებ­ლო­ბენ სას­მე­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მის ნორ­მი­რე­ბულ მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი წე­სით. ზო­გი­ერ­თი სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კა­ზე არ­სე­ბულ გა­და­ცე­მებს უყუ­რე­ბენ და ამ გზით იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპორ­ტი­ს ან/და ბი­ო­ლო­გი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

♦ ♦ ♦

ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვა და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი თუ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი. ხა­რის­ხი­ა­ნ სას­მე­ლ წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი, რაც ფი­ზი­კურ, ქი­მი­ურ და ბი­ო­ლო­გი­ურ ფაქტორს წარ­მო­ად­გენს, შე­საძ­ლოა პო­ტენ­ცი­ურ რისკს უქ­მ­ნი­დეს მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას რო­გორც ახ­ლო, ასე­ვე შო­რე­ულ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში. საფ­რ­თხით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია საფ­რ­თხის გა­მოვ­ლე­ნის ალ­ბა­თო­ბი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ძი­მის შე­ფა­სე­ბა.

სკო­ლებ­ში ჯან­საღ სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, კონ­ტ­რო­ლის, აღ­მოფხ­ვ­რის, შემ­ცი­რე­ბის, არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­გეგ­მ­ვის მიზ­ნით, გა­მოთ­ქ­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­იკ­ვე­თა ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლის ად­რე­სა­ტი რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტ­როა – გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

  1. სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, წყლი­სა და ჰა­ე­რის ხა­რის­ხის სა­ყო­ველ­თაო შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ი­ცავს მარ­თ­ვის არას­წორ პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი­სა და რის­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნას;
  2. სკო­ლებ­ში, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სა­თა­ნა­დო მარ­თ­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ერ­თი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი, სა­ნი­ტა­რი­ულ-ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, სას­მე­ლი წყლის, სკო­ლე­ბის მოწყო­ბის, აღ­ჭურ­ვი­სა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის ნორ­მებს, წე­სებ­სა და პი­რო­ბებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დო­კუ­მენ­ტი მო­ი­ცავ­დეს სსსმ და შშმ პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც;
  3. სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და მა­თი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა;
  4. სკო­ლებ­ში მღრღნე­ლე­ბის, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბის­გან თავ­დაც­ვის, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და მარ­თ­ვის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა;
  5. სკო­ლებ­ში სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხ­ზე სის­ტე­მუ­რი კონ­ტ­რო­ლი და სას­მე­ლი წყლის უვ­ნებ­ლო­ბის კონ­ტ­როლ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის გან­საზღ­ვ­რა;
  6. სკო­ლის ექი­მის­თ­ვის/ექ­თ­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ფი­კუ­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და მა­თი ეტა­პობ­რი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბა;
  7. სკო­ლის ექი­მის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და სკო­ლის ექი­მის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბა;
  8. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში, ჰი­გი­ე­ნა­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბა.
მოამზადა ლალი ჯელაძემ

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები