25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

საერთო სამაგისტრო გამოცდის დამატებითი სესიები  12 და 13 აგვისტოს ჩატარდება  

spot_img

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დამატებითი სესიები განსაზღვრა. 2021 წელს დამატებითი სესიები ტარდება იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო

📌🟥 12 აგვისტოს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ტესტირება წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩატარდება, 13 აგვისტოს – ლოგიკურ  და რაოდენობრივ მსჯელობაში.

დამატებითი სესიების პარალელურად მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება. აბიტურიენტებისათვის უკვე ცნობილია ქართული ენისა ლიტერატურის, უცხოური ენებისა და ასევე მათემატიკის გამოცდის შედეგები.

📌🟥 ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება  მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

🔹🔹🔹

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. სწორედ ამ დრომდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ  ის  საგანმანათლებლო   პროგრამები,  რომელთა  მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. მათ შესაძლებლობა აქვთ დაამატონ პროგრამები და  ნებისმიერი ტიპის ცვლილება შეიტანონ  ე.წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში.

აბიტურიენტმა ნებისმიერი ცვლილების შემდეგ უნდა გამოიყენოს ღილაკი – შენახვა.  ასევე გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები