27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი ქი­მი­ა­ში

spot_img

ხა­თუ­ნა ქვარ­ცხა­ვა

სსიპ ზუგ­დი­დის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხ. №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

სა­მიზ­ნე ცოდ­ნის სა­მი­ვე სა­ხე­ზე (დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი, პი­რო­ბი­სე­უ­ლი) ორი­ენ­ტი­რე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ერთ-ერ­თი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პრინ­ცი­პია. ცოდ­ნა­თა სა­მი­ვე სა­ხის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე არ და­ვო­ბენ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო — აქ­სი­ო­მაა, მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე ვერ ვიტყ­ვით, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სწო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თუ ქი­მი­ა­ში ავი­ღებთ თე­მას (რამ­დე­ნად­მე ნაც­ნობ კონ­ტექსტს) „ნივ­თი­ე­რე­ბა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ შემ­დეგ სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე, ქვეც­ნე­ბა­სა და სა­კითხ­ზე:

ნივ­თი­ე­რე­ბა – მჟა­ვა ოქ­სი­დი/მჟა­ვა;

ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი მოვ­ლე­ნა – მჟა­ვა წვი­მე­ბის წარ­მოქ­მ­ნა;

მჟა­ვა წვი­მე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზე­ბი.

ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რია?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მიჩ­ნე­უ­ლია იმ სა­შუ­ა­ლე­ბად, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს, მოს­წავ­ლე­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას. რო­ცა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე დავ­გეგ­მავთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის, მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­სურ­სებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს ვი­ყე­ნებთ სი­ტუ­ა­ცი­უ­რად. გან­ვი­ხი­ლოთ 4 ისე­თი შე­კითხ­ვა, რო­მე­ლიც თე­მას­თან ორ­გა­ნულ კავ­შირ­შია.

⇒ შე­კითხ­ვა: რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მჟა­ვა წვი­მე­ბი გა­რე­მო­ზე?

კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი, თუმ­ცა ყვე­ლა პა­სუ­ხი ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბი­სა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვე­ხე­ბით დეკ­ლა­რა­ტი­ულ ცოდ­ნას და ამით კი­დევ ერ­თხელ გა­და­მოწ­მ­დე­ბა, სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შე­კითხ­ვა­ზე და­ბა­ლი მზა­ო­ბის მოს­წავ­ლე­ებ­საც ექ­ნე­ბათ პა­სუ­ხე­ბი. ეს უკ­ვე გან­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას, რაც გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია ბავ­შ­ვის პროგ­რე­სი­რე­ბის რთულ­სა და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო გზა­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ამით არ ამო­ი­წუ­რე­ბა და აქ­ვე დავ­ძენ, რომ ამ ტი­პის ცოდ­ნის გა­რე­შე სხვა სა­ხე­ებს ვერ გა­ვა­აქ­ტი­უ­რებთ.

⇒ შე­კითხ­ვა: რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მჟა­ვა წვი­მე­ბი კულ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­სა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე?

ეს შე­კითხ­ვაც დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უწყობს ხელს და ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის რამ­დე­ნად­მე გა­მე­ო­რე­ბა ხდე­ბა, ოღონდ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კი­დევ ერ­თხელ აქ­ცენ­ტი­რე­ბა სა­მი­ვე სა­ხის მზა­ო­ბის მოს­წავ­ლე­ებს უქ­მ­ნის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველს და ქი­მია „და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა“ ტრან­ს­ფე­რის არე­ა­ლებს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვე იც­ვ­ლე­ბა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ქი­მი­ა­ზე, რო­გორც თეთრ ფურ­ცელ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ რთულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე.

⇒ შე­კითხ­ვა: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მჟა­ვა წვი­მე­ბი?

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა იწყე­ბა და, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის (ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი შე­მოქ­მე­დო­ბი­თო­ბაც იწყებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას) პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უაღ­რე­სად დი­ნა­მი­კუ­რი ხდე­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მოს­წონთ. ამა­ვე შე­კითხ­ვით აქ­ტი­ურ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მა და ხელს უწყობს გლო­ბა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

⇒ შე­კითხ­ვა: თქვე­ნი აზ­რით, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პრო­ცე­სე­ბი წარ­მო­ად­გენს ქა­ლაქ­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზეზს და წყა­როს? და­ა­სა­ბუ­თეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა.

ეს შე­კითხ­ვა ააქ­ტი­უ­რებს ფუნ­ქ­ცი­ურ უნა­რებს, გლო­ბა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბა ნი­ა­და­გი. ამა­ვე კითხ­ვით შევ­ძ­ლებთ ე.წ. მაკ­როც­ნე­ბა­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, კერ­ძოდ, შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გორ ვაქ­ცი­ოთ მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხე­ბი:

♦კონ­ს­ტ­რუქ­ტად (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა);

♦ ნა­რა­ტი­ვად (ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა);

♦ კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბად;

♦ მო­დე­ლად;

♦ კვლე­ვად;

♦ სტრა­ტე­გი­ად;

♦ მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­ად;

♦ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტად.

მაკ­როც­ნე­ბა­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბით, იმის პერ­ს­პექ­ტი­ვა გვეძ­ლე­ვა, რომ მოს­წავ­ლემ სა­კითხი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ტის დო­ნე­ზე ამო­წუ­როს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს დო­ნე ად­ვი­ლი მი­საღ­წე­ვი არაა, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია და მის­კენ სწრაფ­ვა კი­დევ უფ­რო მე­ტად აჩ­ვე­ნებს მოს­წავ­ლეს, რომ სკო­ლა და სწავ­ლა არ წყდე­ბა მის ცხოვ­რე­ბას.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები