3 იანვარი, პარასკევი, 2025

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

spot_img

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების XII საერთაშორისო ვორქშოფი გამოყენებითი ელექტრომაგნიტური ინჟინერია მაგნიტურ, ზეგამტარულ, მრავალფუნქციურ და ნანო მასალებში“.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იაპონიის (JSAEM), საბერძნეთის (NTUA), ტეხასის (TAMU), ნევადასა (UNR) და პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების თანამონაწილეობით ტარდება. მისი მიზანია ამ სფეროში ქართველი და უცხოელი წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრების შეხვედრა, მათი კვლევებისა და შრომების შედეგების გაცნობა და ურთიერთგაზიარება.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის მსვლელობაში საქართველოს ახალგაზრდა მკვლევრები ჩაერთვებიან, შესაბამისად, გაიღრმავებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ჩაერთვებიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.

კონფერენცია „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების XII საერთაშორისო ვორქშოფი გამოყენებითი ელექტრომაგნიტური ინჟინერია მაგნიტურ, ზეგამტარულ, მრავალფუნქციურ და ნანო მასალებში“ 17 ივლისს გაიხსნა და 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები