10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სა­მი­ნის­ტ­რო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბას გეგ­მავს

spot_img

აპ­რი­ლის ბო­ლოს, პარ­ლა­მენ­ტ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ავ­ტო­რო­ბით, და­რე­გის­ტ­რირ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის თანა­ხ­მად, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის 10 წლამ­დე გაზ­რ­და იგეგ­მე­ბა – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი, სა­მის ნაც­ვ­ლად, ოთხ­წ­ლი­ა­ნი გახ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ა­თე კლა­სის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი კი, სა­მის ნაც­ვ­ლად, ორი გახ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი გაჩ­ნ­დე­ბა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრულ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას აქვს სა­მი სა­ფე­ხუ­რი: დაწყე­ბი­თი (6 წე­ლი – I-VI კლა­სე­ბი), სა­ბა­ზო (4 წე­ლი – VII-X კლა­სე­ბი) და სა­შუ­ა­ლო (2 წე­ლი – XI-XII კლა­სე­ბი).

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბას, რო­გორც კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში ვკითხუ­ლობთ, 2025 წლის 1 ივ­ლი­სი­დან იგეგ­მე­ბა. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა მოთხოვ­ნი­ლი არ არის.

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გთა­ვა­ზობთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

Δ პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც მიზ­ნად ისა­ხავს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი:

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბით:

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 27-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ამას­თან, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე 6 წელს მო­ი­ცავს, ხო­ლო სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე – 3-3 წელს, შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მოს­წავ­ლემ, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ჩათ­ვ­ლით, სკო­ლა­ში 9 წე­ლი ის­წავ­ლოს და დაძ­ლი­ოს ორი­ვე – დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მე-9 კლა­სის შემ­დეგ ტო­ვე­ბენ სკო­ლას (3 200-მდე მოს­წავ­ლე 2023 წელს), ხო­ლო მა­თი შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, 9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­დან და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის ასა­კი 6 წე­ლია, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ფი­ზი­კუ­რი პი­რის შრო­მი­თი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა წარ­მო­ი­შო­ბა 16 წლი­დან. ასე­ვე მა­ტუ­ლობს მო­ზარ­დე­ბის ისე­თი რის­კე­ბის წი­ნა­შე დად­გო­მის ალ­ბა­თო­ბა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბა, ასა­კის შე­უ­სა­ბა­მო და­საქ­მე­ბა და/ან ტრე­ფი­კინ­გი, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქმე­დე­ბე­ბი და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რა და სხვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ერ­თი წლით გაზ­რ­და და ოთხ­წ­ლი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მატ­ში, რაც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვა წამ­ყ­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­თან (მა­გა­ლი­თად, ფი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში 11-წლი­ა­ნია სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაწყე­ბი­თი-სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი 4 წელს მო­ი­ცავს, ირ­ლან­დი­ა­ში 3-დან 6 წლამ­დე გრძელ­დე­ბა, ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­სა და ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფო­ში დაწყე­ბი­თი-სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა – 10 წელს). შე­სა­ბა­მი­სად, სამ­წ­ლი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა 2 წლამ­დე ისე მცირ­დე­ბა, რომ სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა კვლავ 12-წლი­ა­ნი რჩე­ბა.

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ, გა­ნაგ­რ­ძონ სწავ­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თუ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლე გა­დაწყ­ვეტს სწავ­ლის შეწყ­ვე­ტას, ის იქ­ნე­ბა 15-16 წლის (ერ­თი წლით უფ­რო­სი, ვიდ­რე ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით), ხო­ლო შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი ოთხ­წ­ლი­ა­ნი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს უფ­რო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დის გას­ვ­ლას შრო­მის ბა­ზარ­ზე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბას, რო­მე­ლიც აკონ­კ­რე­ტებს ახა­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ნორ­მის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სპე­ცი­ფი­კურ დე­ტა­ლებს. კერ­ძოდ, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე, შე­ე­ხე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს იქ­ნე­ბი­ან IX კლას­ში, რაც ნიშ­ნავს, 2024-2025 სას­წავ­ლო წელს IX კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის X კლას­ში გა­დაყ­ვა­ნას სა­ფე­ხუ­რის დაძ­ლე­ვის გა­რე­შე, ანუ 2024-2025 სას­წავ­ლო წელს IX კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა 1 წლით.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ 2024-2025 სას­წავ­ლო წლის ჩათ­ვ­ლით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლას­ში სტა­ტუს შე­ჩე­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტა­ტუსს 2025-2026 სას­წავ­ლო წლი­დან აღიდ­გე­ნენ, სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში, ვი­ნა­ი­დან მათ უკ­ვე დაძ­ლე­უ­ლი აქვთ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი, ხო­ლო 2025-2026 სას­წავ­ლო წლი­დან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი 2 წლი­ა­ნია.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია სპე­ცი­ფი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს ვერ დაძ­ლი­ეს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლა­სის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი მიღ­წე­ვის დო­ნე, ისი­ნი 2025-2026 სას­წავ­ლო წელს სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში, ვი­ნა­ი­დან, ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის X კლა­სი უკ­ვე მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურს, რაც მათ დაძ­ლე­უ­ლი აქვთ. აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რას სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მით, რაც რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით.

გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის ბო­ლო ორი პუნ­ქ­ტი ეხე­ბა სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი) გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. კერ­ძოდ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, 3-წლი­ან სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­რიცხ­ნენ 2025 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

Δ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი:

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი გა­იზ­რ­დე­ბა 1 წლით და გახ­დე­ბა 4-წლი­ა­ნი. ოთხ­წ­ლი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვა წამ­ყ­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­თან.

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის­თ­ვის, სად გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა – ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თუ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. თუ მოს­წავ­ლე შეწყ­ვეტს სწავ­ლას, უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შრო­მის ბა­ზარ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად, რა­საც ოთხ­წ­ლი­ა­ნი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

და­მა­ტე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლი (მა­გა­ლი­თად, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში და სხვ.) გა­და­ნა­წილ­დე­ბა 4 კლას­ზე და თი­თო­ე­ულ კლას­ში მოს­წავ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის დატ­ვირ­თ­ვა შემ­ცირ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, VIII-IX კლა­სის დატ­ვირ­თ­ვა საგ­რ­ძ­ნობ­ლად მა­ღა­ლია.

სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი (XI-XII კლა­სი) მე­ტად იქ­ნე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად.

იმი­სათ­ვის, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დოს აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­ნერ­გად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ამოქ­მედ­დეს 2025 წლის 1 ივ­ლი­სი­დან.

Δ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი არ­სი:

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით ცვლი­ლე­ბა შე­დის „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“„ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში, კერ­ძოდ:

  1. კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის „ო“ ქვე­პუნ­ქ­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

„ო) ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრულ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას აქვს სა­მი სა­ფე­ხუ­რი: დაწყე­ბი­თი (6 წე­ლი – I-VI კლა­სე­ბი), სა­ბა­ზო (4 წე­ლი – VII-X კლა­სე­ბი) და სა­შუ­ა­ლო (2 წე­ლი – XI-XII კლა­სე­ბი)“.

  1. 62-ე მუხ­ლის შემ­დ­გომ კა­ნონს და­ე­მა­ტე­ბა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის 621-ე მუხ­ლი (გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი):

„მუხ­ლი 621. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი:

1.ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო  სა­ფე­ხუ­რის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე, შე­ე­ხე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს იქ­ნე­ბი­ან IX კლას­ში.

2. 2024-2025 სას­წავ­ლო წლის ჩათ­ვ­ლით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლას­ში სტა­ტუს შე­ჩე­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტა­ტუსს აღიდ­გე­ნენ 2025-2026 სას­წავ­ლო წლი­დან, სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში.

3. ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც 2024-2025 სას­წავ­ლო წელს ვერ დაძ­ლი­ეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლა­სის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი მიღ­წე­ვის დო­ნე, 2025-2026 სას­წავ­ლო წელს სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის XI კლას­ში.

4. სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი) გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის 3 (სა­მი) წლის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი, 2025 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე გა­მოცხა­დე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­რიცხულ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებს სწავ­ლა და­ას­რუ­ლე­ბი­ნოს და მი­ა­ნი­ჭოს ამ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ცე­მუ­ლი სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი – დიპ­ლო­მი გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლია სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტ­თან.

სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი) გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ არის ამ მუხ­ლის მე-4 პუნ­ქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­მო­აცხა­დოს პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბა 2025 წლის 1 ივ­ლი­სის შემ­დ­გომ.“

Δ იქო­ნი­ებს თუ არა ცვლი­ლე­ბა გავ­ლე­ნას და­ფი­ნან­სე­ბა­ზე

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბას სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში (კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის წე­ლი და შემ­დ­გო­მი 3 წე­ლი), გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი, თუმ­ცა, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბით არ წარ­მო­ექ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც 9 კლა­სის შემ­დეგ ტო­ვე­ბენ სკო­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, 5%-ს შე­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რი, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა, ნაც­ვ­ლად 9 კლა­სი­სა, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 10 კლა­სით და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა 10 კლა­სის ჩათ­ვ­ლით. 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 3 222-მდე მოს­წავ­ლემ და­ას­რუ­ლა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი და გა­ვი­და სკო­ლი­დან, მათ შო­რის, 99% სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ცვლი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხარ­ჯის გაზ­რ­დას გა­მო­იწ­ვევს და­მა­ტე­ბით ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც წლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, გუ­ლის­ხ­მობს 3.62 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით ხარჯს, მათ შო­რის, სა­ჯა­რო სკო­ლის წი­ლი შე­ად­გენს 3.61 მლნ ლარს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მიზ­ნით ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნით პროგ­რა­მის „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში (პროგ­რა­მუ­ლი კო­დი 32 02 01) გა­მო­ყო­ფი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ფი­ნან­სუ­რი ნორ­მა­ტი­ვი­სა და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2015 წლის 14 სექ­ტემ­ბ­რის №476 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყო­ველ­თ­ვი­უ­რი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­ცავს: ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლილ ფი­ნან­სურ ნორ­მა­ტივს (ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ფი­ნან­სუ­რი ნორ­მა­ტი­ვი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით) და ფი­ნან­სუ­რი ნორ­მა­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებს, ამას, გარ­და, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­ცავს სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბას და გაზ­რ­დილ ვა­უ­ჩე­რულ და­ფი­ნან­სე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნობ­რი­ო­ბით, რაც სა­შუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვ­ზე, წლი­უ­რად, 1,130 ლარს შე­ად­გენს. ხო­ლო კერ­ძო სკო­ლე­ბი­სათ­ვის ვა­უ­ჩე­რის ოდე­ნო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ბავ­შ­ვ­ზე, წლი­უ­რად, 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი წლით გაზ­რ­დას. პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლი აქვთ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შეწყ­ვი­ტონ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, IX კლა­სის ნაც­ვ­ლად, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, X კლა­სიც და­ას­რუ­ლონ, თუმ­ცა წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა მათ­ზე ფი­ნან­სურ გავ­ლე­ნას არ იქო­ნი­ებს, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა ფი­ნან­ს­დე­ბა სრუ­ლად, გარ­და კერ­ძო სკო­ლი­სა. თუმ­ცა სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ 2022-2023 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა შეწყ­ვი­ტა 22-მა მოს­წავ­ლემ. რა­ო­დე­ნო­ბის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ მოს­წავ­ლე­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უწყ­ვე­ტად აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას და სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის 3+3 მო­დე­ლი­დან 4+2 მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლა დიდ გავ­ლე­ნას არ იქო­ნი­ებს არც სკო­ლე­ბის, რო­გორც ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რე­ბის და არც მოს­წავ­ლე­თა ოჯა­ხე­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფი­ნან­სურ გავ­ლე­ნას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გა­მიჯ­ნუ­ლია სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბის რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მოთხოვ­ნე­ბი, ისე სას­წავ­ლო სა­ა­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ერ­თი წლით გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ერ­თი წლით შემ­ცი­რე­ბით ამ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გავ­ლე­ნა არ აისა­ხე­ბა მათ­ზე.

კი­დევ ერ­თი დე­ტა­ლი, რო­მელ­ზეც გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ყუ­რადღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ანუ რო­გორ აისა­ხე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი მოს­წავ­ლის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე: „კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­თი და­მა­ტე­ბით 1 წლით გა­ჩე­რე­ბით, მცირ­დე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ისე­თი რის­კე­ბის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბა, ასა­კის შე­უ­სა­ბა­მო და­საქ­მე­ბა და/ან ტრე­ფი­კინ­გი, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქმე­დე­ბე­ბი და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რა და სხვ. ასე­ვე, იზ­რ­დე­ბა მა­თი დაც­ვი­სა და მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხი, გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ტრან­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა.“

გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ კა­ნონ­პ­რო­ექტს არ აქვს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზე­გავ­ლე­ნა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და რომ ის არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თალს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები