24 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­მი თე­მა და ერ­თი ცნე­ბა ცხრილ­ში

spot_img

თამარ კვარაცხელია
სსიპ ჩხოროწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კირ­ცხის თემის №1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი

 

 

ბი­ჰე­ვი­ო­რის­ტულ და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის სტილს შო­რის დი­დი სხვა­ო­ბაა. პირ­ვე­ლი გუ­ლის­ხ­მობს „ქცე­ვით სწავ­ლას“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოს­წავ­ლე პა­სი­უ­რი პო­ზი­ცი­ით ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­ღებ, დამ­მახ­სოვ­რე­ბელ მხა­რედ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ხო­ლო კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის მი­ხედ­ვით – მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მკა­ფი­ოდ გვე­უბ­ნე­ბა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებს.

არ­სე­ბობს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბაც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით) არ ფიქ­სირ­დე­ბა. ავი­ღოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი „ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო“, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ფე­ხურ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორი­ენ­ტი­რია და მი­სი შეს­წავ­ლის­თ­ვის კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რად იყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქი­სა და ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის მო­ცე­მუ­ლო­ბას. ჩვენ­თან ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის ისე­თი ფორ­მა, რო­ცა პე­და­გო­გი თა­ვის პრაქ­ტი­კას აყ­რ­დ­ნობს თე­მას ან/და თე­მებს.

ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს ვაწ­ვ­დით არა მარ­ტო ვიწ­რო­საგ­ნობ­რივ, შე­მო­საზღ­ვ­რულ ცოდ­ნას, არა­მედ საგ­ნის სწავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლე­ბი (თე­მა, ქვე­თე­მა, ცნე­ბა, ქვეც­ნე­ბა, სა­კითხი…), რის გა­მოც გვე­კარ­გე­ბა აქ­სი­ო­მა: სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცოდ­ნა არის მთლი­ა­ნი და არა ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მე-11 კლა­სის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის“ კურ­სი მო­ი­ცავს სამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მას:

◊ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში;

◊ სა­ქარ­თ­ვე­ლო XV-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში;

◊ სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

რო­გორ და­ვა­კავ­ში­როთ ეს თე­მე­ბი, მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით, გრძელ­ვა­დი­ან მი­ზან­თან „ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო“? ამის­თ­ვის გთა­ვა­ზობთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას — რო­ცა ყვე­ლა თე­მას დავ­ფა­რავთ, ამის შემ­დეგ თე­მებ­სა და „წყა­როს“ ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბით ვა­კავ­ში­რებ.

პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ებს კი­დევ ერ­თხელ ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას „ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს“ შე­სა­ხებ. ის აღე­ბუ­ლია „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ ვებ­გ­ვერ­დი­დან და მი­სი ავ­ტო­რი მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეა. თა­ნა­ტო­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მა­სა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ციაა. მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­ა­ნაც­ვ­ლონ უცხო­ე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ე­ბით (იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაც გვსურს).

თუ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნა­ბეჭდ ვერ­სი­ას ვაწ­ვ­დით კლასს (მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან ციფ­რუ­ლი სა­ხით, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და პრო­ექ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით):

„ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო“ ასა­ხავს ის­ტო­რი­ულ პრო­ცესს და წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. წყა­რო არის ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც შექ­მ­ნა ადა­მი­ან­მა და რაც მი­სი გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აურაცხე­ლია. ის­ტო­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­ნას­ხ­ვა­ვონ სა­კუ­თა­რი ტი­პის წყა­რო­ე­ბი.

თით­ქ­მის ყვე­ლა პე­რი­ო­დის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხუ­თი ტი­პის წყა­რო:

  1. ბუ­ნებ­რი­ვი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი
  2. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი
  3. ნამ­დ­ვი­ლი
  4. მხატ­ვ­რუ­ლი
  5. და­წე­რი­ლი

თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის პე­რი­ო­დის­თ­ვის მე-6 ტი­პიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს: კი­ნო-ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტე­ბი.

წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა ტი­პის წყა­როს ზო­გად მი­მო­ხილ­ვას:

ბუ­ნებ­რივ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი წყა­რო: ეს არის მო­ნა­ცე­მე­ბი ლან­დ­შაფ­ტის, კლი­მა­ტის, ნი­ა­და­გის, მცე­ნა­რე­უ­ლო­ბი­სა და გა­რე­მოს სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­სა­ხებ. გა­რე­მო გარ­კ­ვე­ულ კვალს ტო­ვებს ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში – აჩ­ქა­რებს ან ანე­ლებს მას. ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნა ბუ­ნე­ბა­ზე, მჭიდ­რო კავ­შირ­შია ტე­რი­ტო­რი­ის ის­ტო­რი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი წყა­რო: ამ ჯგუფ­ში ერ­თი­ან­დე­ბა უძ­ვე­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ადათ-წე­სე­ბი, აზ­როვ­ნე­ბის სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ტი­პე­ბი, კოს­ტი­უ­მე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, ფოლ­კ­ლო­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ენე­ბი, და­სახ­ლე­ბა, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

ნამ­დ­ვი­ლი წყა­რო: ამ ტერ­მი­ნით ერ­თი­ან­დე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი, შე­ნო­ბე­ბი, იარა­ღე­ბი, სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ჭურ­ჭე­ლი, იარა­ღი და ა.შ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბით ის­ტო­რი­კო­სი ავ­ლენს კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპო­ქის ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს.

მხატ­ვ­რუ­ლი წყა­რო: გა­გე­ბუ­ლია, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ფერ­წე­რის, ქან­და­კე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს მათ ეპო­ქას. სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წყა­როა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

და­წე­რი­ლი (ნა­რა­ტი­უ­ლი) წყა­რო: ასე­თი ტი­პი­საა ასო­ე­ბით, ციფ­რე­ბით, ნო­ტე­ბით და სხვა ნიშ­ნე­ბით და­წე­რი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ს­ტი. თა­ვის მხრივ, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს 3 კლა­სად: დო­კუ­მენ­ტუ­რი, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და თხრო­ბა.

თი­თო­ე­ულ წყა­როს სჭირ­დე­ბა ღრმა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, რა­თა დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ სან­დო, ზუს­ტი და გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ვარ­გი­სია.

ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა და­წე­რი­ლი წყა­რო თხრო­ბაა და წარ­მო­ად­გენს მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ებს. ბევ­რია ისე­თი თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც წყა­როთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­ნიც­დის ეპო­ქის გავ­ლე­ნას და მეტ-ნაკ­ლე­ბად ასა­ხავს კონ­ტექსტს. ამის გა­მოა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას ყუ­რადღე­ბით ეპყ­რო­ბი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი.

წყა­როს სა­ხე­ე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლი­სას ვახ­სე­ნებ ბავ­შ­ვებს, თუ რა ტი­პის წყა­რო­ებს ვი­ყე­ნებ­დით თე­მე­ბის შეს­წავ­ლი­სას. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბით ვავ­სებთ ცხრილს (გრა­ფი­კულ მა­ორ­გა­ნი­ზე­ბელს), რო­მელ­საც ასე­თი სა­ხე აქვს:

ამ ცხრი­ლის შე­სავ­სე­ბად უმ­ჯო­ბე­სია სა­ერ­თო-საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბა, რად­გან კლას­ში იწყე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა შემ­დეგს:

♦ ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას;

♦ კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ხა­რის­ხის ზრდას;

♦ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას;

♦ ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მარ­თ­ვას;

♦ აკა­დე­მი­ურ-შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას.

ცხრი­ლის პირ­ვან­დე­ლი ვერ­სია, შე­საძ­ლოა, შემ­დ­გო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის, მა­ღა­ლი მზა­ო­ბის დროს, სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის შე­საქ­მ­ნე­ლა­დაც მი­ვა­წო­დოთ მოს­წავ­ლე­ებს (რო­გორც კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად).

ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი ამ­თ­ლი­ა­ნებს ცოდ­ნას. ჩემ­თ­ვის, რო­გორც პე­და­გო­გის­თ­ვის, ისი­ნი სას­წავ­ლო წლის ფი­ნა­ლუ­რი ნა­წი­ლის­თ­ვი­საა ეფექ­ტი­ა­ნი, რად­გან ამ დროს ჯამ­დე­ბა/მთლი­ან­დე­ბა ცოდ­ნა, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ივ­სე­ბენ „და­ნაკ­ლის“ ცოდ­ნას. აქ­ვე დავ­ძენ, რომ ამ­გ­ვა­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნას არ ესა­ჭი­რო­ე­ბა დი­დი დრო და რე­სურ­სე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები