საგამოცდო ცენტრები რეკომენდაციების შესაბამისად ეწყობა

449
2021 წლის გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირა რჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები პირადად დაათვალიერა. საგამოცდო ცენტრების სარეგისტრაციო დარბაზი და სექტორები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად ეწყობა.
რეკომენდაციების თანახმად, გასული წლის მსგავსად, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.
მოსამზადებელ პერიოდში საგამოცდო პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგები იმართება. ონლაინშეხვედრაზე განიხილეს ის ინსტრუქციები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და მთელი საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი