12 აგვისტო, პარასკევი, 2022

საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო

spot_img

26 ივლისიდან მაგისტრანტობის მსურველები 2022 წლის გამოცდებში ჩაერთვნენ. ტესტირება ორი დღის განმავლობაში ტარდება. პირველ დღეს ტარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 25 წუთი. საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და ნებისმიერ სამ ნაწილში ზღვრის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელს საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ეთვლება. დეტალური ინფორმაცია მითითებულია გზამკვლევში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში – პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით. 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით 2022 წლის საგამოცდო პროცესის ძირითადი სესიები დასრულდება.

გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.

 

დამატებით სესიებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები