4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს  და არა მხო­ლოდ „მო­წო­დე­ბე­ბის“ გამ­ცე­მი

spot_img

✔️ სე­და ნა­ხა­პე­ტი­ა­ნი – სსიპ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წყალ­თ­ბი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი — რას მო­ითხოვს მის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, უნ­და ჰქონ­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და იყოს ლი­დე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, რად­გან სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, მა­თი სწო­რი აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. ეს არის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც აქვს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში და ეს მხო­ლოდ მოთხოვ­ნა კი არ უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან სას­კო­ლო თე­მის მხრი­დან, არა­მედ თა­ვად დი­რექ­ტო­რის მი­ერ გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ერის წი­ნა­შე.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს ლი­დე­რი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, რად­გან ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უძ­ლია სკო­ლა წინ წა­იყ­ვა­ნოს და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა აღ­ზარ­დოს. ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად ფლო­ბას, რა­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვად იყოს მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი და „გზამ­კ­ვ­ლე­ვი“ კო­ლე­გე­ბის­თ­ვის და არა მხო­ლოდ „მო­წო­დე­ბე­ბის“ ავ­ტო­რი, ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხით შეს­რუ­ლე­ბის­კენ. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აღი­ა­რე­ბაც და პა­ტი­ვის­ცე­მაც მხო­ლოდ ასე­თი მიდ­გო­მის შე­დე­გია.

სკო­ლის ხა­რის­ხი — ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბი

სკო­ლა­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბევრ სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტორ­ზე. მა­გა­ლი­თად ისე­თებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მშო­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი და მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია. ჩე­მი პი­რა­დი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, თა­მა­მად შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ დი­რექ­ტო­რი-მას­წავ­ლე­ბე­ლი-მშო­ბე­ლი-მოს­წავ­ლე უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვია და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვაც მა­თი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

როგორ აისა­ხე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სას­წავ­ლო მო­დე­ლი  მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, სკო­ლის რო­ლი მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ოჯა­ხის შემ­დეგ სწო­რედ სკო­ლას აკის­რია პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში.

სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია და გა­მოწ­ვე­ვა

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, ვფიქ­რობ, სწო­რედ ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რაც ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას კი­დევ უფ­რო ეფექ­ტურ­სა და ეფექ­ტი­ანს გახ­დის, იგი სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფერს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს, რაც ათე­უ­ლო­ბით წე­ლია სის­ტე­მის გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

წარმატებული სკოლა

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია: პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს სა­კუ­თარ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე; აქ­ტი­უ­რი მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მზა­დაა მი­ი­ღოს რჩე­ვე­ბი შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ეხ­მა­როს მას ამა თუ იმ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში; დი­რექ­ტო­რი, ამ უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად მარ­თავს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის რო­ლი

გუნ­დუ­რო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო არის წარ­მა­ტე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის უპი­რო­ბო გა­რან­ტი. სკო­ლა, სა­დაც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა და გა­და­ნა­წი­ლე­ბა კი — მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი, სა­დაც თი­თო­ე­ული რგო­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თო საქ­მის და იდე­ის ირ­გ­ვ­ლივ, იდე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი. ჩვენც მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა ამ პრინ­ცი­პის დაც­ვით ვმარ­თოთ სკო­ლა და სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ჯგუ­ფი კი, თა­ვის მხრივ, ცდი­ლობს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გზით, მო­ახ­დი­ნოს მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბის დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა/უკუ­კავ­ში­რი.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს

ამ ეტაპ­ზე დი­რექ­ტო­რებს სჭირ­დე­ბათ უფ­რო მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი.

ახალი სტანდარტი

სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტი გან­საზღ­ვ­რავს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ცოდ­ნას და უნა­რებს, პრო­ფე­სი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს. სტან­დარ­ტი შე­ი­ცავს სა­ჯა­რო სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო აუცი­ლე­ბელ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. სტან­დარ­ტის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია — გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, აგ­რეთ­ვე პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ბო­ლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

რო­გორ შე­არ­ჩი­ოს სკო­ლამ დი­რექ­ტო­რი

ვფიქ­რობ, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი ისე­დაც გა­მარ­თუ­ლად არის და­გეგ­მი­ლი ჩვენს სის­ტე­მა­ში: სკო­ლა/სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით აკე­თებს არ­ჩე­ვანს იმ კან­დი­და­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­დის გზით უკ­ვე და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს მოთხოვ­ნი­ლი კომ­პე­ტენ­ცია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები