საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა

258
‼️ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ. კონკრეტული თარიღი ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
📢 თუ გსურთ, თქვენს პრიორიტეტულ ჩამონათვალში მითითებულ რომელიმე პროგრამას ადგილი შეუცვალოთ, მიიტანეთ კურსორი შესაბამის პროგრამასთან, მონიშნეთ იგი და აირჩიეთ ღილაკი „წაშლა“. შემდეგ კურსორით მონიშნეთ ის პროგრამა, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, ჩაწერეთ პროგრამის კოდი და გამოიყენეთ ღილაკი „დამატება“, ბოლოს კი დააჭირეთ შენახვის ღილაკს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროგრამის პირველ ნომრად ჩაწერა გსურთ, მაშინ კურსორი პირველი პროგრამის ადგილას დააყენეთ, გამოიყენეთ ღილაკი „დამატება“ და ჩაწერეთ სასურველი პროგრამა, შემდეგ კვლავ დაბრუნდით პირველ პოზიციაზე, აირჩიეთ ღილაკი „წაშლა“ და მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ავტომატურად სასურველ პირველ საფეხურზე გადაინაცვლებს.
‼️ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკის გამოყენება.
გისურვებთ წარმატებას!

დატოვეთ კომენტარი