27 ივლისი, შაბათი, 2024

სა­ვე­ლე ექ­ს­კურ­სია-გაკ­ვე­თი­ლი ტე­ხუ­რის ხე­ო­ბა­ში

spot_img

2021 წლის 21 მა­ისს, სსიპ სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლის IX კლას­ში (კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მა­რი­ნე ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი), ჩა­ტარ­და სა­ვე­ლე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, ექ­ს­კურ­სია-გაკ­ვე­თი­ლი ბი­ო­ლო­გია-გე­ოგ­რა­ფი­ა­ში. გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­რა ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბა­ტონ­მა გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვამ. გაკ­ვე­თი­ლის თე­მა: ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

გაკ­ვე­თი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სო­ფელ ბერ­თემ­ში (სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), მდი­ნა­რე ტე­ხუ­რის ხე­ო­ბა­ში, თერ­მუ­ლი წყლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

 

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მო და თა­ნა­მედ­რო­ვედ მოწყო­ბი­ლი ტუ­რის­ტულ-რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ხა­ლი­სი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. გაკ­ვე­თი­ლი წი­სას­წარ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­ყო­ფი­ლი იყო 2 ნა­წი­ლად: სას­წავ­ლო და გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი. ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნილ და გა­მო­ყე­ე­ბულ რე­სურ­სებს საკ­მა­ოდ ამ­დიდ­რებ­და ბტკ-ში არ­სე­ბუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი.

მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გაკ­ვეთი­ლის თე­მა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გა­სა­გე­ბად გა­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მიკ­როფ­ლო­რა და ფა­უ­ნა, გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, გაკ­ვე­თი­ლის ყვე­ლა ფა­ზა­ზე, მიზ­ნობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, აქ­ტი­უ­რად და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. საპ­რე­ზენ­ტა­ციო და­ფა, უხ­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­სურ­სე­ბი, კოლ­ხუ­რი ომა­ხი­ა­ნი ხმის ტო­ნი და ინ­ტო­ნა­ცია, ხე­ო­ბა­ში მყოფ ყვე­ლა ტუ­რისტსა და დამ­ს­ვე­ნე­ბელს ცნო­ბის­მოყ­ვ­არე­ო­ბას უღ­ვი­ვებ­და.

           

გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს, ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თა თვით­შე­ფა­სე­ბა და ურ­თიერ­თ­შე­ფა­სე­ბა, ამას და­ე­მა­ტა ჩვე­ნი სკო­ლის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის: ლია ხე­ლა­ი­ას და ხვი­ჩა ძა­ძა­მი­ას მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რი.

გა­კე­თი­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლიც პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: თო­კე­ბის ატ­რაქ­ცი­ო­ნი, „ზიპ­ლა­ი­ნი“, ოლიმ­პი­უ­რი აუზი, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, გა­სარ­თობ­თან ერ­თად, სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი­ცაა. ეს ად­გი­ლი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ად­რე­ნა­ლი­ნის გა­მო­სა­ყო­ფად. ჟან­გ­ბა­დით გა­ჯე­რე­ბულ მრა­ვა­ლი­ა­რუ­სი­ან ტყე­ში, ცა­ში ატყორ­ც­ნ­ილი ხე­ე­ბის ქვეშ, ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას, ოლიმ­პი­ურ აუზ­ში გაგ­რი­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.

გაკ­ვე­თი­ლი შე­ა­ჯა­მა ბა­ტონ­მა გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვამ, მოგ­ვ­ცა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი უკუ­კავ­ში­რი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა.

და­სას­რულს, მო­ვაწყ­ვეთ პიკ­ნი­კი, ფო­ტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა. სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით-კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მე­თო­დით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი დიდ­ხანს დაგ­ვა­მახ­სოვ­რ­დე­ბა.

ჩვენს სკო­ლას და­უ­ვიწყარ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა პან­დე­მი­ამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ექ­ს­კურ­სია-გაკ­ვეთ­ლე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, სპორ­ტულ-კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: მუ­ზე­უ­მებ­ში, სახლ-მუ­ზე­უ­მებ­ში, აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კურ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ნო­ქა­ლა­ქე­ვის მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის ეროვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია, სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი).

მად­ლო­ბა სკო­ლის ად­მინ­ის­ტ­რა­ცი­ას ამ დღის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. გა­სარ­თობ ცენ­ტ­რ­ში ჩვენს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და ეკი­პი­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნა ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­მა, კონ­ს­ტან­ტი­ნე ბა­ღა­თუ­რი­ამ, ხო­ლო უსაფ­რ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად მგზავ­რო­ბა­ზე – სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა, ემ­ზარ გო­გი­ამ.

იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ჩა­ტა­რ­დე­ბა გას­ვ­ლი­თი სას­წავ­ლო შე­მეც­ნე­ბით-კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რო­გორც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში.

გი­ორ­გი ძა­ძა­მია, სსიპ სე­ნა­კის მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტის სოფ. ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლის IX კლა­სის მოს­წავ­ლე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები