27 ივლისი, შაბათი, 2024

სამი აქტივობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ეფექტიანი სწავლებისთვის

spot_img

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებაში, რამდენიმე საკვანძო ტერმინია. ცნება, ქვეცნება, საკითხი, ქვესაკითხი, საკვანძო შეკითხვა, მკვიდრი წარმოდგენა, კომპლექსური დავალება. ამ ჯერზე ისეთ სამ აქტივობაზე ვისაუბროთ, რომელიც ხელოვნების მასწავლებლებს გამოადგებათ საბაზო საფეხურზე სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში და ზემოთ ნახსენებ ტერმინებთან ორგანულ ბმაშია.

აქტივობა 1. ისტორიული, რელიგიური და სხვა ტიპის პერსონაჟების პორტრეტების განხილვა

ამ აქტივობას აქვს დინამიკური და აკადემიური ხასიათი. თუ მოსწავლეებს ამგვარ ინფორმაციას მივაწვდით, კარგი იქნება:

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის გამოსახვასთან. გარდა გარეგანი, ინდივიდუალური მსგავსებისა, მხატვარი პორტრეტში გადმოსცემს ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამყაროს, ასევე იმ ეპოქის თავისებურებებს, რომელშიც ის ცხოვრობს. პორტრეტის რამდენიმე სახეობა არსებობს: პორტრეტი ინტერიერში, პორტრეტი პეიზაჟის ფონზე, ჯგუფური პორტრეტი. მოდელი შეიძლება გამოისახოს მთლიანად, მხრებამდე, წელს ზემოთ.
გამოსახვის ხასიათით გამოიყოფა პორტრეტის ორი ჯგუფი: კამერული და პარადული. კამერულ პორტრეტში მოდელი, უმთავრესად, გამოსახულია ნეიტრალურ ფონზე, წელს ზემოთ ან მხრებამდე. პარადული პორტრეტისათვის დამახასიათებელია მოდელის გამოსახვა სრული ზომით, ხშირად არქიტექტურულ ან პეიზაჟურ ფონზე. პორტრეტის განსაკუთრებული სახეა ავტოპორტრეტი – მხატვრის მიერ საკუთარი თავის გამოსახვა (სრულად http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=7&t=531 ).

ტექსტის გაცნობისას, უმჯობესია მნიშვნელოვანი, საკვანძო სიტყვების მარკირება (ტონალობით, ხაზგასმით, აქცენტირებით…).

ეს აქტივობა (ასევე, ქვემოთ ნახსენები აქტივობები) გამოგვადგება ჩამოთვლილი ქვეცნებების შესასწავლად (ფორმა: სიბრტყობრივი და მოცულობითი; ფერი: კონტრასტული; შუქ-ჩრდილი, განათება; ფაქტურა. პრინციპები: კომპოზიციური განაწილება, წონასწორობა, ძირითადის გამოყოფა, სიმეტრია, სტატიკა-დინამიკა, პროპორცია, კოლორიტი. დარგები: ქანდაკება, ფერწერა, ფოტოგრაფია, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოხელოვნება. ჟანრი: პორტრეტი, ისტორიული ჟანრი, რელიგიური ჟანრი. ეპოქა/კულტურა/მიმდინარეობა/ სტილი: ანტიკური ხელოვნება, რენესანსი, ბაროკოს ეპოქა, თანამედროვე მსოფლიო და ქართული ხელოვნება, თანამედროვე ხელოვნება).

გთავაზობთ რამდენიმე პორტრეტსა და მათთან დაკავშირებულ მოკლე ცნობებს (ბუნებრივია, შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი ილუსტრაციებითა და ინფორმაციებით).

ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ (დაცულია ფლორენციაში, უფიცის გალერეაში). დახატულია 1845-1847 წლებში. ნახატზე გამოსახულია ქალღმერთი ვენერა (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აფროდიტა), რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან.

 

 

 

ვან გოგი, ავტოპორტრეტი (შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე, 1889 წლის სექტემბერში)

 

 

 

 

 

შოთა რუსთაველის ფრესკული პორტრეტი, ჯვრის მონასტერი, პორტრეტი გადაღებილია. ის მოქცეული იყო იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის ფრესკებს შორის.

 

 

 

აქტივობა 2. ანტიკური ქანდაკების განვითარების გზა

ამ აქტივობის განხორციელებისთვის ეფექტიანია ქვემოთ მოცემული ბმულები.

http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=7&t=50

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90

https://wakelet.com/wake/9dBZr9gtkYmeqsRYEUeHM

საილუსტრაციოდ გამოგვადგება შემდეგი რესურსები:

 

ვენერა მილოსელი თავისი „თავგადასავლითაც“ გამორჩეული ქანდაკებაა. მას აფროდიტე მილოსელსაც უწოდებენ. ქანდაკება ინახება ლუვრში, ის გამოსახავს სიყვარულის ქალღმერთს. სკულპტურა შექმნილია მარმარილოსგან. ცნობილია, რომ ქანდაკების ავტორი ალექსანდრე ანტიოქიელია. 1820 წელს ქანდაკება, კუნძულ მილოსზე, ადგილობრივმა გლეხმა აღმოაჩინა. მალე ის ფრანგებმა შეისყიდეს და მეფე ლუი XVIII-ს მიართვეს. მეფემ ის ლუვრის მუზეუმს გადასცა.

 

 

 

 

ფრანგი მოქანდაკე როდენის „მოაზროვნე“ (1880-82). ქანდაკების ორიგინალი პარიზში, როდენის მუზეუმში ინახება, ხოლო მისი ასლი განთავსებულია მოქანდაკის საფლავზე. ეს როდენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.

 

 

აქტივობა 3. დაიჭირე კადრი

„დაიჭირე კადრი“ მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ეფექტიან აქტივობად ითვლება. უამრავ საინტერესო ციფრულ ილუსტრაციას იხილავთ ლინკზე: http://oxotv.com/index.php?newsid=4986

აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტომასალას:

 

ლეილა გოგოხია – სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები