14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სა­თა­უ­რის, ილუს­ტ­რა­ცი­ი­სა და ეპი­ზო­დის სწავ­ლე­ბი­სათ­ვის პირ­ველ კლას­ში

spot_img

რუ­სუ­დან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე
სსიპ თბი­ლი­სის №186 და №221 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მასწავლებელი

 

ისეთ ცნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რო­გო­რი­ცაა ტექ­ს­ტი, აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა და ელე­მენ­ტე­ბის რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

პირ­ველ კლას­ში მოს­წავ­ლე იწყებს კითხ­ვას, უჭირს სიტყ­ვე­ბის დე­კო­დი­რე­ბა, ყოვ­ნ­დე­ბა და ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბაც ფერ­ხ­დე­ბა. თუმ­ცა, არც გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა გახ­ლავთ გა­აზ­რე­ბის გა­რან­ტი. კითხ­ვის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის დახ­ვე­წის პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­თა­უ­რის, ეპი­ზო­დი­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ის რო­ლი. ისი­ნი დამ­წყებ მკითხ­ველს გზას უკ­ვ­ლე­ვენ ტექ­ს­ტის აღ­საქ­მე­ლად და გა­სა­აზ­რებ­ლად. მიზ­ნის­კენ მი­სას­ვ­ლე­ლი გზა იოლ­დე­ბა, რად­გან პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლი, სა­თა­უ­რი­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ის წყა­ლო­ბით, უკ­ვე „ან­კეს­ზეა წა­მო­გე­ბუ­ლი“.

გთა­ვა­ზობთ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სა­თა­უ­რის, ილუს­ტ­რა­ცი­ი­სა და ეპი­ზო­დის სწავ­ლე­ბა. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და შუ­ა­ლე­დური შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

ზღაპ­რის, მოთხ­რო­ბის, იგა­ვის, ლექ­სის სა­თა­უ­რის გა­გე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია ტექ­ს­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის გზა­ზე. მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­თა­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ს­ტის აღ­ქ­მი­სათ­ვის. რო­გორც ცი­რა ბარ­ბა­ქა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სტა­ტი­ა­ში „თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი – სა­თა­უ­რის ფუნ­ქ­ცია, სტა­ტუ­სი, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია“, სა­თა­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რი გა­სა­ღე­ბია, რო­მე­ლიც აად­ვი­ლებს შე­მოქ­მე­დე­ბით ლა­ბი­რინ­თ­ში შეს­ვ­ლას. სა­თა­ურს რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქ­ცია აკის­რა: 1) სა­რეკ­ლა­მო, 2) შემ­ფა­სე­ბე­ლი, 3) კომ­პო­ზი­ცი­ურ-ში­ნა­არ­სე­უ­ლი, 4) დე­და­აზ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის­თ­ვის ინ­ტ­რი­გა ჩა­მა­ლუ­ლია სა­თა­ურ­ში, ამი­ტომ, ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვამ­დე, მოს­წავ­ლეს ვთა­ვა­ზობთ აქ­ტი­ვო­ბას: „ამო­ი­ცა­ნი მი­ნიშ­ნე­ბა სა­თა­უ­რით“. ამ დროს საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბია: მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუ არა სა­თა­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის­თ­ვის? მაძ­ლევს თუ არა ის რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბას? გა­მი­ჩი­ნა თუ არა წა­კითხ­ვი­სა და მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი სა­თა­ურ­მა?

ამ აქ­ტი­ვო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად უკე­თე­სია აარ­ჩი­ოთ ისე­თი სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა პერ­სო­ნაჟს, გა­მო­ხა­ტავს მის გა­რეგ­ნულ ან ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბას, პერ­სო­ნა­ჟის მოქ­მე­დე­ბას, ასე­ვე, სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ტექ­ს­ტის თე­მას, იდე­ას, დე­და­აზრს.

ილუს­ტ­რა­ცია, რო­მელ­საც ტექ­ს­ტი სთა­ვა­ზობს პირ­ველ­კ­ლა­სელს, ასე­ვე მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია და ამას­თა­ნა­ვე, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ილუს­ტ­რა­ცია გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია რო­გორც სა­თა­უ­რის, ასე­ვე ეპი­ზო­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­გე­ბას­თან. ილუს­ტ­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე შეძ­ლებს გა­იხ­სე­ნოს ეპი­ზო­დი, გა­ი­აზ­როს ეპი­ზო­დის რო­ლი. აქ­ტი­ვო­ბა: „ილუს­ტ­რა­ცია, ეპი­ზო­დი, სა­თა­უ­რი“ ეხ­მა­რე­ბა პირ­ველ­კ­ლა­სელს, ნა­ხა­ტის/ილუს­ტ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იხ­სე­ნოს ზღაპ­რის, მოთხ­რო­ბის, იგა­ვის სა­თა­უ­რი და გვი­ამ­ბოს ეპი­ზო­დი ან გა­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი აზ­რი.

 

სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა აქ­ტი­ვო­ბა: „შე­ურ­ჩიე ილუს­ტ­რა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა სა­თა­უ­რი“. ეს აქ­ტი­ვო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ტექ­ს­ტის გა­გე­ბა/გა­აზ­რე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. ამ დროს მოს­წავ­ლე ნა­წარ­მო­ე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რად გრძნობს თავს.

აქ­ტი­ვო­ბა: „გა­იხ­სე­ნე მოთხ­რო­ბის ეპი­ზო­დე­ბი და შე­უ­სა­ბა­მე სა­თა­უ­რი ილუს­ტ­რა­ცი­ას, შე­ას­რუ­ლე სა­ვარ­ჯი­შო ბმულ­ზე გა­დას­ვ­ლით“https://learningapps.org/display?v=prffumebk20

ეს აქ­ტი­ვო­ბა გა­ნამ­ტ­კი­ცებს მი­მარ­თე­ბებს სა­თა­ურს, ეპი­ზოდ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ას შო­რის. ამ­თ­ლი­ა­ნებს მოს­წავ­ლის წარ­მოდ­გე­ნებს ტექ­ს­ტის შე­სა­ხებ და აად­ვი­ლებს ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას. აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მი­ზა­ნი, ასე­ვე თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი. ასე­თი რე­სურ­სის შექ­მ­ნა ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ს­ტის­თ­ვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ციფ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და learningapps.org-ის პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და თვალ­სა­ჩი­ნო იყო. პრე­ზენ­ტა­ცია სა­ხა­ლი­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­და, რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მე­ბი გა­ლე­რე­ა­ში იპო­ვეს და იქი­დან­ვე წა­რად­გი­ნეს, ასე­ვე, ერ­თ­მა­ნე­თის ნაშ­რო­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შეძ­ლეს.

https://www.artsteps.com/view/5fc7d56c619c3f10baea7937?currentUser

artsteps.com-ში, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ხა­ტის გვერ­დ­ზე დაწ­კა­პე­ბით, გა­მო­დის ფან­ჯა­რა, რო­მელ­საც სა­მო­ტი­ვა­ცი­ოდ გა­მო­ი­ყე­ნებთ და მის­წერთ მოს­წავ­ლეს, რა­ტომ მოს­წონს „გა­ლე­რე­ის მფლო­ბელს“ მი­სი ნა­ხა­ტი.

ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­მეხ­მა­რა, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გა­და­ედ­გათ პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა/გა­აზ­რე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
  1. ცი­რა ბარ­ბა­ქა­ძე, „სე­მი­ო­ტი­კა“, „თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი –
სა­თა­უ­რის ფუნ­ქ­ცია, სტა­ტუ­სი, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია“, 21 აპ­რი­ლი, 2012 https://semioticsjournal.wordpress.com/2012/04/21
  1. „დათ­ვი და­დუ“ – სა­ან­ბა­ნო სა­კითხა­ვი წიგ­ნი http://kargiskola.ge/anbani/datvi%20dadu.pdf

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები