27 ივლისი, შაბათი, 2024

სამეცნიერო კოსმოსური ბანაკი SPACE CAMP TURKEY

spot_img

სამეცნიერო კოსმოსური ბანაკის (SPACE CAMP TURKEY) მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს ეხმარება გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. ბანაკში სამეცნიერო პროგრამა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

2011 წლიდან დღემდე სამეცნიერო ბანაკში აჭარის რეგიონის სკოლებიდან 120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა შერჩევისას სამინისტრო ითვალისწინებს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონესა და სასკოლო ცხოვრებაში მათ ჩართულობას.

თურქეთის სამეცნიერო კოსმოსური ბანაკი, რომელიც ქალაქ იზმირში 2000 წელს გაიხსნა, ლიცენზირებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ფონდის მიერ. თურქეთის გარდა, მსგავსი ტიპის ორი სამეცნიერო ბანაკი ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.

⇒ კოსმოსური ბანაკის შესახებ

Space Camp Turkey, კოსმოსური და სამეცნიერო ცენტრი, ორიენტირებულია ახალგაზრდების მოტივაციაზე, განაგრძონ კარიერა მეცნიერებაში, მათემატიკასა და ტექნოლოგიაში, STEAM (Science-Technology-Engineering-Art-Math) სასწავლო მიდგომებით მხარდაჭერილ პროგრამებში; მონაწილეთა ინტერესის ზრდაზე მეცნიერებისადმი პრაქტიკული სწავლების გზით. კოსმოსური ბანაკი მიზნად ისახავს, იყოს გზამკვლევი დიალოგის, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების დამყარებაში. ბავშვებიც და მოზარდებიც, დინამიურ და სახალისო გარემოში, სადაც გამოყენებულია ინტერაქტიული სიმულაციები სივრცის შესახებ, გადიან ტრენინგებს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის მიმართულებით.

Space Camp Turkey პროგრამები იყენებს ტრენაჟორებს, რომლებიც მონაწილეებს აძლევს კოსმოსში ცხოვრებისა და მუშაობის განცდას. კოსმოსში გასვლას 8,5 წუთი სჭირდება, მაგრამ რეალური ფრენის მისიისთვის მომზადებას წლები სჭირდება.

Space Camp Turkey  12 წლის 2000 ივნისს გაიხსნა და მას უკვე ეწვია 60 ათასზე მეტი ახალგაზრდა და ზრდასრული, 260-ზე მეტი ქვეყნიდან.

***

∇∇ „თურქეთის საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკი სახელწოდებით „Space Camp“ ძალიან საინტერესო იყო. პირველი დღე დავიწყეთ ბანაკის დათვალიერებით და თანატოლების გაცნობით. „The Knot“ და „Mission Impossible“ თამაშებით შეგვიმოწმეს პრობლემების გადაწყვეტისა და გუნდში მუშაობის უნარები. ტარდებოდა ბევრი მსგავსი, მოსწავლეთა უნარების შესამოწმებელი, აქტივობა. ჩვენ გავიგეთ, რას ნიშნავს კოსმოსში ყოფნა. ვირჩევდით საკუთარ პოზიციებს „კოსმოსურ ხომალდში“. გავეცანით „კოსმოსური ხომალდის“ ნაწილებსა და მისი მუშაობის სპეციფიკას. ასევე ვიხილეთ 5DF სკამი, რომლის საშუალებითაც ხახუნის გარეშე კოსმოსის მდგომარეობის სიმულირება ხდება. დავათვალიერეთ კომპიუტერული ლაბორატორია. გუნდის წევრები, ასტრონავტების, მსგავსად ვაგებდით ხომალდის შემადგენელ ნაწილებს. მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შესახებ და ავაგეთ საკუთარი სადგური ციფრულ ფორმატში. მივიღეთ ინფორმაცია კოსმოსში, ნიადაგის გარეშე, მცენარეების ზრდასთან დაკავშირებით. ობსერვატორიაში, ტელესკოპის საშუალებით, დავათვალიერეთ ციური სხეულები.“ – საბა ნაგერვაძე, კოსმოსური ბანაკის მონაწილე.

∇∇ „თურქეთის სამეცნიერო ბანაკი საუკეთესო ადგილია მოზარდის განვითარებისთვის. ბანაკში ჩვენი ყოველი დღე მაქსიმალურად იყო დატვირთული საინტერესო, გასართობი და განმავითარებელი აქტივობებით. ტარდებოდა პრეზენტაციები, რომლებიც გაფორმებული იყო მოზარდისთვის საინტერესო თვალსაჩინოებებით. ჩვენ საშუალება გვქონდა შეგვეგრძნო კოსმონავტის და ასტრონავტის ყოველდღიური ცხოვრება, სიმულატორების საშუალებით. ბანაკი საუკეთესო ადგილია ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. ჩვენ მოგვეცა შანსი, ბანაკის მონაწილეებისთვის გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. ბოლო დღეს ჩატარდა გამოსამშვიდობებელი საღამო, სადაც ბავშვებმა გავცვალეთ სუვენირები და კონტაქტები. შეძენილ მეგობრებთან კონტაქტს კვლავაც ვაგრძელებ.“ – ანა ჯინჭარაძე, კოსმოსური ბანაკის მონაწილე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები