საერთო სამაგისტრო გამოცდა 2021
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
⇒ რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?
♦ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ.
‼ ��� დეტალები იხილეთ გზამკვლევის ➡ ცხრილებში
⇒ როდის შეუძლია მაგისტრანტობის მსურველს აირჩიოს ტესტის ტიპი?
♦ 2020 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები აბარებენ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს, რამაც სრულად მოხსნა პროგრამების არჩევისა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტი კვლავაც 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
⇒ საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა როგორ ხდება?
♦ საგანმანათლებლო პროგრამას რეგისტრაციის დროს არ ირჩევთ. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვებში განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში წარმატებით ჩააბარეთ.