14 ივლისი, კვირა, 2024

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) გენერალური ასამბლეა

spot_img

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) რიგით 64-ე გენერალური ასამბლეა საფრანგეთში იმართება, რომელშიც 60 ქვეყნის 120 წარმომადგენელი მონაწილეობს. ვერსალში გამართულ შეხვედრაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ საქართველოს, როგორც მომავალი მასპინძელი ქვეყნის, შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებული გენერალური ასამბლეა საგანმანათლებლო სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მასში მონაწილეობენ საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე დელეგატები – დარგის საუკეთესო სპეციალისტები და განათლების პოლიტიკის შემქმნელები.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია 1959 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროში შედარებითი კვლევების წარმოება, სწავლისა და სწავლების დონის გაუმჯობესების მიზნით. საერთაშორისო კვლევა საშუალებას იძლევა, მონაწილე ქვეყნებმა შეადარონ მოსწავლეთა მიღწევების დონე საერთაშორისო სტანდარტებს, გააანალიზონ, თუ რა ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკა, სასწავლო გეგმები, სწავლების მეთოდიკა თუ საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა მიღწევებზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ასოციაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრია. მუდმივმოქმედი საბჭო იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების არჩევასა და ახალი საგანმანათლებლო კვლევების დაგეგმვის თაობაზე.

საქართველო 2024 წელს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები