27 ივლისი, შაბათი, 2024

სანდრო მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი NCCA-ს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის რან­გ­ში ტო­ვებს

spot_img
ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ჩი­ნე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ჩა­ა­ტა­რა ამე­რი­კულ სტუ­დენ­ტურ სა­კა­ლათ­ბურ­თო ლი­გა­ში (NCCA) ნიუ ჯერ­სის „სე­ტონ ჰო­ლის“ 21 წლის ქარ­თ­ველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა, სან­დ­რო მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა — იგი და­ა­სა­ხე­ლეს თა­ვი­სი კონ­ფე­რენ­ცი­ის (BIG EAST) სიმ­ბო­ლურ ხუ­თე­ულ­ში, მე­რე კი — ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­თა სა­მე­ულ­ში; ჩა­ა­ტა­რა რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი შეხ­ვედ­რა… ამას­თან, კონ­ფე­რენ­ცი­ის სიმ­ბო­ლურ ხუ­თე­ულ­ში, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, ყვე­ლა მწვრთნელ­მა ერ­თხ­მად და­ა­სა­ხე­ლა. ასე­თი პა­ტი­ვი კი ხუ­თე­ულ­ში, მის გარ­და, მხო­ლოდ ერთს ხვდა წი­ლად — „ვი­ლა­ნო­ვას“ ჯე­რე­მია რო­ბინ­სონ ეარ­ლის. აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი წლე­ვან­დელ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში კი­დევ ერ­თხელ აღ­მოჩ­ნ­და ქარ­თ­ვე­ლის გვერ­დით — წელს BIG EAST-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა, კონ­ფერ­ფენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სოდ სა­მი მო­თა­მა­შე და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, ამ ტრი­ო­ში მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი და რო­ბინ­სონ ეარ­ლიც შე­ვიდ­ნენ, კი­დევ ერთ ვი­ლა­ნო­ველ­თან — კო­ლინ გი­ლეს­პის­თან ერ­თად. ისი­ნი ამ ტი­ტულს თა­ნაბ­რად ინა­წი­ლე­ბენ.

ერ­თი სიტყ­ვით, მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი NCCA-ს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის რან­გ­ში ტო­ვებს და ამ სტა­ტუ­სით მი­დის NBA-ში: ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ზაფხულ­ში, NBA-ს დრაფ­ტ­ზე დად­გე­ბა. იქ წას­ვ­ლა შარ­შა­ნაც სურ­და და თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა და­ა­ყე­ნა კი­დეც დრაფ­ტ­ზე, რამ­დე­ნი­მე კლუბ­მა გა­სა­უბ­რე­ბა­ზეც მი­იწ­ვია და მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მწვრთნელ კე­ვინ ვი­ლარდს და­უ­ჯე­რა და ერ­თი წლით კვლა­ვაც სტუ­დენ­ტურ ლი­გა­ში დარ­ჩა. ვი­ლარ­დი მას თა­ვი­დან­ვე ურ­ჩევ­და, არ ეჩ­ქა­რა NBA-ში წას­ვ­ლა, ჯერ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და მე­რე გა­და­სუ­ლი­ყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­მუ­კე­ლაშ­ვილს მა­შინ NBA-ს დრაფ­ტ­ზე დად­გო­მას არც სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ნა­წი­ლი ურ­ჩევ­და, ოღონდ არა იმი­ტომ, რომ თით­ქოს მზად არ იყო ასეთ დო­ნე­ზე სა­თა­მა­შოდ, პი­რი­ქით, ლა­მის ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ადაპ­ტა­ცია არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მა­თი არ­გუ­მენ­ტი ის იყო, რომ სტუ­დენ­ტურ ლი­გა­ში კი­დევ უფ­რო მოძ­ლი­ერ­დე­ბო­და და გა­ცი­ლე­ბით უკეთ მო­ემ­ზა­დე­ბო­და NBA-ში სა­თა­მა­შოდ. ამას­თან, მი­მომ­ხილ­ველ­თა ნა­წი­ლი პირ­და­პირ ურ­ჩევ­და „სე­ტონ ჰო­ლის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­შიც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი, რად­გან უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი იყო NBA-ში კლუ­ბის მე­ო­რე ლი­დე­რის გა­დას­ვ­ლა. ისი­ნი პირ­და­პირ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­საც თუ და­კარ­გავ­დ­ნენ, კლუბს მის გა­რე­შე ფრი­ად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

მა­შინ „სე­ტონ ჰო­ლის“ მწვრთნე­ლი იმა­საც ამ­ბობ­და, რომ იმ გა­სა­უბ­რე­ბამ და დრაფ­ტ­ზე ყოფ­ნამ მა­ინც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. — ბევ­რად უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­და: „მან NBA-ს დრაფ­ტის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა და დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბაც გა­მო­იწ­ვია. ახ­ლა ის შეც­ვ­ლი­ლია — თუ ად­რე თავ­და­ჯე­რე­ბა ცო­ტა­თი აკ­ლ­და, ახ­ლა სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია. მან უკ­ვე კარ­გად იცის, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­თა­მა­შეა. ახალ სე­ზონ­ში გუნ­დ­ში „მა­მუს“ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შის რო­ლის გაზ­რ­დას ვე­ლო­დე­ბი. სან­დ­როს მა­გა­რი სე­ზო­ნი ექ­ნე­ბა“. — ამ­ბობ­და ვი­ლარ­დი.

მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი მარ­თ­ლაც დარ­ჩა კლუბ­ში, სა­დაც მარ­თ­ლაც ნამ­დ­ვილ ლი­დე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რა­დაც გა­იბ­რ­წყი­ნა! ახ­ლა ის NBA-ს კარ­ზეც ბევ­რად თა­მა­მად და­ა­კა­კუ­ნებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სან­დ­როს ბე­ბია — ირა გა­ბაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქალ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი იყო!

ბუ­ნებ­რი­ვია, მა­მუ­კე­ლაშ­ვილს მთა­ვა­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი წინ აქვს, წლე­ულს მო­პო­ვე­ბუ­ლი წო­დე­ბე­ბი კი მი­სი კა­რი­ე­რის მხო­ლოდ და­საწყი­სია, თუმ­ცა ესეც გა­მორ­ჩე­უ­ლი ამ­ბა­ვია. აი, რო­გორ იხ­სე­ნებს სან­დ­რო იმ წუ­თებს, რო­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­იტყო. თურ­მე მას ეს ამ­ბა­ვი კლუ­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თ­ან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ტომ ჩენ­მა შე­ატყო­ბი­ნა ტე­ლე­ფო­ნით:

„ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, მგო­ნი, ჭკუ­ი­დან შე­ვი­შა­ლე და ტე­ლე­ფონ­ში ვყვი­რო­დი — აღ­ნიშ­ნუ­ლის­თ­ვის ხომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე. მა­ინც ეჭ­ვ­მა შე­მიპყ­რო და ტომს მივ­წე­რე: მარ­თა­ლი მითხა­რი, ეს ნამ­დ­ვი­ლად მოხ­და? მი­სი პა­სუ­ხი მოკ­ლე და მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი გახ­ლ­დათ: „მა­მუ“!

რო­ცა ჯილ­დოს მო­გე­ბის ამ­ბა­ვი ჩემს ძმას გა­ვა­გე­ბი­ნე, ორი­ვე შოკ­ში ვი­ყა­ვით. ეს ემო­ცი­ე­ბის ზღვა იყო, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღემ­დე გამ­ყ­ვა, ვიდ­რე მწვრთნელს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მთე­ლი ღა­მე არ მე­ძი­ნა… მად­ლო­ბას ვუხ­დი კონ­ფე­რენ­ცია BIG EAST-ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს. უდა­ვოა, რომ ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­მენ­ტი იყო.“

მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა ის დროც გა­იხ­სე­ნა, რო­ცა სახ­ლი და­ტო­ვა და უცხო გა­რე­მო­ში წა­ვი­და მო­მა­ვალ­თან შე­სახ­ვედ­რად: „14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სახ­ლი დავ­ტო­ვე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში წა­ვე­დი. ეს ნამ­დ­ვი­ლად ურ­თუ­ლე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას გრძნობ­დ­ნენ მა­შინ დე­და და მა­მა. მშობ­ლებს ხომ ყო­ველ­თ­ვის უნ­დათ, შვი­ლი გვერ­დით ჰყავ­დეთ და მას დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რაც მსურ­და და სრუ­ლა­დაც მენ­დო­ბოდ­ნენ. მახ­სოვს, მათ ყო­ველ­დღე ვუ­რე­კავ­დი, ვტი­რო­დი და სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვთხოვ­დი. თუმ­ცა მათ მითხ­რეს, რო­ცა რა­ი­მე საქ­მეს იწყებ, ის ბო­ლომ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნო, რის­თ­ვი­საც შე­ნი შე­საძ­ლე­ბლო­ბე­ბი სრუ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო.

იყო დრო, რო­ცა ეს მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი გახ­ლ­დათ. ამი­ტომ ჩე­მი მო­წო­დე­ბა ერ­თია: ყო­ველ­თ­ვის გჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი წინ­ს­ვ­ლა და ვარ­დ­ნაა და ზოგ­ჯერ, უბ­რა­ლოდ, გინ­დათ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა იოლი გზა მო­ნა­ხოთ, თუმ­ცა, მინ­და იცო­დეთ, რომ კომ­ფორ­ტის ზო­ნა ყო­ველ­თ­ვის დამ­ღუპ­ვე­ლად მოქ­მე­დებს.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი „სე­ტონ ჰო­ლის“ ის­ტო­რი­ა­ში მე­ოთხე კა­ლათ­ბურ­თე­ლია, ვინც კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს. წლე­ულს ის კი­დევ ორი პრი­ზის ლა­უ­რე­ა­ტია — და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია კარლ მე­ლო­უ­ნის პრი­ზის (კო­ლეჯ­თა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მძი­მე ფორ­ვარ­დი) ფი­ნა­ლის­ტად და და მეტ­რო­პო­ლი­ის წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის წო­დე­ბის კან­დი­და­ტია. ამას­თან, ის სრუ­ლი­ად სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის — NCCA-ს წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის ტი­ტუ­ლის­თ­ვის მებ­რ­ძოლ­თა 30-ეულ­შიც შე­ვი­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მე­ლო­უ­ნის პრი­ზის მფლო­ბე­ლი, 9 აპ­რილს, ESPN-ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, წელს „სე­ტონ ჰოლს“ მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი­ვით წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ვერ გა­მო­უ­ვი­და — ლი­დერ­მა აშ­კა­რად კლუბ­ზე მე­ტად გა­იბ­რ­წყი­ნა: ქარ­თ­ველ­მა ფორ­ვარ­დ­მა 25 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა და ყვე­ლა სას­ტარ­ტო­ში და­იწყო, მი­სი სა­შუ­ა­ლო შე­დე­გი­ა­ნო­ბა კი 17 ქუ­ლას აჭარ­ბებ­და! კლუ­ბის­თ­ვის ის იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სი ფი­გუ­რა გახ­და, რომ ბო­ლოს წი­ნა ტურ­ში, კო­ნექ­ტი­კუ­ტის UCoon-თან, ნიუ ჯერ­სულ­მა კლუბ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო — ბო­ლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, დარ­ბაზ­ში 1700 მა­ყუ­რე­ბე­ლი და­უშ­ვეს, რა­თა მათ მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­თან და იმ კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­თან დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ, რომ­ლე­ბიც კლუბს ტო­ვე­ბენ და NBA-ში მი­დი­ან (ასე­თი კი­დევ 3 იყო, კლუ­ბი ამ თა­მაშ­ში მათ სა­ზე­ი­მოდ და­ემ­შ­ვი­დო­ბა). 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით გან­ლა­გე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზ­ში „მა­მუს“ სკან­დი­რებ­და. „სე­ტონ ჰოლ­მა“ ეს პა­ექ­რო­ბა 58:69 წა­ა­გო, მაგ­რამ მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა ორ­მა­გი დუბ­ლი მი­ით­ვა­ლა — 20 ქუ­ლა, 10 მოხ­ს­ნა და 3 პა­სი. ამ ფონ­ზე, სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია იმ მი­მომ­ხილ­ველ­თა აზ­რი, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, „სე­ტონ ჰოლს“ ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თ­ლა, მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თი სე­ზო­ნით რომ გა­ა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვა მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

თა­ვად კლუ­ბი BIG EAST-ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მე-5 ად­გილ­ზე გა­ვი­და და „მარ­ტის სი­გი­ჟედ“ წო­დე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის ფი­ნალ­ში, იგი­ვე NCCA-ის ჩემ­პი­ონ­შიპ­ში პირ­და­პირ ვერ მოხ­ვ­და, თუმ­ცა ამ შანსს BIG EAST-ის ჩემ­პი­ონ­შიპ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვ­ლით ინარ­ჩუ­ნებ­და — მი­ნი­მუმ, ორი შეხ­ვედ­რა უნ­და მო­ე­გო, ანუ ფი­ნალ­ში გა­სუ­ლი­ყო. მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი იმ­თა­ვით­ვე მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რომ ეს ძნე­ლი ამო­ცა­ნა იყო, თუმ­ცა ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ამ ძნელ საქ­მე­ში „მე­კობ­რე­თა“ („სე­ტონ ჰო­ლის“მეტ­სა­ხე­ლია) დახ­მა­რე­ბა მა­მუ­კე­ლაშ­ვილს ნამ­დ­ვი­ლად შე­ეძ­ლო. „მე­კობ­რე­ებ­მა“ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა კარ­გა­დაც და­იწყეს — კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩემ­პი­ონ­შიპ­ში მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი­დან ჩა­ებ­ნენ და ნიუ იორ­კის სა­ხე­ლო­ვან „მე­დი­სონ სქვერ გარ­დენ­ში“ „სენტ ჯონსს“ 77:69 მო­უ­გეს, ოვერ­ტა­იმ­ში, და­ძა­ბულ პა­ექ­რო­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­თ­ველ­მა მო­რი­გი ბე­ნე­ფი­სი მო­იწყო — კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და მო­რი­გი ორ­მა­გი დუბ­ლიც მი­ით­ვა­ლა — 20 ქუ­ლა, 11 მოხ­ს­ნა და 4 პა­სი. ამ სე­ზონ­ში ეს მის­თ­ვის მე-6 ორ­მა­გი დუბ­ლი იყო, მთლი­ა­ნად კლუბ­ში კი — მე-13, ამას­თან, 10 ქუ­ლა­ზე მე­ტი, ზე­დი­ზედ, 14 თა­მაშ­ში ჩა­აგ­დო. „მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა მე­ო­რე ტა­იმ­ში მხარ­ზე შეგ­ვის­ვა და ოვერ­ტა­იმ­ში გაგ­ვა­მარ­ჯ­ვე­ბი­ნა“ — მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ ემო­ცი­ებს და ქარ­თ­ვე­ლის კარ­გი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­და ნიუ ჯერ­სელ­თა მწვრთნე­ლი კე­ვინ ვი­ლარ­დი. „ეს მარ­ტია. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ახ­ლა ყვე­ლა გუნდს შო­რის ან­გა­რი­ში 0:0-ია. ჩვენ მატ­ჩ­ზე გა­მო­ვე­დით ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით — ჩვე­ნი მი­სია გა­მარ­ჯ­ვე­ბა და წინ­ს­ვ­ლა იყო.“ — და­ა­მა­ტა მის სიტყ­ვებს მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა.

სამ­წუ­ხა­როდ, „სე­ტონ ჰო­ლი“ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ასე­თი­ვე გან­წყო­ბით ვერ გა­ვი­და „ჯორ­ჯ­თა­უნ­თან“, ვინც წი­ნა წრე­ში გა­თა­მა­შე­ბის უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტი, რე­გუ­ლა­რუ­ლის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ლი­დე­რე­ბის მფლო­ბე­ლი „ვი­ლა­ნო­ვა“ გა­მო­თი­შა. ეს თა­მა­ში სან­დ­რო­მაც შე­და­რე­ბით უფე­რუ­ლად ჩა­ა­ტა­რა — 39 წუთ­ში 8 ქუ­ლა, 10 მოხ­ს­ნა და 5 პა­სი და­აგ­რო­ვა, მი­სი კლუ­ბი კი, ბო­ლო 2.30 წუთ­ში (ამ დროს ან­გა­რი­ში თა­ნა­ბა­რი იყო), და­მარ­ცხ­და: 58:66.

ამით ნიუ ჯერ­სე­ლებ­მა სე­ზო­ნიც და­ამ­თავ­რეს, თუმ­ცა მა­მუ­კე­ლაშ­ვილს მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი წინ ელო­დე­ბა — ზაფხულ­ში NBA-ს დრაფ­ტი. დი­დი იმე­დია, მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, NBA-ს მო­რი­გი ქარ­თ­ვე­ლი შე­ე­მა­ტე­ბა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები