23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სა­მი კა­მე­რა – ერ­თი სა­უ­კუ­ნე

spot_img

23 სექ­ტემ­ბერს, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ (სოვ­ლა­ბი) წარ­მო­ად­გი­ნა, აქამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ფო­ტო გა­მო­ფე­ნა ნი­კო­ლა­ძე-ღამ­ბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხუ­რი კო­ლექ­ცი­ი­დან – „სა­მი კა­მე­რა – ერ­თი სა­უ­კუ­ნე“. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია ნი­კო­ლა­ძე – ღამ­ბა­ში­ძე­ე­ბის ობი­ექ­ტივ­ში“. გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რი ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლია.

მი­ნის ნე­გა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სოვ­ლაბ­მა ოჯა­ხის ერთ-ერ­თი შთა­მო­მავ­ლის­გან შე­ი­ძი­ნა, მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნას ასა­ხავს.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყოფ­ნის 70-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა გეგ­მა­ზო­მი­ე­რად აქ­რობ­და არა მხო­ლოდ არა­სა­სურ­ველ პი­როვ­ნე­ბებს, არა­მედ არა­საბ­ჭო­თა ყო­ფი­სა თუ მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ველ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლა­საც, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლურ პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­რა­ტი­ვებს არ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის ამო­ცა­ნა იყო ახა­ლი საბ­ჭო­თა რე­ა­ლო­ბის შექ­მ­ნა და არა­საბ­ჭო­თა, არა­ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ყო­ფის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან გაქ­რო­ბა.

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის ფო­ტო­სა და კი­ნო­ფირ­ზე აღ­ბეჭ­დილ დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას არ­ქი­ვებ­ში კე­ტავ­და ან მოს­კოვ­ში გაჰ­ქონ­და, რო­გორც „მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“. შე­დე­გად, არა­ერ­თი ამ­გ­ვა­რი მოვ­ლე­ნა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან გაქ­რა ან მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლად შე­მორ­ჩა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ფო­ტო­ებ­სა და კი­ნო­ფი­რებ­ზე იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. გამ­ქ­რა­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის თუნ­დაც ნა­წი­ლობ­რივ შე­სავ­სე­ბად ნი­კო­ლა­ძე-ღამ­ბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის აქამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ფო­ტო-მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა.

ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვის ერთ-ერ­თი მო­თა­ვე, თა­ვად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ით და ეს ხე­ლოვ­ნე­ბა შვი­ლებს – გი­ორ­გის, თა­მარს და რუ­სუ­დანს შე­ას­წავ­ლა. ქარ­თუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლის, ინ­ჟი­ნე­რი­ის, ალ­პი­ნიზ­მი­სა და ტან­ვარ­ჯი­შის ცნო­ბი­ლი პი­ო­ნე­რი, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე ჟორ­ჟე­ტა ღამ­ბა­ში­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ჟორ­ჟე­ტას მა­მა, ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძე – ექი­მი, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე ასე­ვე ფო­ტოგ­რა­ფი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლიც მის კვალს გაჰ­ყ­ვა.

ნი­კო­ლა­ძე-ღამ­ბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ობი­ექ­ტივ­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა საკ­ვან­ძო მოვ­ლე­ნა მოხ­ვ­და.

ოჯა­ხის შთა­მო­მავ­ლებ­მა ფო­ტო-მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, ნა­ბეჭ­დი ფო­ტო­ე­ბი და მი­ნი ნე­გა­ტი­ვე­ბი, მათ შო­რის სტე­რეო ფო­ტო (სამგან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ეფექ­ტის მქო­ნე ფო­ტო) ნე­გა­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის კი­ნო-ფო­ტო-ფო­ნო ცენ­ტ­რა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ქივს გა­დას­ცეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვი ონ­ლა­ინ არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, არც მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­ს­პო­ზი­ცია არ­სე­ბობს და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დრა­კო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­მო, თი­თო­ე­უ­ლი ფო­ტოს ას­ლის მო­პო­ვე­ბა დიდ ხარ­ჯებ­თანაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წელს სოვ­ლაბ­მა ოჯა­ხის ერთ-ერ­თი შთა­მო­მავ­ლის­გან შე­ი­ძი­ნა ნი­კო­ლა­ძე -ღამ­ბა­ში­ძის ფო­ტო­არ­ქი­ვის აქამ­დე უც­ნო­ბი ნა­წი­ლი – ალ­ბო­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი, ალ­პი­ნის­ტუ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი და სტე­რეო-ნე­გა­ტი­ვე­ბი. კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი ასევე შეიძინა თბი­ლი­სის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მოძ­რა­ო­ბის ლი­დერ­მა და მკვლევარმა, ცი­რა ელი­საშ­ვილ­მა და მი­სი ციფ­რუ­ლი ვერ­სი­­ე­ბი სოვ­ლაბს გა­უ­ზი­ა­რა. კო­ლექ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ფა­რავს 1900-იანი წლე­ბის და­საწყი­სი­დან 1930-იანი წლე­ბამ­დე პე­რი­ოდს, მათ შო­რი­საა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა.

სოვ­ლაბ­მა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ამ უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო, თე­მა­ტუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ნა­წი­ლი, სა­გა­მო­ფე­ნო ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ფორ­მატ­ში, წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. კუ­რა­ტო­რად კი  ფო­ტოგ­რა­ფი გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც ამო­არ­ჩია და და­ა­მუ­შა­ვა ფო­ტო­ე­ბი.

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის პე­რი­ო­დის ამ­სახ­ველ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მე­მო­რი­ა­ლუ­რი მო­ნუ­მენ­ტის გახ­ს­ნა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში, კა­ხე­თის რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­საც დი­დი ეროვ­ნუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ეძ­ლე­ო­და, ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი კუ­რორ­ტი ცე­მის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა და ქარ­თ­ლის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ეტი­უ­დე­ბი.

ცალ­კე ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი. სოვ­ლა­ბის მკვლე­ვარ­თა გუნ­დის აზ­რით, ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი ერთ-ერ­თი კად­რი შე­საძ­ლოა ასა­ხავ­დეს 1917 წლის თე­ბერ­ვ­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ის დღე­ებს ტფი­ლის­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია 1918 წელს, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დ­გომ, ანარ­ქი­უ­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბის ფონ­ზე, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის ტრა­პი­ზო­ნის სამ­შ­ვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ფო­ტოქ­რო­ნი­კა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კუ­ლი­სე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სტამ­ბოლ­ში, ბა­თუმ­ში, რა­საც შემ­დ­გომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­ფუძ­ნე­ბა მოჰ­ყ­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აქამ­დე უც­ნო­ბი და უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის სა­ზე­ი­მო დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებს, სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას, 1920 წლის კა­ტას­ტ­რო­ფულ მი­წის­ძ­ვ­რას გორ­ში და თან­მ­დევ ტრა­გე­დი­ებს.

საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ამ ნი­კო­ლა­ძე-ღამ­ბა­ში­ძის ოჯა­ხი გა­თი­შა – ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძე და ოჯა­ხის ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ნი­კო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1923 წელს დაბ­რუნ­და, თუმ­ცა მთელ ოჯახს სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი ცი­ვად და უნ­დობ­ლად ეკი­დე­ბო­და. ეს ტრა­გი­კუ­ლი ფო­ნი აშ­კა­რად არეკ­ლი­ლია ფო­ტო­კო­ლექ­ცი­ა­ში – ფაქ­ტობ­რი­ვად ქრე­ბა სა­ჯა­რო – სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვა­ლი და კა­მე­რის ობი­ექ­ტი­ვის ფო­კუს­ში, ძი­რი­თა­დად, პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო და პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბი ექ­ცე­ვა. ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა, გა­მიჯ­ვ­ნა და ერ­თ­გ­ვა­რი თვი­თი­ზო­ლა­ცია ნი­კო და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფო­ტოქ­რო­ნი­კე­ბის ამ ტრა­დი­ცი­ის წყვე­ტით მთავ­რ­დე­ბა.

კო­ლექ­ცი­ა­ში ბევ­რი უც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცია და პი­როვ­ნე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­თა ამოც­ნო­ბის აზარ­ტი და აღ­მო­ჩე­ნე­ბის სი­ხა­რუ­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს წინ ელო­დე­ბა.

სოვ­ლა­ბის გა­მო­ფე­ნას ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძ­ლობს, რო­მე­ლიც სოვ­ლა­ბის დი­დი ხნის მე­გო­ბა­რი და პარ­ტ­ნი­ო­რია.

ფო­ტო­მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნა­ზე ისა­უბ­რეს: საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ნი­ნო დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძემ, გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტორ­მა გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვილ­მა და ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძის შთა­მო­მა­ვალ­მა, ნი­ნო ღამ­ბა­ში­ძემ.

გა­მო­ფე­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია: „The Memory Project – „მეხ­სი­ე­რე­ბის  პრო­ექტ“ ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რია ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს­გან. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია: ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია, ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პენ­ცენ­ტ­რი, ილი­ა­უ­ნის მეხ­სი­ე­რე­ბის კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი, მწე­რალ­თა სახ­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ფონ­დი.

       

გა­მო­ფე­ნა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 3 თვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

მაკა ყიფიანი 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები