27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­კითხი­სად­მი კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მით სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი და შე­დე­გი ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა

spot_img

გი­უ­ლი ბე­რი­ძე

სსიპ დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა და ისე­თი რი­გი სა­კითხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა საკ­ლა­სო მზა­ო­ბა, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ საგ­ნის შეს­წავ­ლი­სა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის ზო­გად ჩა­მო­ნათ­ვალს, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის ერთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს.

კლა­სი: IX

თე­მა: და­ნა­შა­უ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ“

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა: (წე­რა სხვა ჟან­რ­ში) სა­ინ­ფორ­მა­ციო წიგ­ნა­კის შექ­მ­ნა

სა­მიზ­ნე ცნე­ბა/ცნე­ბე­ბი: ჟან­რი (ქვეც­ნე­ბა – მხატ­ვ­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი,) კომ­პო­ზი­ცია (ქვეც­ნე­ბა – ხედ­ვის კუთხე; სტრუქ­ტუ­რა – ორ­გა­ნი­ზე­ბა) კონ­ტექ­ს­ტი (ქვეც­ნე­ბა – კონ­ტექ­ს­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი)

სა­კითხი: არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბის ძი­რი­თა­დი თე­მი­სა და იდე­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა/შე­კითხ­ვე­ბი: რო­გორ შევ­ქ­მ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის ტექ­ს­ტი, რომ­ლი­თაც ხაზს გა­ვუს­ვამ ნა­წარ­მო­ებ­ში ასა­ხულ ძი­რი­თად პრობ­ლე­მა­ტი­კას და გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა: ნა­წარ­მო­ებ­ში მო­ცე­მუ­ლი ამ­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შექ­მე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო წიგ­ნა­კი (ე.წ. ბუკ­ლე­ტი), შე­ურ­ჩიე სა­თა­უ­რი/ილუს­ტ­რა­ცია, რომ­ლი­თაც შეძ­ლებ მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი: სტრუქ­ტუ­რა/დი­ზა­ი­ნი.

ნაშ­რომ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნე:

◊ ეპო­ქის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი, გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და შე­დე­გე­ბი;

◊ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ბრძო­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ;

◊ გა­მოკ­ვე­თე თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბა, პრობ­ლე­მის კავ­ში­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას­თან.

◊ ნაშ­რო­მის წარ­დ­გე­ნი­სას ისა­უბ­რე:

◊ რა­ტო­მაა შე­ნი ნაშ­რო­მი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის წიგ­ნა­კი?

◊ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლი შე­ნი ნა­მუ­შევ­რით?

◊ რო­მელ ეპი­ზოდ­ზე მუ­შა­ო­ბა იყო გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი

(რე­სურ­სე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი)

პირ­ვე­ლი ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა.

◊ გა­იხ­სე­ნე, რო­მე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წიგ­ნა­კი გი­ნა­ხავს, რა სა­თა­უ­რით, რა თე­მა­ზე?

◊ რო­გორ ფიქ­რობ, ამ ტი­პის ტექ­ს­ტი ეხ­მა­რე­ბა თუ არა ადა­მი­ანს ინ­ფორ­მა­ცი­ის უკეთ და­მახ­სოვ­რე­ბა­სა და აღ­ქ­მა­ში?

◊ ახ­სე­ნი, რა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შეძ­ლებ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას? შე­ნი აზ­რით, რა გა­გი­ჭირ­დე­ბა, რა გა­გი­მარ­ტივ­დე­ბა?

მე-2 ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

თე­მა­ტუ­რი საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბის დას­მა

შე­კითხ­ვე­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გაღ­ვი­ვე­ბა.

◊ რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ გსმე­ნი­ათ ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან?

◊ რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გე­ბუ­ლობთ სხვა­დას­ხ­ვა და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა თუ უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის შე­სა­ხებ?

◊ ყო­ფილ­ხართ თუ არა და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ან მსხვერ­პ­ლი?

◊ რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა შე­გიძ­ლია თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

◊ რა მი­ნიშ­ნე­ბებს ეყ­რ­დ­ნო­ბი ტექ­ს­ტის გა­სა­გე­ბად?

◊ რა მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ამ თე­მა­ზე შექ­მ­ნილ ტექ­ს­ტებს (მხატ­ვ­რულ და არამ­ხატ­ვ­რულ) შო­რის?

◊ რა იცი სა­ინ­ფორ­მა­ციო წიგ­ნა­კის შე­სა­ხებ?

◊ რო­გორ ფიქ­რობ, რამ­დე­ნად და­გეხ­მა­რე­ბა ამ თე­მა­ზე შექ­მ­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა/შეს­წავ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

რე­სურ­სე­ბი/აქ­ტი­ვო­ბე­ბი

  1. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის წიგ­ნა­კის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა (სა­ინ­ფორ­მა­ციო წიგ­ნა­კის დი­ზა­ინ­სა და სტრუქ­ტუ­რა­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი, რა­ზეც ხე­ლი მიგ­ვიწ­ვ­დე­ბა);
  2. მე­თო­დი „სა­დის­კუ­სიო ქსე­ლი“;
  3. ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა და გა­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი „გა­აზ­რე­ბის­თ­ვის“ – გვ. 117/118/126;
  4. კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბი: ა) „პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში, გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სახ­ვა“; ბ) „თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბა“, მსგავ­სე­ბე­ბი/გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი;
  5. „კუ­ბის მე­თო­დი“;
  6. გა­მო­კითხ­ვა მცი­რე ჯგუფ­ში „ძა­ლა­დო­ბის ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“;
  7. სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით;
  8. რო­ლუ­რი თა­მა­ში „სა­სა­მარ­თ­ლო“;
  9. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი: „შე­ფა­სე­ბა კონ­ვერ­ტით“.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და რე­სურ­სებ­ზე მუ­შა­ო­ბას ორი კვი­რა დას­ჭირ­და. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თით­ქ­მის ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­ლუ­რი თა­მა­ში, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში – „სა­სა­მარ­თ­ლო“ პრო­ცე­სი, დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბით და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით.

ნა­წარ­მო­ე­ბის თე­მი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბის შემ­დ­გომ, გაკ­ვე­თილს ვიწყებ პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბით – „სა­დის­კუ­სიო ქსე­ლი“, კერ­ძოდ, და­ფა­ზე ვწერ ისეთ შე­კითხ­ვას, რო­მე­ლიც კა­მათს/მსჯე­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად დი­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა პი­როვ­ნე­ბის წი­ნა­შე და პი­რი­ქით? მოს­წავ­ლე­ე­ბი, 2-წუ­თი­ა­ნი რეგ­ლა­მენ­ტით, გა­მოთ­ქ­ვა­მენ აზრს თან­მიმ­დევ­რუ­ლად.

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვა: მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვამ­დე, წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში და წა­კითხ­ვის შემ­დეგ. მი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა ისი­ცაა, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­დაც გა­მოდ­გე­ბა. ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით შექ­მ­ნილ ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქ­ტი­ვო­ბა 2. ტექ­ს­ტის ეპი­ზო­დე­ბად წა­კითხ­ვა (იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რი საკ­მა­ოდ ნათ­ლად გა­მო­ხა­ტავს ში­ნა­არსს, თა­ვი­დან­ვე გაჩ­ნ­და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ფორ­მას­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე).

აქ­ტი­ვო­ბა 3. კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მა – „პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში, გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სახ­ვა“ (აქ­ტი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით).

აქ­ტი­ვო­ბა 4. კუ­ბის მე­თო­დი.

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ კუ­ბის ფორ­მის პა­ტა­რა ყუთს, რომ­ლის თი­თო­ე­ულ გვერ­დ­ზე წე­რია ოპე­რა­ცი­ე­ბი: აღ­წე­რე, შე­ა­და­რე, გა­ა­ა­ნა­ლი­ზე, და­ი­ცა­ვი, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გა­მოთ­ქ­ვი, მა­გა­ლი­თად, პეტ­რეს და­ხა­სი­ა­თე­ბა კონ­კ­რე­ტულ ეპი­ზოდ­ში ან ძმე­ბის შე­და­რე­ბა და ა.შ. მოს­წავ­ლე­ე­ბი, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ირ­ჩე­ვენ პერ­სო­ნაჟს/ნა­წარ­მო­ებ­ში მომ­ხ­დარ მოვ­ლე­ნას ახა­სი­ა­თე­ბენ (მე­თო­დი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­კითხის/პერ­სო­ნა­ჟის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის და პრო­ცე­სიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია).

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბად ეძ­ლე­ვათ გა­მო­კითხ­ვის ჩა­ტა­რე­ბა მცი­რე ჯგუფ­ში (ოჯახ­ში/გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან) – „ძა­ლა­დო­ბის რო­მელ ფორ­მებს იც­ნობთ/გსმე­ნი­ათ?“ (შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვა გვექ­ნე­ბა კლას­ში, მომ­დევ­ნო დღეს).

ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა და მე­თო­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შერ­ჩე­უ­ლი, ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას და სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თა­ვად შე­დე­გი, ე.წ. „პრო­დუქ­ტი“ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზავ­ნი­ლი გა­მო­ვი­და, ვი­ნა­ი­დან ტექ­ს­ტობ­რივ მი­ნიშ­ნე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით რამ­დე­ნი­მე ქვე­ტექ­ს­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­მო­იკ­ვე­თა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

⇒ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა;

⇒ მე-9 კლა­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო;

⇒ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბი 2020.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები