13 ოქტომბერი, კვირა, 2024

სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია – ისტორია და სპორტი

spot_img

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, ნი­კო სი­ლა­გა­ძე და გია ბე­გი­აშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რა სა­ერ­თო შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ორ, ერ­თი შე­ხედ­ვით, შო­რე­ულ სა­განს და რო­მელ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექ­ტებ­ზე უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ ამ საგ­ნე­ბის პე­და­გო­გებ­მა ყუ­რადღე­ბა, თუ ერ­თობ­ლი­ვად გა­დაწყ­ვე­ტენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ნი­კო სი­ლა­გა­ძე: ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. ჩემს სა­გან­ზე სა­უბ­რით და­ვიწყებ. რო­დე­საც ინ­ტეგ­რა­ცი­ას ვახ­სე­ნებთ და ის­ტო­რი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­გორც წე­სი, აზ­რად მოგ­ვ­დის ინ­ტეგ­რა­ცია მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნებ­თან, ვთქვათ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ას­თან. თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მა ეს არ იქ­ნე­ბა, დღეს შე­ვეც­დე­ბით, გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლე­ბი ვი­პო­ვოთ, ერ­თი შე­ხედ­ვით, ისეთ შო­რე­ულ სა­გან­თან, რო­გო­რიც ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტია. გია, რას გვეტყ­ვით, შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე სა­ერ­თო ვი­პო­ვოთ ის­ტო­რი­ა­სა და სპორტს შო­რის?

გია ბე­გი­აშ­ვი­ლი: სა­გან­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თე­ო­რი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბიც, რომ­ლის და­კავ­ში­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გან­თან „ის­ტო­რია“.

ნ.ს.: თე­მა­ტუ­რი მა­გა­ლი­თი რომ გვითხ­რა…

გ.ბ.: მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან ერთ-ერ­თი თე­მა­ტუ­რი ბლო­კია სპორ­ტის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი და ავი­ღოთ ერთ-ერ­თი სა­კითხი ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბად, მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ ვი­დე­ორ­გო­ლის, პრო­ექ­ტის ან ბუკ­ლე­ტის მომ­ზა­დე­ბა და სხვა. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ში­ნა­არ­ს­ში გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იყოს ყუ­რადღე­ბა ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე, იმა­ზე, თუ მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, ორ­თაბ­რ­ძო­ლის დაწყე­ბის წინ, რა­ზე აკე­თებ­დ­ნენ ხოლ­მე აქ­ცენტს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, აგ­რეთ­ვე, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვთქვათ — გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ის­ტო­რი­ი­დან და ამ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბიც  იყოს მოყ­ვა­ნი­ლი, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ორ­თაბ­რ­ძო­ლის დაწყე­ბის წინ, რა­ზე აკე­თებ­დ­ნენ ისი­ნი აქ­ცენტს. თა­ვის დრო­ზე, სა­ნამ ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის წე­სე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბო­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, ორ­თაბ­რ­ძო­ლის დაწყე­ბის წინ, მი­სალ­მე­ბამ­დე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბა. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, ის­ტო­რი­ას რომ და­ვა­კავ­ში­როთ, თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

ნ.ს.: მე მგო­ნი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ თუ გა­დავ­ხე­დავთ ის­ტო­რი­ის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, ეს სა­გა­ნი მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის სა­კითხებ­ზე არ აკე­თებს აქ­ცენტს. ის­ტო­რი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექ­ვ­სი­დან ერ­თი სა­მიზ­ნე ცნე­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, თუ რო­გო­რი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფა სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ პე­რი­ოდ­ში, მათ შო­რის, დას­ვე­ნე­ბი­სა თუ გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ან სპორ­ტის რა სა­ხე­ო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და ამ დროს. თუ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, და­ვი­ნა­ხავთ, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც პოს­ტე­რი ან ბუკ­ლე­ტი ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის შე­სა­ხებ (იმ ნი­უ­ან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი იქ­ნე­ბა თუ შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დი), სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მე-7, მე-8 და მე-9 კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა, მე მგო­ნი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ენა­ზე რომ ვთქვათ, შევ­თან­ხ­მ­დით, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რა­ღაც პრო­დუქტს, იქ­ნე­ბა ეს პოს­ტე­რი, ბუკ­ლე­ტი თუ ვი­დე­ორ­გო­ლი ჭი­და­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ქმნის მოს­წავ­ლე და ის­ტო­რი­ი­დან სა­მიზ­ნე ცნე­ბა აქ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა.

გ.ბ.: ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­დან კი სა­მიზ­ნე ცნე­ბაა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი.

ნ.ს.:  გა­მო­დის, რომ ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თებს აქ­ცენტს მა­შინ, რო­ცა ის­ტო­რი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში — იმ ყო­ფით თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც იმ ეპო­ქას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბა მოს­დევს, ჭი­და­ო­ბის სა­ხით. მე მგო­ნი, ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მარ­ტო ეროვ­ნულ კონ­ტექ­ს­ტ­ში რომ არ ჩა­ვი­კე­ტოთ, კი­დევ ხომ არ შეგ­ვიძ­ლია სხვა მა­გა­ლი­თის მო­ტა­ნა?

გ.ბ.: რა­ტო­მაც არა, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სპორ­ტ­ზე, სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ზე, ერთ-ერთ თე­მად შეგ­ვიძ­ლია ოლიმ­პიზ­მი ავი­ღოთ და ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხი იყოს, ვთქვათ, ან­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. აქაც, ან­ტი­კურ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა იყოს რო­გორც ვი­დე­ორ­გო­ლის მომ­ზა­დე­ბა, ასე­ვე — პრო­ექ­ტის, კედ­ლის გა­ზე­თის და სხვა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აუცი­ლებ­ლად გა­ეს­ვას ხა­ზი, თუ რა­ტომ შე­იქ­მ­ნა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, რო­მელ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, სპორ­ტის რო­მელ სა­ხე­ო­ბებ­ში, ვინ იყო პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს კონ­ტექ­ს­ტი თქვენ­თ­ვის, ის­ტო­რი­ის­თ­ვის და რამ­დე­ნად ახ­ლოს ვართ (ის­ტო­რია და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი) ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში?

ნ.ს.: ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ან­ტი­კუ­რი ხა­ნა (ან­ტი­კუ­რი და გვი­ა­ნან­ტი­კუ­რი ხა­ნა) ერთ-ერ­თი თე­მაა მე-7 კლას­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ეტა­პებ­ზე თა­ვი­სი ტი­პის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბია. მე მი­ნა­ხავს ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, ისევ სა­მიზ­ნე ცნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და­მიზ­ნე­ბით. მა­შა­სა­და­მე, გა­მო­დის, რომ ეს და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტი­პუ­რია ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა ორი მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან გახ­დეს ყუ­რადღე­ბის სა­გა­ნი — და­ვუშ­ვათ, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას შე­ხე­დავს იმ კუთხით, თუ რამ­დე­ნად აც­ნო­ბი­ე­რებს ბავ­შ­ვი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და რამ­დე­ნად იყე­ნებს ამი­სათ­ვის ამ და­ვა­ლე­ბას; ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი იყო ეს ყო­ფი­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რო­გორ ეწე­რე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

ახ­ლა, თუ შე­იძ­ლე­ბა, შე­ნი ნე­ბარ­თ­ვით, ცო­ტა შევ­ც­ვ­ლი რა­კურსს. მა­ინც მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის­ტო­რი­ა­ზე მე­ტი აქ­ცენ­ტით ვლა­პა­რა­კობთ, რად­გან ეს თე­ო­რი­უ­ლი სა­უბ­რე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცია, თით­ქოს, ის­ტო­რი­ის­კენ მო­დის. სა­მარ­თ­ლი­ა­ნი რომ გა­მო­ვი­დეს ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მსჯე­ლო­ბა, მე მგო­ნი, ცო­ტა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­კე­ნაც გა­და­ვი­ტა­ნოთ ყუ­რადღე­ბა იმი­ტომ, რომ ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი უფ­რო ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და ვი­ცი, რომ გვაქვს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ასე­თი ტი­პი — მხი­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი.

გ.ბ.: რა თქმა უნ­და, ჩვენს სა­გან­ში ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თ­ვა მა­ინც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მო­დის და სულ თე­ო­რი­ულ ას­პექ­ტებ­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც მი­მო­ვი­ხი­ლოთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­ი­სა და ჩვე­ნი საგ­ნის მარ­ტი­ვად და­კავ­ში­რე­ბა — და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა იყოს, ვთქვათ, რო­მე­ლი­მე მოძ­რა­ვი თა­მა­შის შექ­მ­ნა-შე­მუ­შა­ვე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან (ან­ტი­კურ ან თა­ნა­მედ­რო­ვე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან) მოხ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­კავ­ში­რე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის­ტო­რი­ის კუთხით, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა დე­კო­რა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ან­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, კონ­კ­რე­ტუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­ვა­კავ­ში­როთ იმ სივ­რ­ცეს­თან, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი შექ­მ­ნი­ან და სა­დაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მოძ­რა­ვი თა­მა­შე­ბის სა­ხით, ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს სივ­რ­ცე იმ დრო­ი­დან, შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ მო­ეწყოს.

ნ.ს.: ის­ტო­რი­ის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან ტი­პუ­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა — ცალ­კე­უ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის მოწყო­ბა რო­მე­ლი­მე ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქის დე­კო­რა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რა­ზეა სა­უ­ბა­რი? რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, სპორ­ტ­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მაა, რო­ცა მხი­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი იგეგ­მე­ბა, რის­თ­ვი­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ემ­ზა­დე­ბი­ან და აქ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ებს აქვს ად­გი­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის თა­მა­შე­ბი იქ­ნეს მო­გო­ნი­ლი, რბე­ნე­ბის, ხტო­მე­ბი­სა თუ სხვა ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ამ და­ვა­ლე­ბას და ამ პრო­ცესს, შე­იძ­ლე­ბა, და­ე­მა­ტოს მოთხოვ­ნე­ბი ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან. თუ მე ვარ მოს­წავ­ლე (კლა­სი) და ვემ­ზა­დე­ბი ამ ფი­ზი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა და­მე­ვა­ლოს, რომ ეს თა­მა­შე­ბი მო­ეწყოს, ვთქვათ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ან თუნ­დაც მე-19 სა­უ­კუ­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ეს­კი­ზე­ბის მი­ხედ­ვით და ის სივ­რ­ცე, სა­დაც ეს თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, თემის შე­სა­ბა­მი­სი იყოს. ამ­გ­ვა­რად, და­ვა­ლე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა  ორი საგ­ნის რე­ჟიმ­ში გვექ­ნე­ბა.

გ.ბ.: ჩვე­ნი სა­უბ­რის დროს, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც თა­ვი­სუფ­ლად ჩავრთოთ. ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ასე­ვე, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბაც შე­მო­ვი­ტა­ნოთ…

ნ.ს.: თუ კარ­გი ტექ­ს­ტი ვი­პო­ვეთ, ამ ყვე­ლაფ­რის ამ­სახ­ვე­ლი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და­კავ­ში­რე­ბა­საც არა­ფე­რი უდ­გას წინ, უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბა თუ მის­წ­ვ­დე­ბა ამ­დენ სა­განს.

მა­შა­სა­და­მე, რა გა­მო­დის, რომ იმ მხი­ა­რულ თა­მა­შებს, რო­მე­ლიც რა­ღაც დათ­ქ­მულ დღეს და დათ­ქ­მულ მო­მენ­ტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მე, რო­გორც ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, შე­იძ­ლე­ბა იმ კუთხით შევ­ხე­დო, თუ რო­გორ არის მოწყო­ბი­ლი იქ სივ­რ­ცე­ე­ბი, გათვალისწინებულია თუ არა იმ ეპო­ქის­თ­ვის  და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ას­პექ­ტები და ბავ­შ­ვე­ბი გა­მოვ­კითხო, რომ აღ­წე­რონ რა გა­ა­კე­თეს, რა­ტომ გა­ა­კე­თეს და შე­ვა­მოწ­მო ის­ტო­რი­ის სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის — დრო, სივ­რ­ცე თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა — აღ­ქ­მა, ამ კუთხით. პა­რა­ლე­ლუ­რად, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­აკ­ვირ­დე­ბო­და ნორ­მა­ტი­ვებს.

გ.ბ.: რამ­დე­ნად გა­მო­ი­მუ­შა­ვეს მოს­წავ­ლე­ებ­მა ის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რი, რა­ზეც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, კონ­კ­რე­ტულ შე­მა­ჯა­მე­ბელ­ზე, ამ უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან.

ნ.ს.: რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რა გა­მო­ვი­და ჩვე­ნი ასე ექ­ს­პ­რომ­ტად სა­უბ­რი­დან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში, ნე­ბის­მი­ერ სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში შედ­გეს. და­ვიწყოთ ბავ­შ­ვ­ზე სა­უ­ბა­რი, იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა გვაქვს. თუ­კი შენ, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე, რო­გორც ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვსხედ­ვართ, და­ვუშ­ვათ, სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში და ვფიქ­რობთ, რო­გორ დავ­გეგ­მოთ კუ­რი­კუ­ლუ­მი, ანუ ამ ბავ­შ­ვის სას­წავ­ლო გზა, შე­იძ­ლე­ბა გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლე­ბი ჩვენს საგ­ნებს შო­რი­საც ვი­პო­ვოთ და აქ ერ­თი მექ­ანიზ­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს — ის­ტო­რი­ის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის სპორ­ტი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­ო­რი­ულ ას­პექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ეს, ალ­ბათ, უფ­რო ის­ტო­რი­ის­კენ აქ­ცენ­ტის მქო­ნე და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, იმ მოძ­რა­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი თა­მა­შე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, შე­იძ­ლე­ბა, თვი­თონ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი.

გ.ბ.: სავ­სე­ბით გე­თან­ხ­მე­ბით…

ნ.ს.: მე მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის თვა­ლით რომ შევ­ხე­დოთ, ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს იმი­ტომ, რომ ის და­ვა­ლე­ბე­ბი,  რაც ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ, ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლია და კარ­გად ეწე­რე­ბა ის­ტო­რი­ის კუ­რი­კუ­ლუმ­ში.

გ.ბ.: ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ორი საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­უ­ბა­რი ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლებს და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ, ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები