9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სამეურვეო საბჭოების წევრთა კოორდინატორებს სამინისტრო დანიშნავს

spot_img

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ 12 იანვარს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ცვლილება განხორციელდა საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში.  ბრძანება

სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დანიშნავს. სამეურვეო საბჭოების წევრთა კოორდინატორების არჩევნების მუხლი კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო).“ 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები