უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
?? შეიზღუდება თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთისა და ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
?? სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, პრესის ჯიხურების) მუშაობენ დისტანციურ რეჟიმში;
?? არ იმუშავებენ ღია და დახურული ბაზრობები, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
?? სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე – „სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, შესაბამისად – მედიცინის აკადემიური პროგრამები უნივერსიტეტებში. ამიტომ უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლებამოსილება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად, რასაკვირველია, იმ სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით, როგორც აქამდე იყო.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
?? კერძო და საჯარო ბაღებში, როგორც აქამდე, ქვეყნის მასშტაბით, სააღმზრდელო პროცესი ისევ შეჩერებული იქნება.
სათხილამურო კურორტებზე:
?? სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად;
??ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.