19 მარტი, ოთხშაბათი, 2025

სამინისტრო სახელმძღვანელობის გაციფრებას გეგმავს

spot_imgspot_img

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო, საპილოტე რეჟიმში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქართული სახელმძღვანელოების გაციფრებას გეგმავს. საუკეთესო სახელმძღვანელოების შესარჩევად უწყება კონკურსს გამოაცხადებს.

სამინისტროს ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, 22 იანვარს, ლონდონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანიის – მაკმილანის ხელმძღვანელობას გააცნო.

მინისტრმა გამომცემლობის ხელმძღვანელობასთან იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რასაც ელექტრონული წიგნების შემოღება მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ზოგადად კი, ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს, მასალის წაკითხვასთან ერთად, წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიცაა თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები.

სახელმძღვანელოების გაციფრების კონცეფციამ კომპანიის ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახურა და მათ მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება