3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

საერთაშორისო პროექტების როლი სასწავლო პროცესში

spot_img
ლუსანა ლომაია
სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების,  ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი

 

 

დღეს გლობალური დათბობის საკითხი ბევრად უფრო მწვავეა კაცობრიობისთვის, ვიდრე აქამდე. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოაცხადა. გაერომ კი განაცხადა, რომ დასრულდა გლობალური დათბობის ერა და დაიწყო დუღილის ეპოქა.

ახლაც, ამ წუთებში, გლობალური დათბობის გამოვლინებები მთელ მსოფლიოში შეინიშნება. თუკი პლანეტის ერთ ნაწილში მაღალი ტემპერატურაა, მეორე ნაწილში შეიძლება იყოს უხვი ნალექი და მის მიერ გამოწვეული პრობლემები. ანთროპოგენული ფაქტორები აბინძურებს წყალს, ჰაერს, ნიადაგს. ინდუსტრიალიზაციის ერის დაწყებამ სათბურის ეფექტის გაზების კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. პლანეტის მასშტაბით ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს მყინვარებისა და პოლუსების დნობას.

საფრთხის წინ მდგარმა ბუნებამ კაცობრიობას თვალნათლივ დაანახა საკუთარი შეცდომები და დააფიქრა მათი გამოსწორების შესაძლო ხერხებზე. საჭიროა ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი.

მე, როგორც საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგი, ხშირად ვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე ეკოლოგიასთან კავშირს. სკოლაში ვკურირებ მე-6 კლასელებისგან შემდგარ ეკოკლუბ  ,,დედამიწის მცველებს“, სადაც ვაშუქებთ ეკოლოგიურ პრობლემებს და მოვუწოდებთ თანატოლებს ქმედითი ნაბიჯებისკენ, ვახორციელებთ გარემოსდაცვით აქტივობებსა და პროექტებს. პროექტ „არა პლასტმასას“ ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ეკოანბანი და ეკოგზავნილები.

სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა უკვე მესამე წელია, რაც ჩავრთე eTwinning-ის ქსელში. ამ პლატფორმის მიზანია ევროპელ მასწავლებლებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამ სამი წლის განმავლობაში მიღებული მაქვს 7 ეროვნული და 6 ევროპული ხარისხის ნიშანი. 2023-2024 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა, გამარჯვებული ევროპული სკოლების სიაში, ჩემი 3 საერთაშორისო პროექტით იძებნება.

შარშან, სასწავლო წლის ბოლოს, ჩემმა მოსწავლეებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ წელსაც გაგვეგრძელებინა ბუნების დაბინძურების საკითხებზე მუშაობა. ამან მომცა საშუალება, დამეგეგმა საერთაშორისო პროექტი eTwinning პლატფორმაზე „Protect Earth“ და, უცხოელ კოლეგებთან ერთად, გვემუშავა გარემოს დაცვის საკითხებზე. პროექტში ჩაერთო 5 ქვეყნის (საქართველო – 9, სერბეთი – 4, რუმინეთი – 3, ჩრდ. მაკედონია – 1, სასომხეთი – 1 მასწავლებელი) 18 პედაგოგი.

⇒ მონაწილე სკოლები

საქართველო:

სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა – ლ. ლომაია (პროექტის ავტორი)

სსიპ ქალაქ თბილისის №152 საჯარო სკოლა – ე. კილაბერია

სსიპ ქალაქ თბილისის №107 საჯარო სკოლა – ი. ნიქაბაძე

სსიპ ქალაქ თბილისის №107 საჯარო სკოლა – ი. აბრამიშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა – ბ. გზირიშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის №178 საჯარო სკოლა – ე. უჩანეიშვილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ვაშლევის საჯარო სკოლა – ხ. გოგალაძე

სსიპ ქალაქ თბილისის №152 საჯარო სკოლა – ქ. ღლონტი

სსიპ გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლა – ქ. ნანდოშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა – თეა ხმალაძე.

სერბეთი:

Osnovna škola “Ivo Lola Ribar”. Рума / Ruma. Serbia. პედაგოგი – ს. კოჯიჩი (პროექტის თანაავტორი).

Основна школа “Доситеј Обрадовић”.Путинци. Serbia. პედაგოგი – ჯ .კოჯიჩი.

Osnovna škola “Ivo Lola Ribar”.Рума Ruma. Serbia. პედაგოგი – ს. პაუნოვიჩი.

Osnovna škola “Ivo Lola Ribar”.Рума/Ruma. Serbia. პედაგოგი – ს. ჯუნგოვიჩი.

რუმინეთი:

LICEUL TEORETIC, COMUNA FILIPEȘTII DE PĂDURE. Filipestii De Padure. Romania.

პედაგოგი – დ. მუსტეატა.

LICEUL TEORETIC, COMUNA FILIPEȘTII DE PĂDURE. Filipestii De Padure. Romania.

პედაგოგი – ს. მარია.

Scoala Gimnaziala Alimpesti. Alimpești. Romania. პედაგოგი – მ. ნეგრიციოუ.

ჩრდ. მაკედონია და სომხეთი:

Vandzor N24 Secondary school.Vanadzor. Armenia. პედაგოგი – ნ. გალსტიანი.

OU”Grigor Prlicev” – Ohrid . Ohrid. North Macedonia. პედაგოგი – ი. ბოგოევსკა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაბინძურებაზე, კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებზე, მოსწავლეების მიერ მათი საქმიანობის უკეთ გააზრება და პასუხისმგებლობის გაზიარება ბუნების დასაცავად; კვლევის ჩატარება, ერთმანეთისთვის გაზიარება და პლასტმასას შემცირების გადაჭრის გზების ძიება, პოსტერების, ვიდეოების, ბუკლეტების, პრეზენტაციების აწყობა, დისკუსიის გამართვა, შემოქმედებითობის, კრეატიულობის, სწავლის, გუნდური მუშაობის  უნარების განვითარება, სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა, ისტ-ის უნარების განვითარება და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება ონლაინ ჩართვების საშუალებით.

პროექტში ჩავრთე VI კლასელები, ვინაიდან კურიკულუმით გათვალისწინებულ ბუნებისმეტყველების საკითხებთან იყო თანხვედრა. გვქონდა ონლაინ შეხვედრები ZOOM,  TEAMS და  FACEBOOK-ში ეთვინერ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. მათ გავაცანი პროექტის მიზნები. განვიხილეთ პროექტის გეგმა და გადავანაწილეთ ფუნქციები ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტის ლოგოს შექმნაზე, რომელიც ასახავდა პროექტის სახელწოდების „Protect Earth“ სიმბოლოს. შემდეგ კენჭისყრით გამოავლინეს გამარჯვებული ლოგო.

მოსწავლეებმა რუკაზე თვიანთი სკოლები მონიშნეს, წარადგინეს სკოლები, ქვეყნები, ისტ-ის დახმარებით შექმნეს პოსტერები. საახალწლოდ შექმნეს ელექტრონული წიგნი ,,ჩემი ქვეყნის საახალწლო ტრადიცია“, სადაც პროექტში მონაწილე ქართველმა მასწავლებლებმა დავინაწილეთ საქართველოს კუთხეები და ჩვენმა მოსწავლეებმა გააფორმეს საახალწლო ტრადიციებით -სე გავაცანით უცხოელებს საქართველოს კუთხეები.

გვქონდა სამუშაო შეხვედრები ფოიერვერკის მავნებლობაზე, ენერგიის წყაროებზე და მათ ალტერნატიულ სახეებზე,  ციფრული წმენდა,  პლასტმასას გავლენა ორგანიზმზე, გამოთვალეს საკუთარი ეკონაკვალევი, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა     და გამოთვალეს 1 წლის განმავლობაში მათი ოჯახი რამდენად აბინძურებს დედამიწას პლასტმასას ნარჩენით, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შექმნეს ეკომესიჯები და მოუწოდეს თანატოლებს დედამიწის დაცვისა და გაფრთხილებისკენ.  მოსწავლეები გაეცნენ პრეზენტაციას – კლიმატის ცვლილება ჩემს გაკვეთილზე….. სეპარირება, რეციკლინგის თემა ცოტა მაინც ბუნდოვანი იყო მოსწავლეებისთვის, ამიტომ ცოდნის განსამტკიცებლად, გამოვიყენეთ ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები: 5 R -ზრუნვა დედამიწისთვისნარჩენების დაშლა , გარემოს დაბინძურება და მისი ეკოლოგიური ალტერნატივა.

გარემოს დამაბიძურებლებად თუ აქამდე მოსწავლეები აღვიქვამდნენ პლასტმასას, ქარხნებისა და მანქანის გამონაბოლქვს, პესტიციდებით დაბინძურებას, საერთაშორისო პროექტ ,, Protect Earth“-ის  ეკოანბანზე მუშაობისას გაეცნენ დაბინძურების სხვა წყაროებსაც. მათ შექმნეს ელექტრონული წიგნი, სადაც ინგლისური ანბანის ყველა ასოს გარემოს დამაბინძურებელი შეესაბამება. https://read.bookcreator.com/Yc75rk9hbpw5c-e6m2QJDzjt-qXvarp1tPrgDoO3waY/w9JfOHYnR06S6xVB8-p6cA. ელექტრონულმა წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა თანატოლებში/თემში.

აღვნიშნეთ 2024 წლის გლობალური მოქმედების დღეები. ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია დროული ქმედითი ნაბიჯები, ვინაიდან დრო არ ითმენს.

პროექტის მონაწილეებმა შეიძინეს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მათში აქტიური გარემოსდაცვითი მოქალაქის ჩამოყალიბებას, პრეზენტაციის სწორად მომზადებას, ისტ-ის გამოყენებით როგორც ინფორმაციის მოძიებას, ისე სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობას, გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას. მათ გაითავისეს 5R-ის დანერგვის აუცილებლობა, ვინაიდან ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.

ჩემი რჩევაა, რაც შეიძლება ბევრ გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთოს მომავალი თაობა და გარემოსდაცვითი განათლება აქციონ ყოველდღიური ცხოვრების წესად. მათ მოუწევთ ჩვენი პრობლემების გამოსწორება, რათა თავიანთ შვილებს დაუტოვონ ცხოვრების ნორმალური პირობები. ჩვენი დანაშაული და შეცდომები კი, გამოიყენონ როგორც ახალი შესაძლებლობა უკეთესის შესაქმნელად.

ვფიქრობ, ჩემ მიერ არაფორმალურ გარემოში ჩატარებული პროექტის სასწავლო მიზნებით გამოყენება აუცილებელი და მისასალმებელია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები