„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

232

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ საქართველოში მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება. მის ორგანიზებას საქართველოში  „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს.

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 1,2 მილიონი ბავშვი მონაწილეობს.

2021 წლის საკონკურსო თემა გახლავთ „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და საჩუქარი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით;

მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები;

წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;

წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;

კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული;

სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ ან არაბულ ენებზე. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მარტიდან 2021 წლის 4 აპრილის ჩათვლით (17:00 საათი). საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ  დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე – gpost.ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ letter@gpost.ge.

აღსანიშნავია, რომ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის გადმოდით ბულზე

👇👇👇
https://cutt.ly/QlZ8xJ4

დატოვეთ კომენტარი