27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­მი­ნის­ტ­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დის გაზ­რ­დას 2025 წლის იან­ვ­რამ­დე ითხოვს

spot_img

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პირ­ველ რიგ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­თან­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნაა. „გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით, პრაქ­ტი­კოს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა 2022 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე შე­ეძ­ლოთ, პირ­ვე­ლი გა­მოც­და კი 2020 წელს უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. კო­ვიდ პან­დე­მი­ის გა­მო, სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი პირ­ველ გა­მოც­და­ზე მხო­ლოდ 2021 წლის ზაფხულ­ში გა­ვიდ­ნენ. მა­შინ კვა­ლი­ფი­კა­ცია და­ა­დას­ტუ­რა და შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა 1302-მა კან­დი­დატ­მა, მათ­გან 1010 მოქ­მე­დი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლია. დღე­ი­სათ­ვის, სის­ტე­მა­ში 938 პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა, რო­მელ­თაც არ აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­მოც­და.

ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა იცის, რომ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, 2015 წლი­დან, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ კვა­ლი­ფი­კა­ცია და აემაღ­ლე­ბი­ნათ სტა­ტუ­სი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ სპეც­პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ 2020 წელს მი­ე­ცათ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რაც არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს მათ, სხვა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით. სწო­რედ ესაა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა. „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა იმ მოქ­მედ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის დად­გე­ნილ მოთხოვ­ნებს და მათ­თ­ვის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დის გაზ­რ­დას, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, 2025 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე ითხოვს.

კი­დევ ერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რი­თაც გა­მოც­დის გა­და­ვა­დე­ბას ხსნის ცვლი­ლე­ბის წარ­მ­დ­გე­ნი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია. პარ­ლა­მენ­ტ­ში გან­ხილ­ვი­სას, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ვა­ლე­რი­ან გობ­რო­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის ვა­დის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა „არ შე­ფერ­ხ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის პრო­ცე­სი“. რო­გორც ჩანს, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბის­თ­ვის სა­მი­ნის­ტ­როს არ­გუ­მენ­ტე­ბი არა­საკ­მა­რი­სია, რომ ცალ­სა­ხა მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღოს ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კეტ­მა. ვფიქ­რობთ, ლე­გი­ტი­მუ­რი იყო შე­კითხ­ვა გა­ნათ­ლე­ბის უწყე­ბის მი­სა­მარ­თით, რას გა­ა­კე­თებს სა­მი­ნის­ტ­რო იმის­თ­ვის, რომ პრაქ­ტი­კოს­მა სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და. ვა­ლე­რი­ან გობ­რო­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დრო მოხ­მარ­დე­ბა სპეც­პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბას გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი, მათ შო­რის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დუ­ლი და ა.შ. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სის­ტე­მას აქვს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეც­დე­ბი­ან, რომ თი­თო­ე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ა­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცია და აიმაღ­ლოს სტა­ტუ­სი.

გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა 3-წლი­ა­ნი გა­და­ვა­დე­ბის ნაც­ვ­ლად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ვა­და მი­იჩ­ნია: „გა­სა­გე­ბია, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი და წყვე­ტა არ უნ­და იყოს. არ ვი­ცი, ზო­გა­დად, რამ­დე­ნად დე­ფი­ცი­ტია ამ პე­და­გო­გე­ბის, მაგ­რამ იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს აქვს, მათ შო­რის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მი­მართ, რამ­დე­ნად გო­ნივ­რუ­ლია ეს ვა­და… მე ასეთ რა­მეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ – ვთხო­ვოთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს გრა­ფი­კი, პროგ­რა­მე­ბი, თუ რას სთა­ვა­ზობს იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დებ­ზე უნ­და გა­ვიდ­ნენ. პი­რო­ბი­თად, 2022 წელს რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გა­დამ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რა პროგ­რა­მებთ — ეს რომ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოთ წე­რი­ლო­ბით, რა­საც გან­ვი­ხი­ლავთ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე.“

კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ გა­და­ვა­დე­ბას მხარს ერ­თი დათ­ქ­მით და­უ­ჭე­რენ, სა­მი­ნის­ტ­რო წარ­მო­ად­გენს მოთხოვ­ნილ გეგ­მას. დღე­ი­სათ­ვის, სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შექ­მ­ნა ისევ გა­და­ი­დო. გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია ისიც, რო­დის წა­რუდ­გენს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის პე­და­გოგ­თა მომ­ზა­დე­ბის გეგ­მას პარ­ლა­მენტს და ისიც, გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის რა პე­რი­ო­დით გა­და­ვა­დე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დე­ბი­ან სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო და ცვლი­ლე­ბე­ბის წარ­მ­დ­გე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო.

ანა ფირცხალაიშვილი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები