♦ ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება.
♦10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
♦წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
- მეტრო “ახმეტელიდან” მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო “ახმეტელიდან” გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
- მეტრო “ვარკეთილიდან” N117 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო “სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
- მეტრო “დიდუბიდან” N147 საჯარო სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.
გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს:
რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს).
ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.;
ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
ქ. თბილისის 175 ა საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
ქ. თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;
ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;
ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;
ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34;
ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;
ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127;
ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15;
ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35;
ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47;
ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;
ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
დ. ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3.