14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2023 – აპელაცია

spot_img

სააპელაციო განაცხადები მიიღება 21 აგვისტოს, 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური – 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა, განცხადების საფუძველზე, უბრუნდება გამოცდაში მონაწილეს.

!! სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და, აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ, შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.

ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ  პროცესის დასრულების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების შემდეგ, სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

!! გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

♦ „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;

♦ „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

♦ „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge –  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;

♦ „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

!! აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა ის საბოლოო შედეგია, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები